Home » 2018 » December » 05 (page 2)

Daily Archives: December 5, 2018

„ეს მათ საყურადღებოდ, ვინც ცოტა ხნის წინ მაღალ ინფლაციას პროგნოზირებდა“

„ეს მათ საყურადღებოდ, ვინც ცოტა ხნის წინ მაღალ ინფლაციას პროგნოზირებდა“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ინფლაციას გაცვლით კურსთან ცალსახა კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, ნოემბერში დაფიქსირებული 1.9%-იანი ინფლაციის დონის მაჩვენებელიც ამას ადასტურებს. “ეს მათ საყურადღებოდ, ვინც ცოტა ხნის წინ მაღალ ინფლაციას პროგნოზირებდა – bit.ly/საქსტატი  ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენ მიერ არაერთგზის გაცხადებული, რომ ინფლაციას გაცვლით კურსთან ცალსახა ...

Read More »

საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვის 73%-ზე მეტი დედაქალაქზე მოდის

საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვის 73%-ზე მეტი დედაქალაქზე მოდის

ეკონომიკური აქტივობის მხრივ თბილისი კვლავაც უალტერნატივო ლიდერია. საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 73.2% დედაქალაქზე მოდის. მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, რიგით მეორე, ეკონომიკურად ყველაზე აქტიური რეგიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა – რეგიონზე ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 7,4% მოდის; 5,2%-ით მესამე პოზიციაზე ქვემო ქართლია; ბრუნვის 4.5% იმერეთზე მოდის, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთზე – 2,8%. რაც შეეხება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებას, აქ ...

Read More »

78 მლნ ბოთლი ქართული ღვინო ექსპორტზე 53 ქვეყანაში გავიდა

78 მლნ ბოთლი ქართული ღვინო ექსპორტზე 53 ქვეყანაში გავიდა

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული რაოდენობის, 76,7 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184,1 მლნ ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე – დღეს რევოლუციური სცენარის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

გიორგი ცუცქირიძე - დღეს რევოლუციური სცენარის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ოპოზიციის ულტიმატუმი საზოგადოებაში სტრესებსა და პოლარიზაციას გამოიწვევს. თუმცა, მისივე შეფასებით, ეკონომიკის შენელების, მით უმეტეს რევოლუციური სცენარის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. „მართალია, ოპოზიციის ულტიმატუმი და დაძაბულობის შემდგომი ზრდა, გამოიწვევს სტრესებს და პოლარიზაციას საზოგადოებაში, ხოლო ბაზარზე შეიქმნება გაურკვევლობის მოლოდინი, რაც ნეგატიურად შეიძლება აისახოს ინვესტიციებზე და ეკონომიკის ზრდაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ეკონომიკის შენელების, მით უმეტეს რევოლუციური სცენარის არანაირი წინაპირობა არ ...

Read More »

სათამაშო ბიზნესის რეკლამირება შეიზღუდება

სათამაშო ბიზნესის რეკლამირება შეიზღუდება

პარლამენტი აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის საკითხზე მსჯელობს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს „რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში. აგრეთვე, იკრძალება გარე რეკლამა დასახელებული დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში. ასევე კანონპროექტი კრძალავს, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელებას ტელევიზიის, რადიოს, ...

Read More »