Home » 2018 » October » 15

Daily Archives: October 15, 2018

“მოკლულ ადამიანზე მკვლელობის მცდელობა გაგიგიათ?! მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომეც მაქსიმალურ აღშფოთებას გამოიწვევდა გარდაცვლილის ახლობლებში”

"მოკლულ ადამიანზე, მკვლელობის მცდელობა გაგიგიათ?! მოსამართლემ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურ აღშფოთებას გამოიწვევდა გარდაცვლილის ახლობლებში"

მირზა სუბელიანის შესახებ ყოფილი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი ლიასთან საუბრობს. – და მაინც, რატომ არჩია ხელისუფლებამ, სისტემაში დაეტოვებინადანაშაულებრივი სინდიკატით შეკრული პროკურორები, მოსამართლეები და ა.შ.? – აქ იყო საერთაშორისო ზეწოლა ევროპის სახალხო პარტიის, იგივე მაკკეინის კონსერვატიული ჯგუფის მხრიდან. როგორც კი მოსამართლის გათავისუფლებაზე დადგებოდა საკითხი, ტყდებოდა ხმაური, სასამართლოს დამოუკიდებლობა ხელუხლებელიაო. სამწუხაროდ, ამ ზეწოლით მიაღწიეს იმ შედეგს, რომ «ქართულმა ოცნებამ» ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ არ ვეხებით ამ ხალხსო და თუ გახსოვთ, რატომ დავტოვე «ქართული ოცნების» კოალიცია, მანამდეც გვქონდა უთანხმოება, მაგრამ ბოლო წვეთი იყო ის, რომ ახალაია, რომელსაც მრავალი ბრალდება აქვს წარდგენილი, ერთ-ერთი საკითხში მოსამართლემ გაამართლა, შეიკრიბა პოლიტსაბჭო და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მოდი, პიარისთვის გამოვიყენოთ, ეს გამოვაცხადოთ ჩვენს გამარჯვებად, რომ დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვსო. მე ვუთხარი ვერც თავს მოვიტყუებ, ვერც ხალხს მოვატყუებ, ეგ არის ტყუილი და ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე, რომ ესენი დამოუკიდებელი მოსამართლეები კი არ არიან, სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეები არიან, ყურით ჰყავს დაჭერილი და რასაც უნდა, იმას ათქმევინებს. ამ ტყუილში მე მონაწილეობას არ მივიღებ და ეს ტყუილი უკან შემოგვიბრუნდება მეთქი. ისე აგიხდეს ყველაფერი, როგორც ეს მოხდა. მოსამართლემ, რომელმაც 26 მაისის მერევანო მერაბიშვილი კი არ დაიჭირა, არც იმ ორი მოკლულის საქმე არ გამოიძია, რომელთა გვამებიც სახურავზე იყო შემოწყობილი, არამედ დაიჭირა ირაკლი ბათიაშვილი, იმ მოსამართლეს დაეწერა ხორავას ქუჩაზე მკვლელობისსაქმე. იმ მოსამართლესთან განხორციელდა ზარი ახლობლისგან ამსტერდამიდან და უთხრეს, შენი გადაწყვეტილებით მწვანე შუქი უნდა აუნთო «ვარდების რევოლუცია-2»ს. მოკლულ ადამიანზე, მკვლელობის მცდელობა გაგიგიათ?! მოსამართლემ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურ აღშფოთებას გამოიწვევდა გარდაცვლილის ახლობლებში და აქედან გამომდინარე საზოგადოებაში. მე კატეგორიულად ვითხოვდი მირზა სუბელიანის დაკავებას და მივესალმები. როგორც იქნა, ვეღირსეთ მის დაკავებას. – თქვენი ინფორმაციით, ვინ არის მირზა სუბელიანი, რომელსაც ანაცვალეს კანონის უზენაესობა? – იცით, ვინ არის მირზა სუბელიანი? ის არის ადეიშვილის ერთგული კადრი, კაცი, რომელსაც ხუთიპოლიტპატიმარი ადებს ხელს, რომ მასზე ზეწოლას ახორციელებდა, მათ შორის ფიზიკურს, სუბელიანი არის«ნაცების» პროკურორი. ეს კაცი ისევ იქ, პროკურატურაში ეჯდათ და მაგას ვამბობ, რომ ეს პროკურატურა დაეს სასამართლო არის გასაწმენდი. ამ კონფორმისტების დიდი ნაწილი, რომლებიც სინამდვილეშისააკაშვილის ხელისუფლების ყურმოჭრილი ყმები არიან, კომპრომატების გამო ყველაფერზე მიდის. ამიტომუნდა მოხდეს პროკურატურის ფორმირება თავიდან. გვყავს ლიცენზირებული ადვოკატები, დაუძახონ ამხალხს. შევქმნათ სპეციალური საპროკურორო სკოლა და გავატაროთ სპეციალური მომზადება. „ალია“

Read More »

“კაა”- მ “ნაციონალურ მოძრაობას” 10 ათასი ლარი შესწირა

"კაა"- მ "ნაციონალურ მოძრაობას" 10 ათასი ლარი შესწირა

 მიმდინარე წლის მაისი-ივნისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაშა ცუცქირიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველია. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ცუცქირიძემ 10 ოქტომბერს ოპოზიციურ პარტიას 10 ათასი ლარი ჩაურიცხა. ცუცქირიძე საზოგადოებას საპროტესტო აქციაზე ნათქვამი „კაა”-თი დაამახსოვრდა. პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 10-11 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობას” მთლიანობაში 32 289 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული, მათ შორის 5-5 ათასი ლარი ბექა ბასილაიასგან, გიორგი პატარაიასგან ...

Read More »

ციხის თანამშრომელს პირადი ცხოვრების კადრებით დაემუქრნენ და მოსთხოვეს სუბელიანის შეხვედრების ჩაწერა

ციხის თანამშრომელს პირადი ცხოვრების კადრებით დაემუქრნენ და მოსთხოვეს სუბელიანის შეხვედრების ჩაწერა

“საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს, ვიდრე ჩანაწერი ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გადაიცემოდა.”- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. “საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს ...

Read More »

ერთი დოლარი 2.66 ლარი ღირს

ერთი დოლარი 2.66 ლარი ღირს

ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.6664 ლარი იქნება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.6376 ლარად არის შესაძლებელი. ლარი 0.0379 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ 1 ევროს ღირებულება 3.0925 ლარი იქნება. დღეს კი, 1 ევრო 3.0546 ლარი ღირს.

Read More »

იტალიის შს მინისტრი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდია

იტალიის შს მინისტრი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდია

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდია, – ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა. „ევროკავშირის ფარგლებში დისკუსია მიმდინარეობს სანქციების განახლებაზე განუსაზღვრელი ვადით, ცალკეულ მთავრობებთან კონსულტაციების გარეშე. მე მივიჩნევ, რომ ეს სანქციები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდია“, – განაცხადა მატეო სალვინიმ. აღსანიშნავია, რომ მატეო სალვინი ყოველთვის აყენებდა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხს. 16 ივლისს იტალიის შს მინისტრმა ...

Read More »

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა

აა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტი წინა სხდომაზე განიხილა, თუმცა მაშინ კენჭისყრა ვერ მოესწრო, შესაბამისად, პროექტს კენჭი დღეს უყარეს. ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა კომიტეტის 4-მა წევრმა, ხოლო წინააღმდეგ წავიდა ორი დეპუტატი, მათ შორის იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე.

Read More »

საქართველო და ჩინეთი საბანკო ზედამხედველობის სფეროში ითანამშრომლებენ

საქართველო და ჩინეთი საბანკო ზედამხედველობის სფეროში ითანამშრომლებენ

საბანკო ზედამხედველობის თანამშმრომლობის ფარგლებში, დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ საბანკო ზედამხედველობის სფეროში.

Read More »

2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 5.6%-ით გაიზარდა

2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 5.6%-ით გაიზარდა

2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი, (342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.6 %-ით (6.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9% იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში ...

Read More »

სეპარატისტები “ეროვნული ვალუტის” გამოშვების მიუხედავად, რუსებს აფხაზეთში რუბლის დაკანონებას სთხოვენ

სეპარატისტები "ეროვნული ვალუტის" გამოშვების მიუხედავად, რუსებს აფხაზეთში რუბლის დაკანონებას სთხოვენ

დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება რუსეთს ახალი “შეთანხმების” გაფორმებას სთხოვს, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული რუბლი ოფიციალურად გამოცხადდება გადახდის საშუალებად. თუმცა ოფიციალური მოსკოვი ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს და “აფხაზეთის საბანკო სისტემაში” რთული ვითარებაა შექმნილი, – წერს  გაზეთი  “რეზონანსი”. ცნობისათვის, დღეს რუსული რუბლი აფხაზეთში, პრაქტიკულად, გადახდის ერთადერთი საშუალებაა. მართალია, სეპარატისტებმა გამოუშვეს საკუთარი “ეროვნული ვალუტა” – აპსარი, მაგრამ, 2008 წელს მიღებული “კანონის” ...

Read More »

კობა გვენეტაძე – თურქეთში განვითარებული მოვლენები რეგიონის ეკონომიკებზე გავლენას ახდენს

კობა გვენეტაძე - თურქეთში განვითარებული მოვლენები რეგიონის ეკონომიკებზე გავლენას ახდენს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფინანსურ გამოცემა Global Finance-თანინტერვიუში საქართველოსა და თურქეთში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს აფასებს. გვენეტაძის განცხადებით, თუ თურქეთში ვითარება მეტად არ გამწვავდა, საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. „2014-2015 წლების კრიზისის შემდეგ, პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, ეკონომიკური ზრდა საქართველოში დაჩქარდა. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას ასევე შიდა მოთხოვნის გააქტიურება უწყობს ხელს. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტის მოცულობა, ფულადი ...

Read More »