Home » 2018 » November » 06

Daily Archives: November 6, 2018

მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა

მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა

როგორც ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განაცხადეს, მიხეილ დუნდუა დღეიდან ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოადგილის პოსტს დაიკავებს. ცნობისთვის:  მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერის ბრძანებით, მიხეილ დუნდუა შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა; მაშინ აღნიშნულ სამსახურს გიორგი თაბუაშვილი ხელმძღვანელობდა და თან ის, პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის ფუნქციას ასრულებდა. აღნიშნული საკადრო ცვლილების შემდეგ, თაბუაშვილმა სამინისტრო დატოვა. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ვინაობას, როგორც bm.ge-ის სამინისტროში განუცხადეს, ...

Read More »

აფბას 5 რეკომენდაცია მთავრობას და ეროვნულ ბანკს

აფბას 5 რეკომენდაცია მთავრობას და ეროვნულ ბანკს

აფბას 5 რეკომენდაცია მთავრობას და ეროვნულ ბანკს ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნამ დოლართან მიმართებაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, რისთვისაც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა მთავრობას და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად დროული და სწრაფი ღონისძიებები გაატაროს. სებ-ის მიერ დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, ეკონომიკის  დოლარიზაცია კვლავ მაღალ ნიშნულზეა, რაც მნიშნელოვანი პრობლემების გამომწვევია ეკონომიკაში და ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას. ვითარების განსამუხტად ...

Read More »

რა გვინდა და რა არ გვინდა

რა გვინდა და რა არ გვინდა

“გასაგებია, რომ ჩვენ უკმაყოფილოები ვართ! ეს გასაგებია! აღარ ჩამოვთვლი რატომ! მაგრამ ახლა ჩვენი თავისკენ გამოვიხედოთ და გავარკვიოთ ჩვენ რა გვინდა, ჩვენ!? მგონი ბოლო წლებში ზუსტად გავარკვიეთ რა არ გვინდა”, – ამის შესახებ ბიზნესმენი, „ისთ გეით ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად: “გასაგებია, რომ ჩვენ უკმაყოფილოები ვართ! ეს გასაგებია! აღარ ჩამოვთვლი რატომ! მაგრამ ახლა ჩვენი თავისკენ გამოვიხედოთ ...

Read More »

სათხის ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები, რომელსაც „არემჯის“ თანადაფინანსებით რეაბილიტაცია უტარდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა

სათხის ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები, რომელსაც „არემჯის“ თანადაფინანსებით რეაბილიტაცია უტარდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა

სათხის ეკლესიის კანკელის ამ დრომდე მიუკვლეველი ფრაგმენტები  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  ეროვნულმა სააგენტომ დღეს  საქართველოს ეროვნული მუზეუმს გადასცა. 8 ფრაგმენტი, რომელიც სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე  არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, დღეიდან  შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში დაცულ ექსპონატებს შეემატება  და დროთა განმავლობაში   ექვთიმე თაყაიშვილის მიერ  XX საუკუნის დასაწყისში ბოლნისიდან  თბილისში  ჩამოტანილ კანკელთან კონსოლიდირდება. ქვის ორნამენტიანი  ნატეხები  სათხის კანკელის ზედა მარჯვენა ნაწილის  ფრაგმენტებია,  რომელზეც  ...

Read More »

GAU-ში სტარტაპკურსი იწყება

GAU-ში სტარტაპკურსი იწყება

,,თიბისი ბანკის” პროგრამა „სტარტაპერის“ სტარტაპკურსი გრძელდება და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) შემდეგ უკვე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინაცვლებს. ორი თვის განმავლობაში, GAU-ს სტუდენტები ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პროფესიონალი მენტორებისგან მიიღებენ. სტარტაპკურსის ფარგლებში, სტუდენტები დაესწრებიან სხვადასხვა თემატიკის სესიებს, რომლებიც აერთიანებს სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას – იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიიღონ ...

Read More »

მაგთი მომხმარებელს 2G, 3G და 4G ქსელის გათიშვაზე ატყობინებს

მაგთი მომხმარებელს 2G, 3G და 4G ქსელის გათიშვაზე ატყობინებს

მაგთიკომი მომხმარებელს აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ დაგეგმილი ენერგეტიკული სამუშაოების გამო,  07 ნოემბრიდან  08 ნოემბრის ღამეს, 02:00 საათიდან 06:00  საათამდე პერიოდში, (ქ.ოზურგეთი (ნაწილი)) გაითიშება 2G, 3G, 4G,  რაც გამოიწვევს აქტიური სესიების გაწყვეტას.  მითითებულ პერიოდში  სადგური გაითიშება მაქსიმუმ 3 საათით. მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ თავიანთი აპარატურის გადატვირთვა (თუ მათი მოწყობილობა ავტომატურად არ ახდენს PDP სესიის გახსნას)”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Read More »

საქართველომ ყაზახეთის ვალის ნაწილი, 11.5 მილიონი დოლარი დაფარა

საქართველომ ყაზახეთის ვალის ნაწილი, 11.5 მილიონი დოლარი დაფარა

საქართველომ ბოლო ორ წელიწადში ყაზახეთის ვალის ნაწილი, 11.5 მილიონი აშშ დოლარი გაისტუმრა. ამის შესახებ ყაზახური საინფორმაციო სააგენტოები ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან. სამინისტროს ცნობით, ვალის გადახდა დადგენილი გრაფიკით ხდება. შემდეგი ჩარიცხვა, 1.67 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით 30 დეკემბერსაა დაგეგმილი. როგორც პირველი არხი 2017 წლის დეკემბერში წერდა, ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაცია მოხდა. ვალი შემცირდა და დარჩენილი თანხის გადახდის ...

Read More »

თბილისში, ხვალ მდუმარე აქცია “გვახსოვს 7 ნოემბერი” გაიმართება

თბილისში, ხვალ მდუმარე აქცია “გვახსოვს 7 ნოემბერი” გაიმართება

ამასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართეს სახალხო მოძრაობის დამფუძნებლებმა: შვილმოკლულმა მშობლებმა, სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულმა ადამიანებმა და ახალგაზრდებმა. უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ და 2004 წელს, გიორგობის ღამეს, პატრულის მიერ, დიდუბის ეკლესიის წინ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ,ია მეტრეველმა მოუწოდეს საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციაში, ან უთანაგრძნობს მოძრაობას ნაციზმის საწინააღმდეგოდ, მოვიდეს ხვალ ოპერასთან, რათა ერთად ვუთხრათ უარი უსამართლობას, ახალგაზრდების მასიურ მკვლელობებს, ...

Read More »

სსფ – ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო ტემპით, საქართველო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ახლანდელ დონეს 18 წელიწადში მიაღწევს, სომხეთი 23-ში, აზერბაიჯანი კი, 45-ში

სსფ - ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო ტემპით, საქართველო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ახლანდელ დონეს 18 წელიწადში მიაღწევს, სომხეთი 23-ში, აზერბაიჯანი კი, 45-ში

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, 18 წელიწადში მიაღწიოს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ეკონომიკური განვითარების დღევანდელ დონეს, – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება ანგარიშიდან „კავკასია და ცენტრალური აზია: რეგიონის ზრდის პოტენციალის ათვისება“. დოკუმენტის აღნიშნულია, რომ 2017 წლის მონაცემებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 086 აშშ დოლარია. 2020-2023 წლებში ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი საშუალო ზრდა 5.8 პროცენტი იქნება. შესაბამისად, ამ ზრდის გათვალისწინებით, 18 ...

Read More »

სავალუტო ფონდი საბანკო და სამედიცინო სექტორებში კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითებს

სავალუტო ფონდი საბანკო და სამედიცინო სექტორებში კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითებს

საქართველომ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა  ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში (მათ შორის საბანკო და სამედიცინო მომსახურების) მაღალი კონცენტრაცია ანტიკონკურენტულ პრაქტიკაში არ გადაიზარდოს, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში სახელწოდებით „კავკასია და ცენტრალური აზია: რეგიონის ზრდის პოტენციალის ათვისება“. დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკის ყველა სფეროში კონკურენციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რესურსის გადანაწილების პროცესის გაუმჯობესებისთვის და ეფექტიანობის ამაღლებისთვის. „მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კონტროლი არ ჩაანაცვლოს კერძო ...

Read More »