Home » ფინანსები » 2019 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 166,5 მლნ. ლარი შეადგინა

2019 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 166,5 მლნ. ლარი შეადგინა

2019 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,0 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33,8 პროცენტი ქალია. დასაქმებულთა 46,4 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის, დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება”, – აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.

ასევე, 2019 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 166,5 მლნ. ლარი შეადგინა.

„ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 50,4 მლნ. ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 30,3 პროცენტს შეადგენს. 63,3 პროცენტს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 6,4 პროცენტი – სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.

2019 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 99,6 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 29,3 მლნ. ლარია”, – აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

Share