Home » 2018 » October » 17

Daily Archives: October 17, 2018

ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე დარჩა

ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე დარჩა

ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე რეგისტრაცია სრულდება. დაინტერესებულ კომპანიებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად სამი დღე რჩებათ. რეგისტრაცია ბიზნესდაჯილდოების ვებგვერდზე (https://www.businessaward.ge/ka/registration) უკვე ერთი თვეა  მიმდინარეობს და ის  20 ოქტომბერს დასრულდება. წელს  ბიზნესდაჯილდოება ახალი ნომინაციებითა და პრიზებით დაბრუნდა. უკვე ცნობილ 4 კატეგორიასთან ერთად, წელს კიდევ 2 ახალ ნომინაციაშია შესაძლებელი მონაწილეობის მიღება: „წლის ქალი მეწარმე“ და „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“. 2018 წლის ნომინაციებია: წლის ბიზნესი წლის ქართული პროდუქტი ...

Read More »

„ჩვენი შეხედულება მიწაზე ასეთია – უცხოელს შეუძლია არენდაში აიღოს დიდი ხნით მიწა, 50 წლით”

„ჩვენი შეხედულება მიწაზე ასეთია - უცხოელს შეუძლია არენდაში აიღოს დიდი ხნით მიწა, 50 წლით"

მიწის კანონში ძალიან დიდ დაბრკოლებას ვერ ვხედავთ,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს. ასე ეხმაურება ის ბიზნესის ნაწილის განცხადებებს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის კანონპროექტი, რომელიც შეზღუდვებს აწესებს, დაბრკოლებებს ქმნის. „ბევრი უცხოელი ინვესტორი არის უკმაყოფილო იმითი, რომ ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც უცხოელს არ შეუძლია მიწის შეძენა საქართველოში. მაგრამ ჩვენი შეხედულება ასეთია – უცხოელს შეუძლია არენდაში აიღოს დიდი ხნით მიწა ...

Read More »

სასესხო განაკვეთებს რუსეთის ბანკებსაც შემოუსაზღვრავენ

სასესხო განაკვეთებს რუსეთის ბანკებსაც შემოუსაზღვრავენ

სასესხო განაკვეთებს რუსეთის ბანკებსაც შემოუსაზღვრავენ. იქაური მედია ცენტრალური ბანკის და მთავრობის მოლაპარაკებებზე იტყობინება, რომლის თანახმად  სამომხმარებლო სესხის წლიური განაკვეთის საბაზრო პროცენტიდან გადახრა 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მაგ:  თუ საბაზრო განაკვეთი 10%-ია, 30%-იანი გადახრით, 13%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა   ფინანსთა სამინსტრომ ჯერ  ცენტრალური ბანკის ხელძღვანელობა ვერ დაითანხმა.  ცნობილია ისიც, რომ საპროცენტო განაკვეთი სესხის კატეგორიის მიხედვით დიფერენცირდება. მსგავსი  „ნაჯახური“  ცვლილების  ინიცირების წინა ...

Read More »

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ერთი პოზიციით დაწინაურდა

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ერთი პოზიციით დაწინაურდა

გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა. რეიტინგში საქართველომ 140 სახელმწიფოს შორის 66-ე ადგილი დაიკავა, შესაბამისად, 2017 წელთან შედარებით, ქვეყანამ ერთი პოზიციით წინ წაიწია. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ყოველწლიური კვლევის მიხედვით, საქართველო ევრაზიის რეგიონის სამ მოწინავე ქვეყანას შორის მოხვდა. მან რეიტინგში გადაუსწრო აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინას, მოლდოვას, ხორვატიას, ალბანეთს, მონტენეგროს, ბრაზილიას და ა.შ. კვლევის მიხედვით, საქართველო გამჭვირვალობით ევრაზიის რეგიონის ლიდერია. პრობლემებს ...

Read More »

ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41,3-კილომეტრიანი ორი ზოლის მშენებლობა იწყება

ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41,3-კილომეტრიანი ორი ზოლის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41,3 კილომეტრიანი ორი ზოლის მშენებლობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ სამშენებლო კომპანიებს აღნიშნული პროექტის სატენდერო პირობები გააცნეს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, აღნიშნულ პროექტს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო და მისი ბიუჯეტი 200 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება ...

Read More »

პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში “ბორჯომის გმირები” გამოავლინეს

ბორჯომში ტყის აღდგენის პროცესი გრძელდება. 13 ოქტომბერს, საშემოდგომო რგვები პლატოს ტერიტორიაზე განხორციელდა. მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ ინიციატივით, პლატოს  ტერიტორიაზე 1850 ნერგი დაირგო. ამასთან, გაიმართა დაჯილდოება “ბორჯომის გმირი “, სადაც სპეციალური ჯილდო გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებიც  ტყის ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ. კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის მენეჯერის ნიცა ჩოლოყაშვილის თქმით, „ბორჯომის გმირების“ ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება და ის მომავალშიც გაგრძელდება: ...

Read More »

“არაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ლარი აუცილებლად, ან მნიშვნელოვნად გაუფასურდება“

"არაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ლარი აუცილებლად, ან მნიშვნელოვნად გაუფასურდება“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მიმდინარე დღეების განმავლობაში ლარის გაუფასურებას მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. „ეკონომიკური პოლიტიკის გამო ნამდვილად არ ხდება ლარის გაუფასურება. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს, არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რაიმე განსხვავებული მოლოდინი უნდა გვქონდეს, ანუ რაიმე გაუფასურების რისკები არსებობდეს. ამის პროგნოზის გაკეთება ნამდვილად რთულია, ვინაიდან ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის იმ პირობებში, რა პირობებშიც ...

Read More »

“სალომე ზურაბიშვილი არის ერთიანი სამშობლოს დაბრუნების სიმბოლო”

"სალომე ზურაბიშვილი არის ერთიანი სამშობლოს დაბრუნების სიმბოლო"

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კლიპში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. “სალომე ზურაბიშვილი არის სამშობლოში დაბრუნების, საოცნებო სამშობლოს დაბრუნების სიმბოლო და ეს არის ჩვენი ხალხის ოცნებაც, ერთიანი სამშობლოს დაბრუნება”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში.

Read More »

დოლარში სესხის აღება კიდევ უფრო რთულდება

დოლარში სესხის აღება კიდევ უფრო რთულდება

პარლამენტის კომიტეტებში განიხილება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, სესხის ლარში გაცემის 100 000-ლარიანი ზღვარი 200 000 ლარამდე იზრდება და გავრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. კანონპროექტის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 200 ათას ლარამდე (100 ათასი ლარის ნაცვლად) ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. ასევე, თუ ლიზინგის დაფინანსების თანხა 200 ათას ლარზე ნაკლებია ...

Read More »

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან  ქვეყნის საზოგადოებრივ არხზე პირდაპირ ეთერში განაცხადა. გადაწყვეტილება პაშინიანმა მას შემდეგ მიიღო, რაც საპარლამენტო ძალებისგან მიიღო პირობა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე თავის კანდიდატს არ წარადგენდნენ. „მე თანამდებობიდან მივდივარ. ყველას წარმატებას ვუსურვებ არჩევნებში. ჩვენ სამართლიანი არჩევნების გარანტიას ვიძლევით“, – განაცხადა ფაშინიანმა. იქვე მან განმარტა, რომ ეს გადადგომა ფორმალურია.

Read More »