Home » ბიზნესი » „2019 წელს კომერციულ ბანკებს არც ერთი მოქალაქე არ გამოუსახლებიათ ბინიდან“

„2019 წელს კომერციულ ბანკებს არც ერთი მოქალაქე არ გამოუსახლებიათ ბინიდან“

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებმა” კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაცით, 2019 წლის 10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება. საიდანაც ყველაზე მეტი, 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობა შემცირების ტენდენციით გამოირჩევა. 2017 წელს 1695, ხომ 2018-ში 1395 ქონება გასხვისდა აუქციონის წესით.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ბანკები რეალურად არ არიან ორიენტირებულნი მოქალაქის ქონების დასაკუთრებაზე და ყველანაირად ცდილობენ, რომ მსესხებელმა რამენაირად მოახერხოს არსებული სესხის გადახდა.

„წილობრივად 2019 წლამდე არარეგულირებადი ორგანიზაციების მიერ, რომ მოხდა უძრავის ქონების დიდი ნაწილის დასაკუთრება ამის მოლოდინი ნამდვილად არსებობდა. აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორში მნიშვნელოვნად დიდი საფინანსო სექტორია მთლიანად სხვა საფინანსო ორგანზიაციებთან მიმართებაში  და მათ მიერ წილობრივად ნაკლები დასაკუთრებული ქონების მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ საკრედიტო პორტფელში მცირეა გაფუჭებული, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა და  საბანკო სესხებიც იშვიათად მიდის სასამართლომდე და ქონების რეალიზაციამდე. ცხადად ჩანს, რომ საბანკო სექტორი ნაკლებადაა ორეინტირებული ქონების დაკასუთრებაზე.

რაც შეეხებათ კერძო მევახშეებს, აღსანიშნავია რომ 2016–2017 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა მათი მხრიდან სესხების გაცემის ტემპი. ეს განაპირობა ლარიზაციის პოლიტიკამაც, ვინაიდან ამ სექტორში სესხების უდიდესი ნაწილი გაიცემოდა უცხოურ ვალუტაში და ეს ყველაფერი შედეგს უფრო მომდევნო წლებში გამოიღებს.

აქვე მნიშვნელოვანია ვახსონოთ ისიც, რომ ერთია რეალიზებული ქონება და მეორეა გამოსახლებების პროცესი. საბანკო სექტორის მხრიდან ფაქტიურად არ ხდება გამოსახლებები. 2019 წლის განმავლობაში მსგავსი არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანია არა ქონების დასაკუთრება, არამედ ის რომ მსესხებელმა იპოვოს გამოსავალი და რამენაირად გადაიხადოს არსებული სესხი“, – აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

გიორგი მურცხვალაძე

Share