Home » 2018 » November (page 30)

Monthly Archives: November 2018

მამუკა ბახტაძე: გადავწყვიტეთ, საქართველო გვექცია მწვანე ეკონომიკის ლიდერ ქვეყნად

მამუკა ბახტაძე: გადავწყვიტეთ, საქართველო გვექცია მწვანე ეკონომიკის ლიდერ ქვეყნად

გადავწყვიტეთ, საქართველო გვექცია მწვანე ეკონომიკის ლიდერ ქვეყნად, – ამის შესახებ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმის თემატურ დისკუსიაზე “ვაჭრობა და ინვესტიციები” სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ გზაზე პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ძლიერ ადამიანურ კაპიტალს, განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში, როდესაც მხოლოდ უპირატესი ცოდნისა და უმაღლესი განათლების მქონე პირები უფრო ქმნიან ფასეულობას. „სულ ახლახან გადავწყვიტეთ, საქართველო გვექცია მწვანე ეკონომიკის ლიდერ ქვეყნად და ამას ...

Read More »

ეროვნული ბანკი – კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება

ეროვნული ბანკი - კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება. ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები“, ნათქვამია განცხადებაში. ეროვნული ბანკის ...

Read More »

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალურ დირექტორად მამუკა კობახიძე დაინიშნა

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალურ დირექტორად მამუკა კობახიძე დაინიშნა

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალურ დირექტორად მამუკა კობახიძე დაინიშნა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში უკვე აისახა. კობახიძე აქამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ხელმძღვანელობდა. მას „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ მუშაობის გამოცდილებაც აქვს. კობახიძე კომპანიის სპეციალური მმართველი იყო. შეგახსენებთ, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 40 მილიონ აშშ დოლარად კომპანია Waltbay LTD.-მ შეიძინა, რომელიც ქართულ „სი ბი ეს ჯგუფს“ ეკუთვნის.

Read More »

სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს. განათლების სამინისტროს ცნობით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია. უწყების ინფორმაციით, განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ სექტემბრის დასაწყისში წარმოდგენილი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. წინასწარი ...

Read More »

ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა პატიმრობით 1-ელი აპრილიდან დაისჯება

ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა პატიმრობით 1-ელი აპრილიდან დაისჯება

მომავალი წლის 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში ნორმა, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით დაისჯება. ნორმის ამოქმედების ახალი თარიღი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა, სადაც კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები დღეს მესამე მოსმენით განიხილეს. “კანონპროექტის განხილვის პროცესში დაისვა კითხვები, იყო თუ არა მზად სამართალდამცავი ორგანო შესაბამისი ტესტებითა და ...

Read More »

საქართველომ 9 თვეში ტურიზმიდან 2,571 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

საქართველომ 9 თვეში ტურიზმიდან 2,571 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში ტურიზმისგან შემოსავალი გაიზარდა. ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-სექტემბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,571 მლრდ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 438 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის ჯამური მონაცემებით ...

Read More »

,,ლიბერთი ბანკის” მოგებამ 36 მილიონი ლარი შეადგინა

,,ლიბერთი ბანკის" მოგებამ 36 მილიონი ლარი შეადგინა

,,ლიბერთი ბანკის” წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბოლოს 36 203 697 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 1.6 მილიონი ლარით მეტია გასული წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 34 537 504  მლნ ლარი იყო. გაზრდილია მოგების მაჩვენებელი დარეზერვებამდე და მან 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 68 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 62 მილიონი იყო. 2017 წლის სექტემბრის ...

Read More »

ტყიბულში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო აშენდება

ტყიბულში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო აშენდება

საწარმოში პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება საქართველოში მაღალი ხარისხის ქურთუკების საწარმო გაიხსნება, რომლის პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი. შესაბამისი შეთანხმება “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან” საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. მათივე ინფორმაციით, საწარმოში ...

Read More »

სავალუტო ფონდი – საქართველოში ბიზნესის გახსნის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია, რაც განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება

სავალუტო ფონდი - საქართველოში ბიზნესის გახსნის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია, რაც განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება

კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ახალი ბიზნესის გახსნის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია სხვა რეგიონებზე, მათ შორის აფრიკის სახელმწიფოებზე. თუმცა, ამ კუთხით გამონაკლისი საქართველოა, – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში სახელწოდებით „კავკასია და ცენტრალური აზია: რეგიონის ზრდის პოტენციალის ათვისება“. „საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში და ბოლო წლებში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შედეგია ახალი ბიზნესის გახსნის სტაბილურად მაღალი მაჩვენებელი, ასევე კერძო ინვესტიციების დონე, რომელიც რეგიონის ...

Read More »

საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე მეშვიდედ აღინიშნა

საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე მეშვიდედ აღინიშნა

საქართველოში “მსოფლიო დაზოგვის დღე” წელს მეშვიდედ აღინიშნა. ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 25 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბერს, რუსთავში, დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი მთავარი აქტივობით დასრულდა. ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც 7 ქართული კომერციული ბანკი მონაწილეობდა: ბაზისბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი და ...

Read More »