Home » 2018 » December » 25

Daily Archives: December 25, 2018

გიორგი ქობულია: ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად

გიორგი ქობულია: ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად

ინფლაციაში ჩვენ ვართ საკმაოდ კომფორტულად – ეს განცხადება, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. გიორგი ქობულია დეპუტატების წინაშე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე მოხსენებით წარდგა. მინისტრმა არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ინფლაციის მაჩვენებელი და მიზეზები განმარტა. გიორგი ქობულია ამბობს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულს არ სცილდება. “ჩვენს გვაქვს ჩვენი ეროვნული ბანკის პოლიტიკა, სადაც ჩვენ ვამტკიცებთ მიზნობრივ ინფლაციას. ჩვენ ყოველთვის ვართ მიზნობრივ ინფლაციის დონეზე ან მის ქვემოთ. 2018 ...

Read More »

გიორგი ქობულია: დიასახლისები აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ

გიორგი ქობულია: დიასახლისები აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ

ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს იმ ადამიანების, რომლებიც არიან „სამუშაო ადგილის გარეთ“. ტიპური წარმომადგენლები არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, ასევე არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც მუშაობა საერთოდ არ უნდათ. „საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. 2017 წელს ბიზნესსექტორში შეიქმნა 41 000 სამუშაო ადგილი. საკმარისია ეს თუ ...

Read More »

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანაცეა არ არის, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ინვესტიციები”

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანაცეა არ არის, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ინვესტიციები"

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანაცეა არ არის, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ინვესტიციები”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. “2017 წელი პირველი წელია, როდესაც ჩვენი მთლიანი გარღვევა მიმდინარე ანგარიშში დავაფინანსეთ პირდაპირი ინვესტიციების საშუალებით. ეს არის ვალუტის მნიშვნელოვანი წყარო, რომ ამ ვალუტით დავაფინანსოთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ ვხედავთ, რომ ფულს აღარ ...

Read More »

ქობულია ოპოზიციას: მე შეიძლება მოსკოვში ვცხოვრობდი, მაგრამ ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ, ვინც აქ 20 წელია ცხოვრობთ

ქობულია ოპოზიციას: მე შეიძლება მოსკოვში ვცხოვრობდი, მაგრამ ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ, ვინც აქ 20 წელია ცხოვრობთ

“მე შეიძლება მოსკოვში ვცხოვრობდი, მაგრამ აქ, სამი თვის განმავლობაში ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ, ვინც აქ 20 წელია ცხოვრობთ”, – ასე მიმართა ეკონომიკის მინისტრმა ოპოზიციას დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე ოპოზიციას. “გაჟღერდა, რომ მე თურმე მოსკოვში ვცხოვრობდი. მე შეიძლება მოსკოვში ვცხოვრობდი, მაგრამ აქ სამი თვის განმავლობაში შეიძლება უფრო ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე ბევრმა თქვენგანმა,  ვინც აქ 20 წელია ცხოვრობს. თუ გეპარებათ ეჭვი, ...

Read More »

ვისგან და რა მსხვილ ქონებას იღებენ პარლამენტარები

ვისგან და რა მსხვილ ქონებას იღებენ პარლამენტარები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს აგრძელებს. ამჯერად, ორგანიზაციამ დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული მსხვილი საჩუქრების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დეპუტატები მსხვილ საჩუქრებს ძირითადად ახლო ნათესავებისგან იღებენ. ორგანიზაცია იმ დეპუტატების/მათი ოჯახის წევრების ჩამონათვალსაც ავრცელებს, რომლებმაც ბოლოს შევსებული უახლესი დეკლარაციების თანახმად (2017-18) მსხვილი საჩუქრები მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში მყოფ დეპუტატებს შორის ყველა საპარლამენტო ...

Read More »

„სახელმწიფო ქონება თუ არ გავასხვისეთ, ეს დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება”

"სახელმწიფო ქონება თუ არ გავასხვისეთ, ეს დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება"

„ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით სახელმწიფო ქონება გვაქვს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაში უნდა ჩავრთოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა. „ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით სახელმწიფო ქონება გვაქვს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაში უნდა ჩავრთოთ. ეს ქონება თუ არ გავასხვისეთ კერძო სექტორზე, არ განვკარგეთ, ჩვენი დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა. ჩვენთან, საქართველოში, სახელმწიფო კომპანიები ...

Read More »

პირველი სრულად ციფრული ბანკის – სფეისის განახლებული ვერსია გაეშვა

პირველი სრულად ციფრული ბანკის - სფეისის განახლებული ვერსია გაეშვა

მაისში, საქართველოში  პირველი სრულად ციფრული ბანკი – სფეისი გამოჩნდა. ეს არის ყოველდღიური ფინანსების მართვის აპლიკაცია ფილიალებისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც არსებობს მხოლოდ მობილურტელეფონში. სფეისმა პირველმა შემოიტანა საბანკო ბაზარზე ანგარიშის დისტანციურად გახსნა, ყველა ბანკის ბარათის მიბმის შესაძლებლობა აპლიკაციაში, გადარიცხვები ნებისმიერ ბანკში 24/7-ზე, სხვადასხვა მესენჯერით ან მეილით თანხის გაგზავნა და ა.შ. სფეისით შესაძლებელია კომუნალურების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება. სფეისში ასევე შეგიძლიათ  ონლაინ სესხი 2 წუთში დისტანციურად აიღოთ.  დეკემბერში სფეისმა ...

Read More »

გიორგი ქობულია – ხუდონსაც ავაშენებთ

გიორგი ქობულია - ხუდონსაც ავაშენებთ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში ენერგეტიკის განვითარებისა და ჰესების მშენებლობის გეგმაზე ისაუბრა. გიორგი ქობულიამ დეპუტატებს დაგეგმილი პროექტების შესახებ სლაიდიც წარუდგინა. დაგეგმილ პროექტებს შორის ქობულიამ დაასახელა „შუახევიჰესი“, ნამახვანი ჰესების კასკადი, ონის პროექტი, „ნენსკრაჰესი“, „ხუდონჰესი“ და ცხენისწყალი. „ნენსკრაჰესის“ ამოქმედების ვადად სლაიდზე 2025 წელი იყო მითითებული, „ხუდონჰესის“ შემთხვევაში კი 2027 წელი. ქობულიას განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და ახალი გენერაციის ობიექტების გარეშე დეფიციტის დაფარვა ...

Read More »

„სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა ჩვენი მთავარი მიზანია“

„სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა ჩვენი მთავარი მიზანია“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითად მიზნებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. გიორგი ქობულიას განცხადებით, სიღარიბესთან ბრძოლა დღესდღეობით უმთავრესი ამოცანაა. „რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს, 20% ეს არის უზარმაზარი მაჩვენებელი, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისი ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში სიღარიბის შემცირების ტემპები საგრძნობლად შენელდა. მისივე თქმით, სიღარიბის ...

Read More »

გიორგი ქოულია: ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში

გიორგი ქოულია: ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში

ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში, ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, როდესაც ქვეყანაში დოლარის მოცულობა მეტია, ამ სიტუაციაში ლარის კურსი მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლით შეიძლება დაეცეს. „ყველა ფიქრობთ ლარის კურსზე. არ მოგაწყენთ ბევრი ციფრით, ბევრი გათვლაა გაკეთებული. ძირითადი გზავნილი აქ არის შემდეგი: ჩვენ ...

Read More »