Home » 2018 » December (page 30)

Monthly Archives: December 2018

კომპანია HUAWEI-ის ფლაგმანური სმარტფონი HUAWEI Mate20 უკვე საქართველოშია და ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია

კომპანია HUAWEI-ის ფლაგმანური სმარტფონი HUAWEI Mate20 უკვე საქართველოშია და ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია

დღეს, ქართულ ბაზარზე HUAWEI Mate20 გამოჩნდა და მისი შეძენა დღეიდან უკვე ნებისმიერ მსურველ შეუძლია.  „ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები, წარმოადგენს  უმაღლეს მიღწევას ინოვაციურ ტექნოლოგიებში,“ – ასეთი შეფასება მოჰყვა მსოფლიო ბაზარზე HUAWEI Mate20  სერიის სმარტფონებს. HUAWEI -ს სმარტფონები საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად  – ეს მსოფლიომაც აღიარა. HUAWEI-ს ბოლოდროინდელი  წარმატებები გულგრილს ვერც  ქართველ მომხმარებელს დატოვებს. სმარტფონები, ...

Read More »

ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები მოწმდება

ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები მოწმდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს. ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 240 სინჯს აიღებენ. სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს. კვლევის შედეგად, დადგინდება ბენზინში ტყვიის შემადგენლობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ...

Read More »

რატომ მცირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 269 მილიონი ლარით

რატომ მცირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 269 მილიონი ლარით

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 269 მილიონი ლარით, 1 მილიარდ 546 მილიონ ლარამდე მცირდება. ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყების გადავადებას უკავშირდება. „2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინამოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში. გასათავლისწინებელია, ...

Read More »

“საქართველოს ბანკი” 200 მილიონი ლარის ოდენობის სესხებს „გაანულებს“

“საქართველოს ბანკი” 200 მილიონი ლარის ოდენობის სესხებს „გაანულებს“

“საქართველოს ბანკი” 200 მილიონი ლარის ოდენობის სესხებს „გაანულებს“. ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ განაცხადა. როგორც კიკნაველიძე აცხადებს, ამ დროისთვის იმ პირთა სიები უკვე დაზუსტებულია, რომლებიც აღნიშნულ ტრანზაქციაში მონაწილეობას მიიღებენ. ამასთან, მისივე თქმით, სესხების ჯამური ძირი თანხა 200 მილიონი ლარია. კიკნაველიძე იმასაც ამბობს, რომ ეს პროცესები წლის ბოლომდე დასრულდება. “ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით. ორივე მხარე აქტიურადაა ...

Read More »

დონალდ ტრამპი – თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ადამიანი ვარ

დონალდ ტრამპი - თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ადამიანი ვარ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ტარიფების ადამიანია“ და ყოველთვის მზად არის ჩინეთის წინააღმდეგ ახალი ტარიფები დააწესოს. „ჩინეთთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ეს მოლაპარაკებები არგენტინაში ჩემი და პრეზიდენტ სის შესანიშნავი და ძალიან თბილი შეხვედრიდან 90 დღეში დასრულდება“, – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ის „ტარიფების ადამიანია“. „თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ...

Read More »

იანვრიდან სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება დაიწყება

იანვრიდან სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება დაიწყება

სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყება. საკითხი ახალ საგანში „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შედის, რომელიც სკოლებში სწორედ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ სკოლებში აღნიშნული საგნის სწავლება ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის გადაწყვიტა. მათივე განმარტებით, საგნის სწავლება რამდენიმე სკოლაში საპილოტე რეჟიმში, მე-10 ...

Read More »

ინტერნეტში ჩასაფრებული „ონლაინ თაღლითები“ – ვინ უნდა დაიცვას მოტყუებული მყიდველების უფლებები

ინტერნეტში ჩასაფრებული „ონლაინ თაღლითები“ - ვინ უნდა დაიცვას მოტყუებული მყიდველების უფლებები

ნივთების ონლაინ გამოწერა სულ უფრო პოპულარული ხდება. შესაბამისად, იმატა იმ „ფეისბუკ“ გვერდების რაოდენობამაც, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ნივთების შეძენას, სახლიდან გაუსვლელად, თანხის წინასწარი ჩარიცხვის სანაცვლოდ სთავაზობს. თუმცა, როგორც ჩანს, ბევრი მათგანის უკან თაღლითური სქემა იმალება. იღებენ თანხას, შემდეგ კი მომხმარებლებს შეტყობინებაზეც კი აღარ პასუხობენ. როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციაში განმარტავენ, ასეთ შემთხვევებს შესაბამისი კანონი არეგულირებს, თუმცა მისი აღსრულება სირთულეს წარმოადგენს. ამის ...

Read More »

კომპანია HUAWEI-ს  წარმოსახვის უსაზღვრო ძალა წარმოადგენდა შთაგონების წყაროს ახალი HUAWEI Mate 20 Pro -ს შექმნაში

მართალია, HUAWEI Mate10 Pro-ს გამოსვლიდან ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, მაგრამ კომპანია HUAWEI  ანებივრებს მომხმარებელს და მას განახლებულ და ზეინოვაციურ სმარტფონს

ქართულ ბაზარზე  ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონი HUAWEI Mate20 Pro 14 დეკემბერს გამოჩნდა და უკვე მისი შეძენა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მართალია, HUAWEI Mate10 Pro-ს გამოსვლიდან ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, მაგრამ კომპანია HUAWEI  ანებივრებს მომხმარებელს და მას განახლებულ და ზეინოვაციურ სმარტფონს –  HUAWEI Mate20 Pro-ს სთავაზობს. როგორც ექპერტები აცხადებენ Mate10 Pro-ს შთამომავალი, არსებული პარამეტრების გათვალისწინებით, ...

Read More »

„ეს მათ საყურადღებოდ, ვინც ცოტა ხნის წინ მაღალ ინფლაციას პროგნოზირებდა“

„ეს მათ საყურადღებოდ, ვინც ცოტა ხნის წინ მაღალ ინფლაციას პროგნოზირებდა“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ინფლაციას გაცვლით კურსთან ცალსახა კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, ნოემბერში დაფიქსირებული 1.9%-იანი ინფლაციის დონის მაჩვენებელიც ამას ადასტურებს. “ეს მათ საყურადღებოდ, ვინც ცოტა ხნის წინ მაღალ ინფლაციას პროგნოზირებდა – bit.ly/საქსტატი  ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენ მიერ არაერთგზის გაცხადებული, რომ ინფლაციას გაცვლით კურსთან ცალსახა ...

Read More »

საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვის 73%-ზე მეტი დედაქალაქზე მოდის

საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვის 73%-ზე მეტი დედაქალაქზე მოდის

ეკონომიკური აქტივობის მხრივ თბილისი კვლავაც უალტერნატივო ლიდერია. საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 73.2% დედაქალაქზე მოდის. მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, რიგით მეორე, ეკონომიკურად ყველაზე აქტიური რეგიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა – რეგიონზე ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 7,4% მოდის; 5,2%-ით მესამე პოზიციაზე ქვემო ქართლია; ბრუნვის 4.5% იმერეთზე მოდის, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთზე – 2,8%. რაც შეეხება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებას, აქ ...

Read More »