Home » ეკონომიკა » 2019 წელს საქართველოში 208 ბაზარი და ბაზრობა ფუნქციონირებდა, სადაც საშუალოდ დღეში 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა

2019 წელს საქართველოში 208 ბაზარი და ბაზრობა ფუნქციონირებდა, სადაც საშუალოდ დღეში 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა

“საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 208 ბაზარი და ბაზრობა ფუნქციონირებდა, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა.

2019 წელს მოქმედი ბაზრობების 37,0 პროცენტი გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 32,7 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), 30,3 პროცენტი – ნახევრადგადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც).

ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრობების ტერიტორიაზე ვაჭრობა ხდებობდა როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით. კერძოდ, ბაზრობების 32,2 პროცენტი ვაჭრობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ-ერთ ბაზრობაზე მიმდინარეობს მხოლოდ სასურსათო საქონლით ვაჭრობა; სამი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება როგორც ფრინველი, ისე პირუტყვი. საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 163 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა – 19 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.

„საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 55,7 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45,1 ათასი კაცი ვაჭრობს.

Share