Home » 2018 » October » 19

Daily Archives: October 19, 2018

ვითიბი ბანკის თასზე, საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში, ჩატარდა

ვითიბი ბანკის თასზე, საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში, ჩატარდა

13 -დან 16 ოქტომბრამდა თბილისში ვითიბი ბანკის თასზე, სპორტულ ტანვარჯიშში, საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. საქართველო აღნიშნულ ტურნირში ვაჟთა ორი და გოგონათა ორი გუნდით მონაწილეობდა, რომლებიც მთლიანად საქართველოს ნაკრების წევრებით იყო დაკომპლექტებული. გუნდური შედეგებით საქართველომ მესამე და მეხუთე ადგილები დაიკავა. საქართველოს გარდა ტურნირში მონაწილეობა უკრაინის და რუსეთის სპორტსმენებმა, ჩვიდმეტმა ვაჟმა და თხუთმეტმა გოგონამ, მიიღო მონაწილეობა. ვითიბი ბანკის თასზე საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყოველწლიურად ...

Read More »

ქუთაისში მზის პანელების წარმოება იწყება

ქუთაისში მზის პანელების წარმოება იწყება

ქუთაისში დამზადებული მზის პანელები ამერიკაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ევროპაში და, საკუთრივ, საქართველოშიც გაიყიდება სულ მალე ქუთაისში მზის პანელების წარმოება დაიწყება. პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება, კერძოდ, მას სათავეში გერმანულ-მექსიკური კომპანია “AE SOLAR” ჩაუდგება, რომელთანაც კონტრაქტი ახლო მომავალში გაფორმდება. მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა საქართველოში პირველად კეთდება, საწარმო საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე 10 ათას კვადრატილ მეტრზე განთავსდება და წლიურად მინიმუმ 200 მეგავატი სიმძლავრის პანელებს ...

Read More »

“სახელმწიფომ შექმნა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღოს ევროპული განათლება”

"სახელმწიფომ შექმნა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღოს ევროპული განათლება"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის Erasmus+ ეროვნულ ოფისში გამართულ ტრადიციულ საინფორმაციო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ERASMUM + საქართველოსთვის სამაგალითო პროგრამაა, რომელიც ევროპასთან საერთო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის საუკეთესო მაგალითს გვიჩვენებს. Erasmus+ -ის პროგრამა, რომელშიც საქართველოს 40 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს, განხორციელებული პროექტებისა და სასტიპენდიო პროგრამების მხრივ საქართველო პარტნიორ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა. ...

Read More »

ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებული საწარმოების სტატუსის გადახედვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებული საწარმოების სტატუსის გადახედვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებული საწარმოების სტატუსის გადახედვის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. „კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და განვითარებაზე ორიენტირებული მარეგულირებელი გარემოს შექმნა, რომელიც ბაზარს ეფექტიანად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს და მაღალი დონის სანდოობასა და ინვესტორთა დაცულობას უზრუნველყოფს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად, ...

Read More »

„ლარის კურსი კი არა, თავისუფალ ცურვაში დღეს არის ქვეყანა, რადგან ხალხს არ ჰყავს არც პატრონი, არც მიმხედავი“

„ლარის კურსი კი არა, თავისუფალ ცურვაში დღეს არის ქვეყანა, რადგან ხალხს არ ჰყავს არც პატრონი, არც მიმხედავი“

მთავრობა გვიმტკიცებს, რომ დღეს ლარის კურსი არის თავისუფალ ცურვაში. სინამდვილეში თავისუფალ ცურვაში არის დღეს ქვეყანა იმიტომ, რომ ქვეყანას და ხალხს არ ჰყავს არც პატრონი, არც მიმხედავი, არც პასუხის გამცემი – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა. ბაქრაძის თქმით, ლარის გაუფასურება იწვევს პროდუქტის, კომუნალური გადასახადების, საწვავის და კრედიტის გაძვირებას, რის საფასურსაც ხალხი იხდის. „მთელი ის არაკომპეტენტურობა, რასაც ...

Read More »

ლეგალიზაციის პირველსავე დღეს, კანადის ბევრმა მაღაზიამ მოსაწევის მარაგი სრულად ამოწურა

ლეგალიზაციის პირველსავე დღეს, კანადის ბევრმა მაღაზიამ მოსაწევის მარაგი სრულად ამოწურა

ონლაინ მედიაპორტალი Vice იუწყება, რომ ლეგალიზაციის პირველსავე დღეს, კანადის ბევრმა მაღაზიამ მოსაწევის მარაგი სრულად ამოწურა და მფლობელებმა ზუსტად არ იციან, თუ როდის შეძლებენ მარიხუანას მარაგის ხელახლა შევსებას. „მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველანაირი ჯიშის მწეველები მთელი დღის განმავლობაში ან ინტერნეტ მაღაზიებში იყვნენ შესული, ან საათობით იცდიდნენ გარეთ რიგში იმისთვის, რომ ლეგალური მარიხუანა ეყიდათ. მაღაზიებმა იცოდნენ რომ ლეგალიზაციის პირველ დღეს მოთხოვნა ძალიან დიდი ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია: ლარის კურსის ცვლილება სპეკულაციური შეტევების ბრალია

ვახტანგ ჭარაია: ლარის კურსის ცვლილება სპეკულაციური შეტევების ბრალია

„ლარის კურსის ცვლილება სპეკულაციური შეტევების ბრალია და კურსი ბუნებრივად უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, პანიკის საფუძველი არ არსებობს – ამის შესხებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია აცხადებს. ექსპერტის აზრით, გარე ფაქტორები პოზიტიურია და გაცვლით კურსზე უარყოფით ზეგავლენას ვერ მოახდენს: „თურქული ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ლარისთვის არის გაუმჯობესებული, გამყარების გზას დაადგა თურქული ლირა, ადგილობრივი ფაქტორები ნორმალურია, საგარეო ფაქტორები პოზიტიურია და ...

Read More »

იაპონიაში ანსამბლი „რუსთავის“ პირველი კონცერტი ანშლაგით ჩატარდა

იაპონიაში ანსამბლი „რუსთავის“ პირველი კონცერტი ანშლაგით ჩატარდა

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ სრული შემადგენლობა იაპონიაში 50 წლის საიუბილეო ტურნეს გამართავს. ტურნე, რომელიც ქალაქ  იჩიკავადან (ჩიბა) დაიწყო იაპონიის 21 ქალაქს მოიცავს და 33 კონცერტი გაიმართება. 12 ოქტომბერს, პირველმა კონცერტმა  ანშლაგით ჩაიარა.. ქართულმა ფოლკლორმა ამომავალი მზის ქვეყნის 2400 მაყურებელი გაოცებული და აღფრთოვანებული დატოვა. დასკვნითი კონცერტი 21 ნოემბერს, ქალაქ ოსაკაში ჩატარდება. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ...

Read More »

საქართველოში ნოემბრიდან ბენზინგასამართი სადგურების მასშტაბური შემოწმება დაიწყება

საქართველოში ნოემბრიდან გასამართიბენზინ სადგურების მასშტაბური შემოწმება დაიწყება

საწვავის ხარისხის გასაკონტროლებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 ბენზინგასამართი სადგური, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შემოწმდება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ განაცხადა. „ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში მუდმივად მუსირებს აზრი, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუარესება უკავშირდება საავტომობილო საწვავის მოხმარებას. იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ, რამდენად შესაბამისობაშია საწვავი იმ ნორმებთან, რაც დადგენილია ქვეყანაში, წელს უკვე მეორედ ვახორციელებთ საწვავის კვლევას. არსებობს ...

Read More »

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი - ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო

თბილისი, 19 ოქტომბერი, 2018 – „ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ყველაზე მაღალი ჯილდო საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურებისა და სისუფთავისთვის მიიღო. Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა. ამჯერად ხარისხის უმაღლესი ჯილდო ქუთაისის, გორისა და თბილისში ცინცაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ისტ პოინტსა“და „თბილისი მოლში“ მდებარე „ვენდის“ ...

Read More »