Home » 2018 » December » 01

Daily Archives: December 1, 2018

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: სესხების პატიების პროექტი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: სესხების პატიების პროექტი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება

მიუხედავად სესხების პატიების პროექტის მასშტაბურობისა, აღნიშნული პროცესი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სიების ფორმირების მიმართულებით. „ამასთან, სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ჩამოსაწერი სესხების მონაცემების მოწოდება მიმდინარეობს. ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“: ახალი პრეზიდენტის მოკავშირე უნდა გახდეს დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი, საჭიროა თანაბარი დიალოგი

„ახალგაზრდა ადვოკატები“: ახალი პრეზიდენტის მოკავშირე უნდა გახდეს დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი, საჭიროა თანაბარი დიალოგი

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მომავალი პრეზიდენტის განცხადებები სამოქალაქო დიალოგის აუცილებლობასა და დემოკრატიულ პროცესებში, ხალხის თანამონაწილეობის გაზრდაზე, ახალი პრეზიდენტის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც საერთო მხარდაჭერით და საჯარო ინტერესის თემებზე ფართო დისკუსიით, უნდა მიიღწეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა შექმნას მნიშვნელოვანი პლათფორმა, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი სამეცნიერო, აკადემიური და ექსპერტული საზოგადოება, ინსტიტუციური დიალოგის ...

Read More »

„მარიხუანის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი და პოლიცია ამ კანონს ეფექტიანად აღასრულებს“

„მარიხუანის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი და პოლიცია ამ კანონს ეფექტიანად აღასრულებს“

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის მიერ მარიხუანის მოხმარების მკაცრი რეგულირების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მარიხუანის მოხმარების სხვადასხვა შემთხვევებში იმოქმედებს მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმები, რომელსაც პოლიცია ეფექტიანად აღასრულებს. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მარიხუანის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში უნდა არსებობდეს სხვადასხვა და ძალზედ მკაფიოდ ...

Read More »

მატარებელი, რომელიც თბილისიდან ბათუმში 90 წუთში ჩაგიყვანთ

მატარებელი, რომელიც თბილისიდან ბათუმში 90 წუთში ჩაგიყვანთ

Maglev-ი, ანუ  მაგნიტურ საკიდზე მოძრავი მატარებლი პირველად 1980 წელს ბერლინში ააშენეს. 4 წლის შემდეგ მაგნიტურ საკიდზე მოძრავი მატარებლებით ერთმანეთს ბირმინგემის პორტი და რკინიგზის სადგური დაუკავშირდა. გარკვეულ გარემოებათა გამო, ამ ნოვაციამ ევროპაში ფეხი ვერ მოიკიდა. საათში  500-600კმ/სთ-ით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში უფრო  სიცოცხლისუნარიანი გამოდგა. შანხაიში Maglev-ის საშუალო სიჩქარე 300 კილომეტრს აღწევს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მატარებელს 581 კმ/სთ-ის ...

Read More »

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია იქნება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია იქნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია, ახალარჩეული საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსი იქნება. “არჩეულმა პრეზიდენტმა მიმართა დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომ დამნიშნოს მე ადმინისტრაციის უფროსად… წინასწარი თანხმობა პატრიარქისგან არჩეულმა პრეზიდენტმა მიიღო. ახლა შევხვდი მის უწმიდესობას, მომცა ლოცვა-კურთხევა, რომ დავტოვო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა და დავეხმარო ახლადარჩეულ პრეზიდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, – განუცხადა ლაშა ჟვანიამ  “იმედს”.

Read More »

„საქართველოს რკინიგზა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მგზავრების საყურადღებოდ: „საქართველოს რკინიგზა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს “დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა საქართველოს რკინიგზის ზოგიერთ მონაკვეთზე ელექტრომომარაგების სისტემა დააზიანა, რის გამოც მატარებლებმა დაგვიანებით შეასრულეს გრაფიკით გათვალისწინებული რეისები – ნათქვამია განცხადებაში. შექმნილი შეფერხებების აღმოფხვრისთვის სს „საქართველოს რკინიგზის” ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. „საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

Read More »

ზურა ჯაფარიძე: ვნანობ, როცა ვთქვი, რომ გრიგოლ ვაშაძეს ვაძლევდი ხმას

ზურა ჯაფარიძე: ვნანობ, როცა ვთქვი, რომ გრიგოლ ვაშაძეს ვაძლევდი ხმას

“გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ წინასაარჩევნოდ გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ გამოხატულ პოზიციას შეცდომა უწოდა და მოინანია. “ვნანობ, როცა ვთქვი, რომ გრიგოლ ვაშაძეს ვაძლევ ხმას მეთქი. მივხვდი, რომ ჩემი ნათქვამი იყო შეცდომა. მერე მივხვდი, რომ ვერ გავაკეთებდი, რადგან არ იქნებოდა ჩემი მხრიდან მორალურად სწორი იმის გათვალისწინებით თუ რა კამპანიაც ქონდა ამ ორ მოთამაშეს. თუ ჩემნაირი ადამიანების ხმა გინდა, რაღაცა მორალური ზღვრები არსებობს, რასაც ...

Read More »

ვალების ჩამოწერა შეიძლება წლის ბოლომდე ვერ მოესწროს

ვალების ჩამოწერა შეიძლება წლის ბოლომდე ვერ მოესწროს

3 დეკემბერს ასამოქმედებელი სპეციალური ვებ-გვერდი ორშაბათისთვის მზად ნამდვილად არ იქნება მოქალაქეების ვალების ჩამოწერა, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ მოესწროს. დროულად ვერც ვებ-გვერდის შექმნა მოხერხდა, რომელშიც პროექტის მონაწილე გადახდისუუნარო მსესხებლების სია უნდა განთავსდეს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ეს იქნება დახურული პროცესი და ინფორმაციაც მაქსიმალურად შეიზღუდება. ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ ვალების განულება 600 000 მოქალაქეს არ შეეხება და სინამდვილეში მათი რიცხვი ნაკლები იქნება. მიზეზი, ...

Read More »

„საბჭოთა დიპლომატიის სკოლა ფანტასტიური იყო, ყველაფერი, რაც ჩემს პროფესიაში ვიცი, ვიცი იქედან“

„საბჭოთა დიპლომატიის სკოლა ფანტასტიური იყო, ყველაფერი, რაც ჩემს პროფესიაში ვიცი, ვიცი იქედან“

ყველაფერი, რაც მე ჩემს პროფესიაში ვიცი, დიპლომატიის საბჭოთა სკოლისგან მივიღე, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ყველაფერი, რაც მე ჩემს პროფესიაში ვიცი, დიპლომატიის საბჭოთა სკოლისგან მივიღე, რის წყალობითაც რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შევძელი. ეს ფანტასტიური სკოლა იყო. დასავლელი დიპლომატები მას პატივს სცემდნენ. ეს დიპლომატიის სულ სხვა დონე იყო, ფართო ენციკლოპედიური ცოდნით“, – განაცხადა გრიგოლ ...

Read More »

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა

94 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია აშშ-ს 41-ე პრეზიდენტის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი 1989-1993 წლებში იყო „რესპუბლიკური“ პარტიიდან. 1971-1973 წლებში ის აშშ-ს ელჩი იყო გაერო-ში. 1976-1977 წლებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ხოლო რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში კი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. აღსანიშნავია, ...

Read More »