Home » 2018 » December » 04 (page 3)

Daily Archives: December 4, 2018

ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება

ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მთლიანად უქმდება საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება. პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით, მაშინ როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით ...

Read More »

ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება

ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 60 %-მდე შემცირდება. პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე პირთა რაოდენობის 140-დან 60-მდე შემცირებაა გათვალისწინებული. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში საშტატო ნუსხის ცვლილება გათვალისწინებული არ იყო. ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140 ადამიანი მუშაობს.

Read More »

“ჯივიესმა” მომხმარებელს პრემიუმ ხაზის ახალი ღვინოები წარუდგინა

“ჯივიესმა” მომხმარებელს პრემიუმ ხაზის ახალი ღვინოები წარუდგინა

28 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კომპანია “ჯივიესის” პრემიუმ ბრენდი “თამადას” ახალი ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. წარმოდგენილი იყო ოთხი ახალი ღვინის სახეობა: ქვევრის ქარვისფერი მშრალი, ქვევრის წითელი მშრალი, დიდებული რეზერვის თეთრი მშრალი და წითელი მშრალი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ “ჯივიესის” წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიები და შეფ მზარეულები 30 რესტორნიდან.  პრეზენტაციის დაწყებამდე მათ შესაძლებლობა ჰქონდათ   წარმოდგენილი ღვინოები დაეგემოვნებინათ. ღონისძიება ბრენდ მენეჯერმა სალომე დოლიძემ გახსნა, ...

Read More »