Home » 2018 » November » 16

Daily Archives: November 16, 2018

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

2018 წლის 16 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6735 შეადგინა.

Read More »

“2025 წლამდე 450-500 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვგეგმავთ”

"2025 წლამდე 450-500 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვგეგმავთ"

2025 წლამდე 450-500 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვგეგმავთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაა. „ჩვენმა ინიციატივებმა, შესაძლოა, ძალიან ახლო მომავალში გამოიღოს შედეგი. უნდა გავაორმაგოთ საშუალო შემოსავალი ქვეყანაში. დღეს უმუშევრობისა და სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ და ჩავრთოთ ეკონომიკაში. ეს ...

Read More »

თეგეტას ფილიალები დამატებით კვირა დღეს იმუშავებენ

თეგეტას ფილიალები დამატებით კვირა დღეს იმუშავებენ

საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის ვარდნის და უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე „თეგეტას“ ფილიალები დამატებით იმუშავებენ კვირა დღეს, 18 და 25 ნოემბერს, 09:30 – 16:00 საათამდე. აღნიშნულ დღეებში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ფილიალების მომსახურებით, თბილისი – დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5; დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქუჩა, მიონის მოპირდაპირე მხარეს; უნივერსიტეტის ქ. №6; ვარკეთილი, ლაღიძის ქ. ...

Read More »

„სახელმწიფო ითვლება ჩამოყალიბებულად და განვითარებულად, თუ არსებობს პროგრესული გადასახადები“

„სახელმწიფო ითვლება ჩამოყალიბებულად და განვითარებულად, თუ არსებობს პროგრესული გადასახადები“

“უმუშევრობის დონის მაჩვენებლის განმსამზღვრელი მეთოდიკა შესაცვლელია” საქართველოში სოციალური ფონის სიმძიმე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეკონომიკურ განვითარებას და სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას რეალურად არანაირი გავლენა არ აქვს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მიუხედავად გაუმჯობესებული სტატისტიკური მონაცემებისა, მოსახლეობის სოციალური ფონი კვლავ უმძიმესად რჩება. სიღარიბის მაჩვენებელზე, ინფლაციის დონეზე, უმუშევრობასა და ამ მონაცემების დათვლის მეთოდოლოგიაზე “ბანკები და ფინანსები” ეკონომისტ სოსო არჩვაძეს ესაუბრა. – სიღარიბის მაჩვენებელი მართალია ...

Read More »

მამუკა ბახტაძემ m²-ის სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ2“-ის მშენებლობის პროცესის დასკვნითი ნაწილი მოინახულა

მამუკა ბახტაძემ m²-ის სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ2“-ის მშენებლობის პროცესის დასკვნითი ნაწილი მოინახულა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა – მამუკა ბახტაძემ m² -ის სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ2“ – ის მშენებლობის პროცესის დასკვნითი ნაწილი მოინახულა საქართველოს პრემიერ მინისტრმა – მამუკა ბახტაძემ ა/წ 16 ნოემბერს 10:00 საათზე ქ. ზესტაფონში „m² უძრავი ქონების“ სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ2“-ის  მშენებლობის პროცესის დასკვნითი ნაწილი მოინახულა. ღონისძიებას დაესწრნენ m²-ის, „ბკ ქონსთრაქშენის“, ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. პროექტის იდეა სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა ...

Read More »

2019 წლის ბიუჯეტი: ხელფასები და სოციალური დახმარებები იზრდება

2019 წლის ბიუჯეტი: ხელფასები და სოციალური დახმარებები იზრდება

მომდევნო წლის ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზე, 13 მილიარდ ლარზეა დაგეგმილი, მთავრობამ პარლამენტს 2019 ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარუდგინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, საბიუჯეტო პროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით საბიუჯეტო მაჩვენებლები გაზრდილია და დამატებულია 270 მილიონი ლარი. ~ხარჯვასთან დაკავშირებული ასიგნებები გაზრდილია პრაქტიკულად 538 მილიონით. 2019 წელს სახელმწიფო პრაქტიკულად თითქმის 13 მილარდ ლარს დახარჯავს. ეს არის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი. გარდა ამისა, 69 მილიონ ...

Read More »

მომავალი წლის ბიუჯეტში წარუმატებელი პროექტების დაფინანსება ისევ იზრდება

მომავალი წლის ბიუჯეტში წარუმატებელი პროექტების დაფინანსება ისევ იზრდება

გასულ კვირას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, 2019 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტში შეცვლილია რიგი პარამეტრები, ასევე 375 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი და თითქმის 13 მლრდ ლარს აღწევს. რაც თავის მხრივ რეკორდული რიცხვია საქართველოს ისტორიაში. თუმცა, ბიუჯეტის განახლებულმა ვარიანტმაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ექსპერტულ წრეებსა თუ პოლიტიკოსებში. მაგალითად, ბიუჯეტის მიხედვით არ ხდება არცერთი ტიპის გადასახადის შემცირება, ...

Read More »

რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა იწყება

რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში კომპანიონცხოველთა თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი, მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ კახეთში დგას, სადაც  დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. თელავის ...

Read More »

GWP სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

GWP სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და 2019 წლის გეგმებზე საუბრობს. კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორის, ლუკა ჩაჩიბაიას განცხადებით, GWP-მ წელს 140 კილომეტრზე მეტი წყლისა და წყალანირების ქსელი გაიყვანა. ქსელის გაყვანა დაიწყო ასევე ისეთ უბნებში, სადაც ისტორულად წყლის მიწოდება აქამდე არ ყოფილა. ჩაჩიბაია განმარტავს, რომ მიმდინარე წელს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანია 200 მილიონი ლარის ინვესტიციის ...

Read More »

„2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, რიგითი თანამშრომლების ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების დაფინანსება იზრდება“

„2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, რიგითი თანამშრომლების ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების დაფინანსება იზრდება“

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში გარკვეული ზრდა ფიქსირდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯების მიმართულებით, ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი განმარტებით, არ იზრდება მერის, მისი მოადგილეების, საქალაქო სამსახურის უფროსისა და საკრებულოს წევრების ხელფასები, არამედ აღნიშნული თანხა მიმართული იქნება რიგითი თანამშრომლების ზეგანაკვეთური შრომის ასანაზღაურებლად. „საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ არ მოჰყვეს ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან, ამ ...

Read More »