Home » 2018 » November

Monthly Archives: November 2018

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პარტნიორობით პიტერ გოლდთან ინეგოლელი ქართველების შეხვედრა მოეწყო

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პარტნიორობით პიტერ გოლდთან ინეგოლელი ქართველების შეხვედრა მოეწყო

„ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ 25 ნოემბერს თურქეთმა პიტერ გოლდის წიგნის „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში“  პრეზენტაციას უმასპინძლა. ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის, ტმკსც-ისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით  წიგნის პრეზენტაცია-კონცერტი ინეგოლში გაიმართა, რომელშიც ქედის ანსამბლმა „ელესამ“ (აჭარა) ადგილობრივ მომღერლებსა და მოცეკვავეებთან ერთად 1968 წელს სოფელ ჰაირიეში ჩაწერილი სიმღერები შეასრულა. ღონისძიების პარტნიორი იყო საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. პრეზენტაციას ...

Read More »

მალე ქართველი მომხმარებელი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გახდება – HUAWEI Mate20 lite საქართველოშია

მალე ქართველი მომხმარებელი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გახდება - HUAWEI Mate20 lite საქართველოშია

სულ მალე ქართველი მომხმარებელი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გახდება.  დეკემბრიდან,  HUAWEI—ს ფლაგმანური სმარტფონები საქართველოშიც გაიყიდება.  „ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები, წარმოადგენს  უმაღლეს მიღწევას ინოვაციურ ტექნოლოგიებში,“ – ასეთი შეფასება მოჰყვა მსოფლიო ბაზარზე HUAWEI Mate20  სერიის სმარტფონებს. HUAWEI -ს სმარტფონები საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად  – ეს მსოფლიომაც აღიარა. HUAWEI-ს ბოლოდროინდელმა წარმატებებმა გულგრილი ვერც  ქართველი მომხმარებელი ...

Read More »

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ იწყება

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ იწყება

  თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ იწყება თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს ნინო ჟვანიას ფილმით „აღლუმი“ გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გასტანს. ფესტივალის პარტნიორია თიბისი სტატუსი. ფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის, საერთაშორისო კონკურსში მონაწილე  კინორეჟისორების სადებიუტო ნამუშევრები იბრძოლებენ.  კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთი ქართულია – გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“.  ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს მფლობელები 8 დეკემბერს გამოვლინდებიან. საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ლიეტუველი ...

Read More »

ბიზნესომბუდსმენი: 6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია

ბიზნესომბუდსმენი: 6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.7 პროცენტი შეადგინა. ბიზნესომბუდსმენის შეფასებით,  ოქტომბრის თვის მშპ-ს ზრდის რეალური  მაჩვენებელი ეკონომიკაში პოზიტიურ ტენდენციაზე მიუთითებს. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია, რაც ასახულია სავაჭრო ოპერაციების მიმართულებით ზრდაში, იგულისხმება იმპორტ-ექსპორტის ოპერაციები. ასევე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აჩვენებს მნიშვნელოვან ზრდას და სექტორები, რომლებიც ითვლება ...

Read More »

„ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებული იყო და ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა“

„ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებული იყო და ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა“

მიმდინარე წლის ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებული იყო და ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა,  – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანი ზრდა იყო დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, უძრავი ქონების, ვაჭრობის და სხვა სექტორებში. მისი შეფასებით, ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა, კერძოდ, ოქტომბერში 15 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 303 მლნ. აშშ ...

Read More »

კოოპერატივების განვითარების სააგენტო „ნენსკრა ჰიდროსთან“ ერთად სვანეთში ტრენინგებს აწყობს

კოოპერატივების განვითარების სააგენტო „ნენსკრა ჰიდროსთან“ ერთად სვანეთში ტრენინგებს აწყობს

კოოპერატივების განვითარების სააგენტო „ნენსკრა ჰიდროსთან“ ერთად სვანეთში ტრენინგებს აწყობს სვანეთში, რამდენიმე კვირის წი,ნ კოოპერატივების განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით ტრენინგები გაიმართა. ტრენინგების შემდგომ კოოპერატივების საქმიანობით დაინტერესებულთა რიგები იზრდება. კოოპერატივების შესახებ ცნობიერების ამაღლების გარდა ტრენინგებმა ის კონკრეტული საჭიროებები და გამოწვევები გამოავლინა, რაც კონკრეტულად სვანეთში კოოპერატივების შექმნის მსურველთათვის მნიშვნელოვანია. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არის მზაობა, რომ კოოპერატივების შექმნის გზით, უახლოეს მომავალში, რძის გადამამამუშავებელი საწარმო ჩამოყალიბდეს. ...

Read More »

შეუსრულებელი ტენდერების საიდუმლო – რა ხდება მაშინ, როცა კომპანია გამარჯვების მსხვერპლია?

შეუსრულებელი ტენდერების საიდუმლო - რა ხდება მაშინ, როცა კომპანია გამარჯვების მსხვერპლია?

ტენდერებში არსებულ დარღვევებზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა. ეს საკითხი აქტუალობას დღესაც არ კარგავს, რადგან ჩაშლილი და შეუსრულებელი ტენდერების გამო მთავრობა საბიუჯეტო სახსრების ბოლომდე ათვისებას ვერ ახერხებს. ამის გამო ბიუჯეტიც ზარალდება და ქვეყანაც, რადგან ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარი რჩება დასახარჯი. ამ საკითხზე „ბიზნესპოსტი” ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი თემურ მაისურაძეს ესაუბრა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ. პარლამენტში ყოფნისას მან ეს პრობლემა საფუძვლიანად შეისწავლა ...

Read More »

წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა

საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით, 6.7 პროცენტი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი, 5,1 პროცენტს შეადგენს. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობისა და მშენებლობის დარგებში.

Read More »

თბილისში ახალ რეტერატებს აზიანებენ და კონსტრუქცია მწყობრიდან გამოდის

თბილისში ახალ რეტერატებს აზიანებენ და კონსტრუქცია მწყობრიდან გამოდის

თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოცდაათი ახალი რეტერატი დაიდგა. საზოგადოებრივი რეტერატების, ანუ საპირფარეშოების, მოწყობის ვალდებულება მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულმა კომპანიამ იკისრა. ახლო მომავალში დედაქალაქში დამატებით 6 რეტერატი განთავსდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხშირია ვანდალიზმის ფაქტები მოქალაქეების მხრიდან, რის გამოც კონსტრუქცია ზიანდება და მწყობრიდან გამოდის. წლების განმავლობაში საზოგადოება წუხდა იმის გამო, რომ ქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების დეფიციტი იყო და ეს მდგომარეობა როგორც ადგილობრივებს, ...

Read More »

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა. ქვეყანაში მოქმედი საომარი მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული აკრძალვა 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს შეეხებათ. უკრაინის სასაზღვრო სამსახური გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ კონკრეტულ პირს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა „ჰუმანიტარული მიზნით“ ენდომება. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განმარტებით, აკრძალვის მიზანი, რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეა. „უკრაინის გადაწყვეტილების მიზანია, ...

Read More »