Home » 2018 » December » 07

Daily Archives: December 7, 2018

მსხვილ ქარხნებსაც კი იაფი იმპორტული პროდუქცია კლავს

მსხვილ ქარხნებსაც კი იაფი იმპორტული პროდუქცია კლავს

მსხვილ ქარხნებსაც კი იაფი იმპორტული პროდუქცია კლავს თავის დროზე დემპინგის წინაშე უძლური აღმოჩნდა შაქრისა და ცემენტის წარმოება, ახლა უკვე მეტალურგიაც ქვეყანაში დემპინგის პრობლემამ ახალი ძალით იჩინა თავი. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამ ეტაპზე 1 ღუმელს აჩერებს, ახალი წლიდან კი მეორის გაჩერებასაც გეგმავს, რაც 2 000 ადამიანს დატოვებს უსამსახუროდ. მიზეზი კი დემპინგურ ფასში ირანიდან შემოტანილი არმატურაა. მსგავსი პრობლემა ჰქონდათ ცოტა ხნის წინ ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: ბიუჯეტის საბოლოო ვერსია არსებულ მოთხოვნებს პასუხობს

ირაკლი კოვზანაძე: ბიუჯეტის საბოლოო ვერსია არსებულ მოთხოვნებს პასუხობს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,5%-ით, ინფლაცია – 3%-ით, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი – 2,6%-ით განისაზღვრა. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, იზრდება 422 მლნ ლარით და 12 მლრდ 863.8 მლნ ლარს აღწევს, ხოლო გადასახდელები 13 მლრდ 90 მლნ ლარით განისაზღვრა (2018 წლის ბიუჯეტთან ...

Read More »

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნისა და სტუდენტების დაჯილდოების ცერემონაის უმასპინძლა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნისა და სტუდენტების დაჯილდოების ცერემონაის უმასპინძლა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნისა და სტუდენტების დაჯილდოების ცერემონაის უმასპინძლა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნისა და სტუდენტების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი მიზანი დამსწრე საზოგადობისთვის  კარიერული განვითარების ცენტრის საქმიანობისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაგალითების გაცნობაა, რომლის დანერგვასაც უნივერსიტეტი საქართველოში ახორციელებს. ღონისძიებაზე კერძო სექტორისა და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ...

Read More »

უპრეცენდენტო გადაწყვეტილება – ინტერნეტის საბითუმო მომსახურება 7-8-ჯერ შემცირდება

უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - ინტერნეტის საბითუმო მომსახურება 7-8-ჯერ შემცირდება

საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურება 7-8-ჯერ შეუმცირდება, – აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის ახალი რეგულაციის შედეგია. კომისიის მირ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და ის საბოლოო ჯამში მომხმარებლებისთვის უკეთესი ხარისხის ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ახალი რეგულაციების მიხედვით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს ზუსტად ისეთი მომსახურება მიაწოდონ, როგორსაც დღეს მათ დიდი ინტერნეტ ოპერატორები აწვდიან, რაც ბაზარზე მაღალი კონკურენციის ...

Read More »

გიორგი ჩახნაშვილის დახმარებით, BTU-ში გახსნილი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია შესაძლოა მადრიდის წამყვან ჰაბებს დაუკავშირდეს

გიორგი ჩახნაშვილის დახმარებით, BTU-ში გახსნილი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია შესაძლოა მადრიდის წამყვან ჰაბებს დაუკავშირდეს

გიორგი ჩახნაშვილის დახმარებით, BTU-ში გახსნილი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია შესაძლოა მადრიდის წამყვან ჰაბებს დაუკავშირდეს Digital Mind-ის, იგივე ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი გიორგი ჩახნაშვილი მადრიდში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის საბანკო და  საკომუნიკაციო მიმართულებით. გიორგიმ კომპანიებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროექტები – Digital Mind და AI Tourism წარუდგინა და მათი ინტერესიც მომენტალურად გამოიწვია. კომპანიებმა გიორგისთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. აქედან გამომდინარე, საქართველოში Mercedes Benz-ის ...

Read More »

შშმ პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ

შშმ პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა. შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, პირადობის ელექტრონულ მოწმობებს უფასოდ მიიღებენ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების ...

Read More »

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა

საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 7 დეკემბერს გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ On.ge ავრცელებს. გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოცხადდა, რადგან სასამართლომ ამ საკითხზე ამ დრომდე ორჯერ, 2012 და 2014 წლებში უკვე იმსჯელა. ორივე შემთხვევაში ის სამართლებრივი ნორმა გააუქმა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთრების უფლებას უზღუდავდა. საქართველოში უცხოელებზე მიწის ...

Read More »

პაატა ღაძაძე თიბისი ბანკს ტოვებს და „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს

პაატა ღაძაძე თიბისი ბანკს ტოვებს და „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს

პაატა ღაძაძე თიბისი ბანკს ტოვებს, თუმცა ჯგუფის წევრად რჩება. TBC Bank Group-ის ცნობით, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე პოსტს 2019 წლის 1 იანვრიდან დატოვებს. ის საქმიანობას დაზღვევის მიმართულებით აგრძელებს და „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს. პაატა ღაძაძე თიბისი ბანკს 1994 წლიდან შეუერთდა. 1998 წლიდან კი, გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. “ზრდის სწრაფი ტემპის და თიბისი დაზღვევის ამბიციური გეგმების გათვალისწინებით, ...

Read More »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „მივიღე ინფორმაცია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურზე მიიღეთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევისათვის საჭირო ხმათა უმრავლესობა. გილოცავთ, ხალხის ხმებით, ამ საპატიო თანამდებობაზე არჩევას. მოხარული ვიქნები, თქვენთან ერთად ვიმუშაო, თურქეთისა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში კიდევ უფრო განსავითარებლად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ...

Read More »

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სირიიდან 800 დევნილი მიიღო

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სირიიდან 800 დევნილი მიიღო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სირიიდან 800 დევნილი მიიღო. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „700-800 ადამიანი მივიღეთ. პირველ ეტაპზე მათი კეთილმოწყობით ვიყავით დაკავებული, რათა მათ ჩვენს პირობებთან ადაპტირებისთვის შესაძლებლობები შეგვექმნა“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. მისივე თქმით, აფხაზეთში მყოფი სირიელები სხვადასხვა სფეროში მუშაობენ. გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა „აფხაზეთსა და სირიას შორის ...

Read More »