Home » ეკონომიკა » 2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა, 32% – რუსეთიდან, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშში წერია.

რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს საქართველოდან 243 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ ნაკლებია.

ელექტროენერგიის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი (46%) განხორციელდა თურქეთში, რუსეთში – 24%, სომხეთში – 24%, ხოლო 5% – აზერბაიჯანში. აღსანიშნავია, რომ იმპორტის მნიშვნელოვანი რაოდენობა წინა წლებში (2017 წელს 61% და 2018 წელს 82%) აზერბაიჯანიდან ხორციელდებოდა.

სამეკ-ის ინფორმაციით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება ჰიდრო და თბოგენერაციის სიმძლავრეებით.

შესაბამისად, საჭიროა ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

რაც შეეხება გაზაფხულის მეორე ნახევარსა და ზაფხულის პერიოდს, ჭარბი წყლის რესურსები საშუალებას იძლევა, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და ნარჩენი ელექტროენერგია გატანილ იქნეს ექსპორტზე.

Share