Home » 2018 » December » 06

Daily Archives: December 6, 2018

ეროვნულმა ბანკმა 5 000 000 დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა 5 000 000 დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს. 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე, ეროვნულმა ბანკმა 5 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6704 შეადგინა.

Read More »

“ვისოლის” გენერალური დირექტორი: საწვავის ფასის კლება გარდაუვალია

“ვისოლის” გენერალური დირექტორი: საწვავის ფასის კლება გარდაუვალია

“სასიკეთო ტრენდი, რომელიც ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირდა, უახლოეს პერიოდში ქართულ ბაზარზეც აისახება”, – ეს განცხადება “ვისოლის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ “საქმის კურსის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ფასის კლება გარდაუვალია და ეს პროცესი თანმიმდევრულად მოხდება. ვასილ ხორავას ინფორმაციით, პირველადი ცვლილებები ფასებმა უკვე განიცადა, 2-5 თეთრის ფარგლებში, თუმცა დღეს არსებული სიტუაცია უფრო მეტს მოითხოვს.

Read More »

ვითიბი ბანკის საახალწლო შეთავაზება

ვითიბი ბანკის საახალწლო შეთავაზება

ვითიბი ბანკის საახალწლო შეთავაზება  ვითიბი ბანკი სამომხმარებლო სესხებზე საახალწლო აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, თავდებობის უზრუნველყოფით 45 000-ლარამდე სესხის, ხოლო უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე თანხის აღება. სესხის მაქსიმალური ვადა 5 წელია. წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან 13,9%-მდე (ეფექტური   საპროცენტო განაკვეთი 12,8%-დან – 17,2%-მდე). აღსანიშნავია რომ აქციის ფარგლებში სესხის  გადახდის დაწყება სამი თვის შემდეგ არის შესაძლებელი. ამასთან ერთად, გაუმჯობესებული პირობები, სესხების ...

Read More »

„აშშ და რიგი ევროპული ქვეყნები რუსეთის განვითარებას დაბრკოლებებს უქმნიან“

„აშშ და რიგი ევროპული ქვეყნები რუსეთის განვითარებას დაბრკოლებებს უქმნიან“

აშშ და რიგი სხვა ქვეყნები დაბრკოლებებს უქმნიან რუსეთის განვითარებას, თუმცა დანარჩენებს ესმით, რომ სანქციები ყველას ავნებს, – ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსული ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს სურთ რუსეთში ინვესტიციების დაბანდება და თავიანთი ბიზნესის განვითარება. „არიან მთავრობები, რომლებიც დაბრკოლებებს უქმნიან რუსეთს. დასამალი არაფერია, ეს აშშ-ს ადმინისტრაციაა და რიგი ევროპული ქვეყნები. თუმცა, სხვა ქვეყნებიცაა, რომლებიც გაცილებით ...

Read More »

ლუქსემბურგი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

ლუქსემბურგი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

ლუქსემბურგი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება. ამის შესახებ “ევრონიუსის” ცნობით, გეგმები პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელის კოალიციურმა მთავრობამ წარადგინა. როგორც დაგეგმილია, მომავალი წლის ზაფხულიდან ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით, ტრამვაითა და ავტობუსით მგზავრობას მგზავრები უფასოდ შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ქსავიე ბეტელმა პრემიერის პოსტი მეორე ვადით დაიკავა, მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი ნაწილი სწორედ გარემოსდაცვითი საკითხებს ეთმობოდა. ამჟამად ლუქსემბურგში ...

Read More »

თამბქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო კაფე “ანტრე” და “ლეგატო” დააჯარიმეს

თამბქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო კაფე “ანტრე” და “ლეგატო” დააჯარიმეს

თამბქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო კაფე “ანტრე” და “ლეგატო” დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს. “ზამთრის სეზონზე გადასვლასთან დაკავშირებით თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი ძლიერდება. 5 დეკემბერს თბილისში, მხოლოდ ერთ, აბაშიძის ქუჩაზე ორი, კაფე, “ანტრე” და „ლეგატო“ 500-500 ლარით დააჯარიმეს. დარღვევები ძირითადად იქ ფიქსირდება, სადაც ზაფხულში ღია სივრცე იყო, ზამთარში კი ცელოფნებით და მინებით შეფუთეს. ამ ტიპის დაწესებულებების ზოგიერთი ...

Read More »

„ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% ქართული წარმოშობისაა“ – შესაძლებელია თუ არა დანიური მოდელის საქართველოში გადმოტანა

„ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% ქართული წარმოშობისაა“ - შესაძლებელია თუ არა დანიური მოდელის საქართველოში გადმოტანა

ევროპაში გაყიდული ნაძვის ხეების 90%-ზე მეტი ქართული წარმოშობისაა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფი კომპანია Fair trees-ის ადგილობრივმა მენეჯერმა ჟანა ბაბუნაშილმა განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ღვინის შემდეგ, ევროპაში არცერთ ქართულ პროდუქტს ისეთი გამოხმაურება არ ჰქონია, როგორც ქართული წარმოშობის ნაძვის ხეებს“. როგორც ჟანა ბაბუნაშვილი აღნიშნავს, ნაძვის ხის ფასი საშუალოდ 25-დან 100 ევრომდე მერყეობს. მისივე თქმით, ნაძვების წარმოშობის ...

Read More »

2018 წელს დევნილებისთვის ბინების შესაძენად დამატებით 45 მილიონი ლარი დაიხარჯება

2018 წელს დევნილებისთვის ბინების შესაძენად დამატებით 45 მილიონი ლარი დაიხარჯება

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, წელსვე დევნილებისთვის სახლების შესაძენად დამატებით 45 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. დამატებითი დაფინანსებით 500-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე წელს 82.6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. თანხის დამატებით, ამ მიმართულებით ბიუჯეტი წელს 127.6 მილიონ ლარს აღწევს. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, კორექტირდება ცალკეული ...

Read More »

ჯივიპიმ კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები დაასრულა

ჯივიპიმ კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები დაასრულა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2018 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა – კომპანიამ კახეთის გზატკეცილზე გზის ორივე მხარეს  13 კმ სიგრძის წყლის და წყალარინების სისტემა სრულად განაახლა. პროექტში კომპანიამ 6 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მოსახლეობის  სტაბილური წყალმომარაგებისთვის, ახალსისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2018 წელს კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის გარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების ფარგლებში, ჯამში ...

Read More »

საქართველოში მზის ორი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში მზის ორი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

BGEO-ს შვილობილი კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში მზის 2 ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს. “კავკასიის მზის კომპანიამ“ საქართველოს 10 ლოკაციაზე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა უკვე დაასრულა. როგორც  Georgia Global Utilities-ის ხელმძღვანელმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, 10 ლოკაციიდან შეირჩა – 2, სადაც დამატებითი კვლევები განხორციელდება. კონკრეტულად რომელ ადგილებს განიხილავს კომპანია მზის ელექტროსადგურისთვის, გაჩეჩილაძე, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ორივე შემთხვევაში, საუბარია აღმოსავლეთ საქართველოზე. მზის სადგურების მშენებლობა ...

Read More »