Home » საზოგადოება » 2019 წელს 17 მილიონ ლარამდე ვიდეოჯარიმა გამოიწერა
2019 წელს 17 მილიონ ლარამდე ვიდეოჯარიმა გამოიწერა

2019 წელს 17 მილიონ ლარამდე ვიდეოჯარიმა გამოიწერა

2019 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოში სულ 416 ათას 863 ჯარიმა გამოიწერა. ვიდეოჯარიმების თანხის ოდენობამ კი 16 მლნ 803 ათას ლარზე მეტი შეადგინა (16 803 460). სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა პირველადია და არ არის გამოკლებული ის თანხა, რომელიც დაჯარიმებულებმა 20%-იანი შეღავათით გადაიხადეს.

დაჯარიმებულებმა 181 ათას 474 შემთხვევაში 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს.

სტატისტიკური მონაცემები შსს-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ 15 აპრილს დამუშავდა და დღეს გამოქვეყნდა.

Share