Home » 2018 » November » 09

Daily Archives: November 9, 2018

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მლნ დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მლნ დოლარი შეისყიდა

2018 წლის 9 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7220 შეადგინა.

Read More »

სააკაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში

სააკაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში

სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, რომელშიც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ლაპარაკობს და აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო. „ამ კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისთვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთის, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკოტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ...

Read More »

ხელოვნური ინტელექტი განათლებაში – ახალი ინსტრუმენტი ქართველ სტარტაპერებს და მეწარმეებს

ხელოვნური ინტელექტი განათლებაში - ახალი ინსტრუმენტი ქართველ სტარტაპერებს და მეწარმეებს

ხელოვნური ინტელექტი განათლებაში – ახალი ინსტრუმენტი ქართველ სტარტაპერებს და მეწარმეებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაწყებული პროექტი, ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირების მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავიდა. ახლა უკვე ქართველი სტარტაპერებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის, ცოდნის მიღება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დროის მინიმალური დანახარჯით გახდება შესაძლებელი. 16 წლის მოსწავლის, გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამა Digital Mind, შესაძლებლობას იძლევა გააანალიზოს მოცულობითი ინფორმაცია და მათ ...

Read More »

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყება

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყება

თბილისში ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი „განახლებული მზიური“ თბილისის მერმა კახა კალაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად წარადგინა. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკი „მზიურის“ აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციის  ითვალისწინებს. ასევე, დაგეგმილია პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაცია და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნა. პროექტის მიხედვით, „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. ...

Read More »

ახლადაშენებულმა კორპუსებმა შესაძლოა ძლიერ ბიძგებს ვერ გაუძლოს

ახლადაშენებულმა კორპუსებმა შესაძლოა ძლიერ ბიძგებს ვერ გაუძლოს

გახშირებული მიწისძვრების გამო, სეისმოლოგიურ ცენტრში, სახიფათო პროგნოზებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ ახლად აშენებულმა კორპუსებმა, შესაძლოა ძლიერ ბიძგებს ვერ გაუძლოს. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 5 მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიური ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, დააწესონ სპეციალური რეგულაციები, რომლითაც კორპუსების სეისმოლოგიურობა მკაცრად გაკონტროლდება. „თბილისიც სეისმურად აქტიურია. ამიტომ ჩვენი მოვალეობა  რა არის, რომ გავაფრთხილოთ მოსახლეობა, გადაწყვეტილების მიმღებებიც და ა.შ, რომ ნუ  ვეთამაშებით სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ბიზნესს. ასეთ ტერიტორიაზე როგორიც საქართველოა,  სადაც ვცხოვრობთ ...

Read More »

ვაშინგტონი რუსეთთან მიმართებაში სანქციებს აფართოებს

ვაშინგტონი რუსეთთან მიმართებაში სანქციებს აფართოებს

ვაშინგტონი რუსეთთან მიმართებაში სანქციებს აფართოებს შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის საზიანო ქმედებების საპასუხოდ დამატებითი სანქციები შეიმუშავა. საქმე ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება. შეზღუდვები რუსეთისა და უკრაინის იმ მოქალაქეები და იურიდიული პირები შეეხება, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებასთან არიან დაკავშირებული. ახალი შეზღუდვები 9 იურიდიულ პირს, ასევე უკრაინის ორ და რუსეთის ერთ მოქალაქეს შეეხება.

Read More »

ლარი მცირედით გამყარდა

ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0151 პუნქტით გამყარდა. 1 აშშ დოლარის ფასი 2.7505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.7656 ლარი ღირდა. ​0.0361 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.1405 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1766 ...

Read More »

აშშ-ის საელჩო: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია

აშშ-ის საელჩო: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის უკანონო ბორდერიზაციას სოფელ ატოცთან, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს. „მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

Read More »

ყველაფერი, რასაც HUAWEI აკეთებს მიმართულია მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად

ყველაფერი, რასაც HUAWEI აკეთებს მიმართულია მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად

წამყვანი ანალიტიკური ფირმების – IDC, IHS Markit და Counterpoint-ის მონაცემებით,  HUAWEI კვლავ უსწრებს Apple-ს გაყიდული სმარტფონების რაოდენობით და რჩება გაყიდვებით მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდ კომპანიად უკვე მესამე კვარტალშიც. მაშინ როდესაც HUAWEI -მ გაყიდვებით Apple-ს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, ეს ექსპერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ახალი Mate20 სერიის წარდგენის შემდეგ,  ისინი უკვე HUAWEI-ს პირველი ადგილის დაკავებას და Samsung-ის ჩანაცვლებასა უწინასწარმეტყველებენ. შეგახსენებთ, ...

Read More »

დღეს პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის – Global Economy: Post-Crisis to Sustainable Development (“გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე“) პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში, რომელიც აშშ-ში გამოიცა, განხილული და გაანალიზებულია გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების გამომწვევი მაკროეკონომიკური, ინსტიტუციონალური და სტრუქტურული ფაქტორები. ამავე დროს, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებსა და მდიდარ, სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით წარმოდგენილია მათი დაძლევის გზები ...

Read More »