Home » საზოგადოება » 2019 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 9%-ით გაიზარდა

2019 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 9%-ით გაიზარდა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წლის შედეგები შეაჯამა და მაჩვენებლები გაასაჯაროვა. ორგანიზაციის ინფორმაციით, რკინიგზის ტვირთბრუნვა 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით ცხრა პროცენტით გაიზარდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში რკინიგზის ტვირთბრუნვა პირველად გახდა მზარდი.

2012 წელს ტვირთბრუნვის მაჩვენებელი 20.1 მლნ ტონა იყო. სწორედ 2012 წლის შემდეგ რკინიგზის ტვირთბრუნვა ყოველწლიურად მცირდებოდა და 2018 წელს 10 მლნ ტონა შეადგინა. 2019 წლის მაჩვენებელი კი 10.8 მლნ ტონაა.

1tv.ge

Share