Home » 2018 » November » 21

Daily Archives: November 21, 2018

რა მოგება მოაქვს McDonald’s-ის ქსელს საქართველოში

რა მოგება მოაქვს McDonald's-ის ქსელს საქართველოში

საქართველოში McDonald’s –ის ქსელის შემოსავლები იზრდება. ქსელის მფლობელ „თ და კ რესტორნებს”  2017 წელს  შემოსავალი   27%-ით გაეზარდა და 63.68 მლნ ლარს გადააჭარბა. 25%-ით, 49.8 მლნ ლარამდეა არის გაზრდილი ხარჯები. „ზრდა ძირითადად განპირობებული იყო  2017 წლის დასაწყისში არსებულ ფილიალებში სტუმრების რაოდენობის ზრდითა და ორი ახალი ფილიალის გახსნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ტურიზმის დადებითი გავლენა კომპანიის შემოსავლებზე, რომელიც მაქსიმალურ მაჩვენებელს ზაფხულის პერიოდში აღწევს”, – აღნიშნულია კომპანიის ...

Read More »

„ნენსკრა ჰიდრო“ – კომპანია სვანეთში საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს

„ნენსკრა ჰიდრო“ - კომპანია სვანეთში საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ სამშენებლო სამუშაოებთან ერთად სოციალური, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტების რეალიზებაც განაახლა. მათივე ინფორმაციით, სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში 18-დან 60 წლამდე ასაკის ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია ინგლისურის უფასო კურსები, რომლითაც ამჟამად 100-მდე ადამიანი სარგებლობს. წლის ბოლომდე კომპანია ყველა მსურველისთვის კომპიუტერის შემსწავლელ კურსებსაც დააფინანსებს. „საგანმანათლებლო პროგრამა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნასა და შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს ...

Read More »

“ხვდება თუ არა მთავრობა, რომ კერძო „დოტაციის“ პიარი, მალე შეიძლება ბუმერანგივით შემოუბრუნდეს?”

"ხვდება თუ არა მთავრობა, რომ კერძო „დოტაციის“ პიარი, მალე შეიძლება ბუმერანგივით შემოუბრუნდეს?"

„საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრი“-ს ვიცე პრეზიდენტი, ეკ. აკადემიური დოქტორი ნიკა შენგელია არაერთხელ გამოგვითქვავს გულისწუხილი საბანკო ოლიგოპოლიისა და მათი აფილირებული კომპანიების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შეფერხების შესახებ, თუმცა აღნიშნულის შესახებ მთავრობის ეკონოიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამთ. საბანკო ოლიგოპოლიისთვის და აფილირებული კომპანიების „აფრები“-ს გაშლის ხელშეწყობამ ქვეყნის ეკონომიკაში საერთოდ გააქრო ტერმინი კონკურენტული გარემო და სიტყვა კონკურენცია. სწორედ მათ ...

Read More »

“რუსთავი 2” გია ცერცვაძის ოჯახს გორში ბინას გადასცემს და მის შვილებს სტიპენდიას უნიშნავს

"რუსთავი 2" გია ცერცვაძის ოჯახს გორში ბინას გადასცემს და მის შვილებს სტიპენდიას უნიშნავს

საქართველოსა და უკრაინის ომის გმირის, გიორგი ცერცვაძის ხსოვნას პატივი “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა მიაგო. ნიკა გვარამია გია ცერცვაძის დაკრძალვას დაესწრო და ოჯახს მიუსამძიმრა. „რუსთავი 2-ის” და გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, გია ცერცვაძის სამივე შვილს დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია. ასევე, სამაუწყებლო კომპანიის გადაწყვეტილებით, გმირის ოჯახს გადაეცემა ბინა გორში. გია ცერცვაძე დღეს გორის სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს, რადგან თავდაცვის სამინისტრომ ოჯახს გმირის სამხედროს მუხათგვერდის ძმათა ...

Read More »

2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო 2014 წლიდან ახორციელებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან  და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. წელს პროექტის პარტნიორია თიბისი. ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე გასული წლის კონკურსის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა ...

Read More »

Global Finance -მა ,,თიბისი ბანკი” სავალუტო ტრანზაქციების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა საქართველოში

Global Finance-მა ,,თიბისი ბანკი" სავალუტო ტრანზაქციების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო პროვაიდერად აღიარა საქართველოში სავალუტო ტრანზაქციების მიმართულებით. ჯილდო ბანკმა ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, მომხმარებლების კმაყოფილების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის მიიღო. „ჩვენთვის დიდი პატივია Global Finance-ის პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ხაზს უსვამს თიბისი ბანკის ძალისხმევას, საუკეთესო ფინანსური მომსახურება შესთავაზოს  მომხმარებლებს და ამავე დროს, მაქსიმალურად იზრუნოს მათ კმაყოფილებაზე. ...

Read More »

მოვალეთა რეესტრი ეროვნული ბანკის გამგებლობის ქვეშ გადავა

მოვალეთა რეესტრი ეროვნული ბანკის გამგებლობის ქვეშ გადავა

„მოვალეთა რეესტრი გადავა ეროვნული ბანკის გამგებლობის ქვეშ. „შავი სია“ აღარ იქნება ქვეყანაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ჯადაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „360 გრადუსი“ განაცხადა. ზოიძის თქმით, შავი სიიდან ამოღებით მოქალაქეებს ეძლევათ შანსი, ეკონომიკურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. „ძირითად ორგანიზაციებთან მიღწეულია შეთანხმება, დანარჩენ მიკროსაფინანსოებთან  მოლაპარაკება მიმდინარეობს. საბოლოო პირობები ჩამოყალიბდება და 3 დეკემბრისთვის უკვე გვეცოდინება რეალურად რა პარამეტრებზეა ...

Read More »

#დაასრულეძალადობა – საქართველოში  ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკომუნიკაციო კამპანიის შედეგები განიხილეს

#დაასრულეძალადობა - საქართველოში  ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკომუნიკაციო კამპანიის შედეგები განიხილეს

20 ნოემბერი ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძლის საერთაშორისო დღეა  მსოფლიოში ბავშვთა უფლებების კონვენციის ხელმოწერის დღე აღინიშნება. სპეციალურად თარიღთან დაკავშირებით UNICEF-მა საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარებული კამპანია შეაჯამა. კამპანია დისკუსიებს, ღია კლასებს, პედაგოგებთან და მშობლებთან შეხვედრებს მოიცავდა, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობის უარყოფითი გავლენები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობრივი მიდგომა ხშირად სოციალურ ნორმად განიხილება. საქართველო ბავშვთა მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება. ...

Read More »

ივანიშვილი 1,5-მილიარდიანი ვალის გასანულებლად მხოლოდ 30-40%-ს გადაიხდის

ივანიშვილი 1,5-მილიარდიანი ვალის გასანულებლად მხოლოდ 30-40%-ს გადაიხდის

ფონდი „ქართუ” მოქალაქეების სასესხო დავალიანების დაახლოებით 30-40%-ს გადაიხდის. ამ თანხის ზუსტი ოდენობა გასაიდუმლოებულია, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, ცნობილია ის სავარაუდო მაჩვენებელი, რა დონეზეც „ცოცხლდება” უიმედო ვალები. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ეს შეიძლება იყოს არსებული დავალიანების 20-40%-ის ფარგლებში. ფონდი „ქართუ” რომ გაცილებით ნაკლებ თანხას გადაიხდის 600 000 მოქალაქის უიმედო ვალის ჩამოწერაში, ნაწილობრივ ადასტურებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ...

Read More »

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე, 2018 წლის 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობის ფასი შემცირდა. ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 62,53 (- 4,26) აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) კი, Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი კი, ბარელზე 53,43 (- 3,77) აშშ დოლარს შეადგენს.

Read More »