Home » 2018 » December » 10

Daily Archives: December 10, 2018

რა უნდა იყოს საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა ანუ რატომ ყიდულობს სებ-ი დოლარებს

რა უნდა იყოს საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა ანუ რატომ ყიდულობს სებ-ი დოლარებს

სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი არის ის სიმდიდრე, რომელიც ეკონომიკური კრიზისების, საგარეო ან საშინაო შოკების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკას იცავს და მისთვის ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს. სავალუტო რეზერვების მოცულობა ამასთანავე ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია – თუ მისი მოცულობა ადეკვატურია, ეს ინვესტორებისა და საერთაშორისო კრედიტორებისთვის ნათელი სიგნალია, რომ ქვეყანაში საქმიანობა შედარებით დაბალ რისკებთან არის დაკავშირებული. ...

Read More »

ქვეყნის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა – საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 4700 ლარის ვალდებულება აქვს

ქვეყნის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა - საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 4700 ლარის ვალდებულება აქვს

ქვეყნის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა – საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 4700 ლარის ვალდებულება აქვს საქართველოს სახელმწიფო ვალი უკანასკნელი მონაცემებით 17,539 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაახლოებით 4700 ლარის ვალდებულება აქვს. თუ ამ მაჩვენებელს მოსახლეობის იმ კატეგორიას გამოვაკლებთ, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან – პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს და არასრულწლოვნებს, გამოვა, რომ თითოეულ გადასახადის გადამხდელს ტვირთად აწევს დაახლოებით 9.341 ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

10 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6678 შეადგინა. დეკემბერში ეს უკვე მეორე სავალუტო აუქციონია.

Read More »

„უმთავრესი პრიორიტეტია, რომ სიღარიბე, როგორც ჩვენი ერისთვის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, დავძლიოთ“

„უმთავრესი პრიორიტეტია, რომ სიღარიბე, როგორც ჩვენი ერისთვის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, დავძლიოთ“

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ სიღარიბე, როგორც ჩვენი ერისთვის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, იქნეს დაძლეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, ფონდი „ქართუს“ მიერ ე.წ. შავ სიაში შესული პირებისთვის ვალების ჩამოწერა, მათ ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის საშუალებას მისცემს. „მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, თუ რა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ სიღარიბე, ...

Read More »

მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს საქართველო უნიკალურ შეღავათებს შესთავაზებს

მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს საქართველო უნიკალურ შეღავათებს შესთავაზებს

საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში სათავო ოფისს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემგანაცხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ემსახურება საქართველოს რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას. „საერთაშორისო კომპანიები, მსხვილი ტრანსნაციონალურ ორგანიზაციები, მათ შორის 500 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები, თუ საქართველოში გახსნიან სათავო ოფისებს და საქართველოდან მოემსახურებიან რეგიონს, მათზე გავრცელდება უნიკალური საგადასახადო შეღავათები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნაბიჯი, რათა საქართველო ...

Read More »

ლევან გოგიჩაიშვილი – გუნდში ბევრი ადამიანია, ვინც მოსახლეობის დაკვეთის ადეკვატური არ არის

ლევან გოგიჩაიშვილი - გუნდში ბევრი ადამიანია, ვინც მოსახლეობის დაკვეთის ადეკვატური არ არის

განცხადებები იმის შესახებ, რომ არანაირი ცვლილებები არ იქნება, შექმნილი მოლოდინის საწინააღმდეგოა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა. ამ კონტექსტში დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადღაც საჭიროა სისტემური ცვლილებები, ხოლო სადღაც პიროვნული ცვლილებები. გოგიჩაიშვილი იმასაც ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის დაკვეთის ადეკვატური არ არიან. „ცვლილებების საკითხი ჩვენი წიაღიდან წამოვიდა და არ ვიცი, აქ „ნაციონალური მოძრაობა“ ...

Read More »

მამუკა ბახტაძე ოჯახის ვალებზე განმარტებას აკეთებს

მამუკა ბახტაძე ოჯახის ვალებზე განმარტებას აკეთებს

„როგორც ათი ათასობით ქართულ ოჯახს. ჩემ ოჯახსაც ჰქონდა ვალი და ეს ვალი იქნა გასტუმრებული“ – მამუკა ბახტაძეს დედის მიერ ნასესხებ და  მისი ძმის მიერ კერძო იპოთეკარის $70 000 -ის გასტუმრებაზე სატელევიზიო სიუჟეტის კომენტირება მოუწია. მისი თქმით, სიუჟეტში ცრუ ინფორმაცია გავიდა მისი ქონების, სახლის და მოსაზღვრე მიწის საკუთრების თაობაზე.

Read More »

ვებგვერდს, რომელზეც მოქალაქეთა სესხების განულებაზე მონაცემები აიტვირთება, vali.ge ერქმევა

ვებგვერდს, რომელზეც მოქალაქეთა სესხების განულებაზე მონაცემები აიტვირთება, vali.ge ერქმევა

ვებგვერდს, რომელზეც მოქალაქეთა სესხების განულებაზე მონაცემები აიტვირთება, vali.ge ერქმევა. ვებგევრდი vali.ge დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება. დღეს და ხვალ ვებგვერდზე სამი ბანკის მომხმარებელთა მონაცემები აიტვირთება: „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. „დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ...

Read More »

დღეიდან, ვალების განულების ვებგვერდზე მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ

დღეიდან, ვალების განულების ვებგვერდზე მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ

საქართველოს მთავრობის გაცხადებული გეგმა ე.წ. შავი სიიდან 600 ათასი მოქალაქის ამოღებასთან  დაკავშრებით – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვებ-გვერდი, სადაც შესაბამისი ინფორმაცია იქნება განთავსებული დღეს საღამოს ამოქმედდება: „საქართველოში მკვიდრდება სამართლიანი თამაშის წევრები, ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ჩვენ გავქვს გადასადგმელი პრინციპული ნაბიჯები, ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი შეძლებს 2019 წელს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყვნენ დარეგისტრირებული ...

Read More »

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების გეგმური ტარიფის დადგენაზე იმსჯელა. კომისიის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა და 1.870 თეთრი/მ3-ზე შეადგინა. (დღგ-ს გარეშე). ტარიფის მოქმედების ვადა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. 2018 წელს მოქმედი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი  კი, 1.884 თეთრს/მ3-ზე შეადგენდა.

Read More »