Home » 2018 » December » 26

Daily Archives: December 26, 2018

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აჭარაში სასტუმროს ააშენებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აჭარაში სასტუმროს ააშენებენ

ლისი ლეიქ დეველოპმენტი აჭარაში, სოფელ ბუკნარში სასტუმროს და საცხოვრებელი აპარტამენტების მშენებლობას მომავალი წლიდან დაიწყებს. კომპანიის ცნობით, ადგილზე 4-ვარსკვლავიანი, 120 – ნომრიანი სასტუმრო აშენდება. პროექტის ბიუჯეტი 9 მლნ დოლარია, საიდანაც 2 მლნ კომპანიის კაპიტალი, 7 კი, გრძელვადიანი სესხია. რაც შეეხება საცხოვრებელ უბანს. იგეგმება შერეული ტიპის პრემიუმ კლასის პროექტის განხორციელება.  კომპლექსში იქნება აპარტამენტები, კომერციული ფართები და გასართობი ობიექტები. კომპლექსის პროექტზე ცნობილმა კომპანიამ ...

Read More »

ნათია თურნავა – სახელმწიფომ მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება, ამ გადაწყვეტილებით, გაზის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება

ნათია თურნავა - სახელმწიფომ მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება, ამ გადაწყვეტილებით, გაზის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება

სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ გაზის სამომხმარებლო ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, რესურსი მიდის არა ბიუჯეტიდან, არამედ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიიდან. “სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება. ამ გადაწყვეტილებამ საშუალება მისცა სემეკ-ს, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩეს და მცირედი ...

Read More »

სემეკ-ი გაზის ტარიფის შემცირების მიზეზებს განმარტავს

სემეკ-ი გაზის ტარიფის შემცირების მიზეზებს განმარტავს

სემეკ-ის წევრი გოჩა შონია გაზის ტარიფის შემცირების მიზეზებს განმარტავს. როგორც გოჩა შონია განაცხადა, ტარიფის შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო განაწილების ტარიფის შემცირებით. „განაწილების ტარიფი შემცირდა დაახლოებით 1.3 თეთრით და ეს შემცირება გამოწვეული იყო ძირითადად მაინც ნორმატიული დანაკარგების ღირებულების შემცირებით. კომისია ადგენს დანაკარგების განაკვეთებს კომპანიებისთვის 5-წლიან პერიოდზე. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ეს დანაკარგები შემცირდა და, შესაბამისად, ამ შემცირებამ გამოიწვია თვითონ განაწილების ტარიფის ...

Read More »

ნოემბერში ფიზიკური პირებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

ნოემბერში ფიზიკური პირებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

2018 წლის ნოემბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს კომერციულ ბანკებში წლიურმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 11,9% შეადგინა. ეს 0,7%-ით მეტია ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით. ამავე სტატისტიკის მიხედვით, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის 6,5%-დან 6,8%-მდე გაიზარდა, იურიდიული პირებისთვის კი, პირიქით, 8,3%-დან 7,9%-მდე შემცირდა. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის გაიზარდა 1,7 ...

Read More »

განათლების კომიტეტმა სკოლებში “დედაენის” სწავლებაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

განათლების კომიტეტმა სკოლებში “დედაენის” სწავლებაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. საკითხი კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ წარმოადგინა, რომელმაც ცვლილებების ძირითად არსზე ისაუბრა. მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს ექსპერტთა კომისიის შექმნას, რომელიც ეროვნულ ან საერთაშორისო ...

Read More »

საქართველოს რკინიგზა – საჩუქარი მატარებლის მგზავრებს

საქართველოს რკინიგზა – საჩუქარი მატარებლის მგზავრებს

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წიგნებით დატვირთული მატარებელი გავიდა. უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა “არტანუჯისა” და “ინტელექტის” წიგნები განთავსდა. ამის შესახებ შესაბაისს ინფორმაციას საქართვეოს რკინიგზა ავრცელებს. რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”, “სისტეამ”, “გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი”, “ილიაუნის გამომცემლობამ”, “წიგნები ბათუმში” და სხვა. პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ...

Read More »

წლის ბოლოს თეგეტა მოტორსი მასშტაბურ აქციას გთავაზობთ

წლის ბოლოს თეგეტა მოტორსი მასშტაბურ აქციას გთავაზობთ

 თეგეტა მოტორსი მომხმარებელს 50%-იან ქეშბექს სთავაზობს. აქციის ფარგლებში ზამთრის საბურავების, აკუმულატორებისა და ანტიფრიზების შეძენისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის ზუსტად 50% დაუბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. ასევე, დამატებით ნებისმიერი მომხმარებელი მიიღებს უსასრულო გარანტიას ბრიჯსტოუნის ზამთრის საბურავებზე, ხოლო აკუმულატორის შეძენისას – დამატებით ფასდაკლებას: ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში, მიიღებთ 60 ლარამდე ფასდაკლებას, 50%-იან ქეშბექთან ერთად. აქციები მოქმედებს 31 დეკემბრის ჩათვლით თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ...

Read More »

აქსის პალასის სავაჭრო ცენტრში ქართული პროდუქციის საახალწლო გამოფენა გაყიდვა გაიხსნა

აქსის პალასის სავაჭრო ცენტრში ქართული პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა აქსის პალასის სავაჭრო ცენტრში, საბურთალოზე ცინცაძის 12 ნომერში, ქართული პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა იმართება. გამოფენა 200-ზე მეტი ეროვნული წარმოების პროდუქტით წარსდგება თავისი ერთგული მომხმარებლის წინაშე. ნაციონალური დელიკატესები, ჩაის მრავალფეროვანი არჩევანი, ტკბილეულის და ჩირის ნაირსახეობები, საოცარი სუნელები და სხვა მრავალი ქართული წარმოების პროდუქტები თავის ერთგულ მომხმარებელს აქსის პალასის სავაჭრო ცენტრში 31 დეკემბრამდე ელოდება. ...

Read More »

მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება

მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხის კენჭისყრა გაზაფხულის სესიებზე ჩატარდება. კანონის ინიცირება, რომელიც 1 წელია უკვე მზად არის, მხოლოდ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების და პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი. „შესაბამისად, საგაზაფხულო სესიებზე ვგეგმავთ უკვე წარდგენას, პროექტი მზად არის თითქმის 1 წელიწადია. თებერვლიდან საკმაოდ საინტერესო პერიოდი გვექნება, როდესაც მოხდება კანონპროექტის ინიცირება და კენჭისყრა“- განაცხადა დანელიამ. კონსტიტუციის ახალი ...

Read More »

ნავთობის ბაზარი ჩამოიშალა, 1 დღეში ფასი ელვისებურად დაეცა

ნავთობის ბაზარი ჩამოიშალა, 1 დღეში ფასი ელვისებურად დაეცა

“საქართველოში საწვავის ღირებულება კიდევ უნდა შემცირდეს, საახალწლოდ ეს საჩუქარი გაუკეთონ მოსახლეობას” ბოლო 2 თვეა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი იაფდება, მაგრამ გუშინ ბაზარი ერთბაშად ჩამოიშალა. ერთ დღე-ღამეში ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა და ამ ეტაპზე “შავი ოქრო” 49 დოლარს ჩამოსცდა. გაიაფების ტალღა იმდენად მძლავრია, რომ ოპეკ-ი და ნავთობის ექსპორტიორები ფასების დაბალანსებას ვერაფრით ახერხებენ. ფასების ვარდნის ფაქტორები კვლავ გაძლიერდება. როგორც უცხოელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პირველ ...

Read More »