Home » 2018 » December » 18

Daily Archives: December 18, 2018

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდეს

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდეს

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდეს, – ამის შესახებ დღეს განცხადება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ამ თემაზე ორ ქვეყანას შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. „მიუხედავად „ბრექსიტის“ სირთულეებისა, ქართულ-ბრიტანული ურთიერთობა არის ძალიან მაღალ დონეზე. საქართველო-დიდი ბრიტანეთი უკვე აქტიურად თანამშრომლობს, რომ გამოწვევა, რომელიც განპირობებულია „ბრექსიტით“, გადავაქციოთ ახალ შესაძლებლობად; ახალი შესაძლებლობა ნიშნავს ახალი, სტრატეგიული, ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ...

Read More »

უცხოელებს, რომლებიც ქართულ მიწებს არ ამუშავებენ, შესაძლოა, ქონება ჩამოერთვათ

უცხოელებს, რომლებიც ქართულ მიწებს არ ამუშავებენ, შესაძლოა, ქონება ჩამოერთვათ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთრებაში არსებულ მიწებს არ ამუშავებენ, შესაძლოა, უძრავი ქონება ჩამოერთვათ. აღნიშნულის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მიწის ფონდის ძალიან მცირეა, საიდანაც დაახლოებით, 45 -50 ათას ჰექტრამდე უცხოელების საკუთრებაშია. „უბედურება ის კი არ არის, რომ უცხო ქვეყნის სუბიექტმა დაირეგისტრირა მიწა საკუთრებაში, პრობლემა ის არის, რომ ამ მიწის საკუთრების ...

Read More »

სესხის გამცემი სუბიექტებისათვის დაგეგმილ რეგულაციებში ცვლილებები შევიდა

სესხის გამცემი სუბიექტებისათვის დაგეგმილ რეგულაციებში ცვლილებები შევიდა

საფინანსო სექტორში დაგეგმილ რეგულაციებში, რომელიც სესხის გამცემი სუბიექტების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციას უკავშირდება, ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ცვლილებები განხორციელდა სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტაციის წესსა და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის წესში. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ცვლილებების მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესში, საოპერაციო ფართზე სარეგისტრაციო მოთხოვნა 20-დან 15 კვ/მ-მდე შემცირდა. ასევე, სესხის გამცემ ...

Read More »

ბილაინის მხარდაჭერით “ხანის აკადემიის” კომპიუტერული პროგრამირების გაკვეთილების ქართულად თარგმნა იწყება

ბილაინის მხარდაჭერით “ხანის აკადემიის” კომპიუტერული პროგრამირების გაკვეთილების ქართულად თარგმნა იწყება

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი „ბილაინი“), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia-ს პროექტის, “ხანის აკადემიის” (Khan Academy) კომპიუტერული პროგრამირების უფასო კურსის ქართულად თარგმნის მხარდამჭერი გახდა. ხსენებული პროექტის შედეგად, ქართულ ენაზე ითარგმნება და ადგილობრივ მოთხოვნებს მოერგება საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო რესურსის,  კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების გაკვეთილები და უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც პროგრამირების შესწავლა სურს. სადღეისოდ, მსოფლიოში კომპიუტერული პროგრამირების ...

Read More »

საქართველო ინტერნეტის გარეშე – საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა, ბაზარი კი კვლავ დუოპოლიზებულია

საქართველო ინტერნეტის გარეშე – საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა, ბაზარი კი კვლავ დუოპოლიზებულია

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, 21 საუკუნის საქართველოში ინტერნეტი ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი ფუფუნების საგანია. ქვეყნის რეგიონების დიდ ნაწილში ოპტიკურ–ბოჭკოვანი ქსელი დღემდე არ არსებობს და მოსახლეობა ვერ ახერხებს ინტერნეტით სარგებლობას. მაშინ როდესაც მსოფლიო ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გზას ადგას, ჩვენთან ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობა გადაუჭრელ პრობლემად იქცა. თუკი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რუქას ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ინტერნეტით სრულად დაფარული ...

Read More »

„საჭიროა, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში სულ მცირე 10-11% ჰქონდეს“

„საჭიროა, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში სულ მცირე 10-11% ჰქონდეს“

მთავრობის მეთაურმა აბიტურიენტებთან დაკავშირებით ახლო მომავალში „ძალიან საინტერესო ინიციატივა“ დააანონსა. პრემიერის შეფასებით, იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში შევიდეს, საჭიროა, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში სულ მცირე 10-11% ჰქონდეს. „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაახლოებით სამჯერ უნდა გავზარდოთ ეს სექტორი. ეს ძალიან კომპლექსური და ამბიციური, მაგრამ მიღწევადი ამოცანაა. მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ ამ რეფორმის ...

Read More »

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშნა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია, როგორც ადმინისტრაციის უფროსი და ამ დილით დიმიტრი გაბუნია, როგორც ჩემი საპარლამენტო მდივანი, რამეთუ პარლამენტთან უკვე არის ძალიან ბევრი საქმე. ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება. ამ დღეებში შევჯერდებით ...

Read More »

სემეკ-მა მოქალაქეებს 113 484 ლარი ჩამოაწერა

სემეკ-მა მოქალაქეებს 113 484 ლარი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 113 484 ლარი ჩამოაწერა. კომისიამ 17-18 დეკემბრის საჯარო სხდომებზე დღის წესრიგებით გათვალისწინებული 152 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და სს „თელასს“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, სს „საქორგგაზს“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის არსებულ დავებს. მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს, დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის ...

Read More »

„ზედაზენს” „ბავარიას“ წარმოების ექსკლუზიური უფლება 2026 წლამდე გაუგრძელდა

„ზედაზენს” „ბავარიას“ წარმოების ექსკლუზიური უფლება 2026 წლამდე გაუგრძელდა

ოლანდიური ბრენდი „ბავარია“ და ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“ თანამშრომლობას 10 წლით ახანგრძლივებენ. ახალი კონტრაქტით, რომელსაც ხელი 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში მოეწერა, „ზედაზენს” რეგიონში „ბავარიას“ ექსკლუზიური წარმოების უფლება 2026 წლამდე გაუგრძელდა. როგორც „ზედაზენის“ მაკრეტინგის სამსახურის უფროსი – შალვა ჩოჩელი აღნიშნავს, „ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ბრენდმა „ბავარიამ“ კონტრაქტი ექსკლუზიურად „ზედაზენთან“ 10 წლიით გაახანგრძლივა, ადასტურებს, რომ ჩვენი საწარმო საშუალებები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ...

Read More »

„იმ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით, რომელიც გვაქვს, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი დიდი ნაწილი როდესმე აღმოჩნდეს ისევ შავ სიაში“

„იმ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით, რომელიც გვაქვს, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი დიდი ნაწილი როდესმე აღმოჩნდეს ისევ შავ სიაში“

იმ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით, რომელიც გვაქვს, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი დიდი ნაწილი როდესმე აღმოჩნდეს ისევ შავ სიაში ან გაიცეს წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის წინაშე მოქალაქეები 2007 წლის შემდეგ დადგნენ, როდესაც მაშინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პროცენტებზე ე.წ. ზედა ზღვარი მოიხსნა. როგორც მამუკა ბახტაძე ამბობს, ვალების განულებით მთავრობა ცდილობს, ...

Read More »