Home » 2018 » October » 14

Daily Archives: October 14, 2018

უძრავი ქონება, რომელიც “ოცნების” წევრებმა 2012 წლის შემდეგ დააგროვეს

უძრავი ქონება, რომელიც "ოცნების" წევრებმა 2012 წლის შემდეგ დააგროვეს

მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების ქონება – კურიერის აეროგადაღების კამერამ მათი ფეშენებელური სასახლეები დააფიქსირა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიძინეს. თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, 2012 წლამდე უძრავ ქონებას არ ფლობდა. მინისტრის მეუღლის, ლანა მანჯგალაძის, სახელზეა გაფორმებული ერთ-ერთი სახლი დიდი ვერანდით. დოკუმენტებით დგინდება, რომ სამსართულიანი შენობა იზორიამ შს მინიტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას აიშენა. იზორიას კიდევ ერთი სახლი კი დიღომი შვიდში მდებარეობს, რომელიც ასევე მეუღლის სახელზეა გაფორმებული. ...

Read More »

სებ-ი რეგულაციას „არბილებს“ და სესხის მომსახურების კოეფიციენტებს ზრდის

სებ-ი რეგულაციას „არბილებს“ და სესხის მომსახურების კოეფიციენტებს ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის მომსახურების კოეფიციენტებს ზრდის.  როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების უახლეს პროექტში, რომელიც ჯერჯერობით, საჯარო არაა, შემცირებულია საშემოსავლო საფეხურების რიცხვი, ხოლო სესხის მომსახურების კოეფიციენტი კი, გაზრდილია. ცნობისთვის: სესხის მომსახურების კოეფიციენტი (PTI) ეს არის მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიური გადასახდელებისა და ყოველთვიური წმინდა შემოსავლების თანაფარდობა – უფრო მარტივად კი, სესხის მომსახურების კოეფიციენტით განისაზღვრება, წმინდა შემოსავლებიდან რამდენი პროცენტის გადახდა შეეძლება ...

Read More »

ივანიშვილს აფრიკიდან 4 ბაობაბის ხე მოაქვს – ოლიგარქი პორტს 850 000 აშშ დოლარს უხდის

ივანიშვილს აფრიკიდან 4 ბაობაბის ხე მოაქვს - ოლიგარქი პორტს 850 000 აშშ დოლარს უხდის

ბრიტანულმა ონლაინგამოცემა EveningStandard-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთი პორტიდან, კერძოდ კენიიდან, ბიძინა ივანიშვილს ხეების გადმოტანა აქვს დაგეგმილი. აღნიშნული საპორტო ბიზნესი, ფულს ორი გზით შოულობს, ესაა პირსებზე ადგილების იჯარით გაცემა და გადახდილი თანხის დაბეგვრდა. ასევე საპორტო საბუქსირე კატერებისა და ბარჟების გამოყენებით. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ასეთი ხელშეკრულებაა კენიის პორტთან მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერაა დადებული, რომლის საფუძველზეც ივანიშვილმა ოთხი, 250-ტონიანი ბაობაბის ცოცხალი ...

Read More »

პუტინის რუსეთის დედაც! – თუ ამირჩევთ პრეზიდენტად, ოფიციალურ შეხვედრაზე ვიქნები ასეთი პიჯაკით

პუტინის რუსეთის დედაც! – თუ ამირჩევთ პრეზიდენტად, ოფიციალურ შეხვედრაზე ვიქნები ასეთი პიჯაკით

ამის შესახებ, 2018 წლის 28 ოქტობრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ” გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. “2 წლის წინ, 8 აგვისტოს, გირჩის ფბ გვერდით მე შევაგინე პუტინის რუსეთს. დღეს მინდა იგივე გავიმეორო – პუტინის რუსეთის დედას შევეცი! და დაგპირდეთ: თუ ამირჩევთ პრეზიდენტად, ყველა (ყველა !) ოფიციალურ შეხვედრაზე / მიღებაზე / ცერემონიაზე ვიქნები ასეთი პიჯაკით. უღრმესი მადლობა Giovanni Morra-ს დიზაინისთვის”, ...

Read More »

“მთავრობა კომერციულ ატაშეებს ნიშნავს უცხოეთში, მაშინ, როცა საელჩოების უმრავლესობა უსაქმურად არის”

"მთავრობა კომერციულ ატაშეებს ნიშნავს უცხოეთში, მაშინ, როცა საელჩოების უმრავლესობა უსაქმურად არის"

მთავრობა კომერციულ ატაშეებს ნიშნავს უცხოეთში, რომელზეც დამატებითი ფული უნდა დაიხარჯოს, მაშინ, როცა საელჩოების უმრავლესობა უსაქმურად არის და იქ მომუშავე ადამიანები მინიმალურად არიან დატვირთული, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე“ფეისბუქის“ გვერდზე წერს. დეპუტატის განცხადებით, სწორედ საელჩოები უნდა იყვნენ ინვესტიციების მოზიდვით დაკავებული, რასაც საკუთარი რესურსებით და კვალიფიციური კადრებით უნდა აკეთებდნენ და “არა რაღაც ახალი და ხარჯიანი სამსახურების შექმნით“. “საუკეთესო გზა კი ...

Read More »

ნავთობი ერთბაშად გაიაფდა, საქართველო ტოტალურ გაძვირებას გადაურჩა

ნავთობი ერთბაშად გაიაფდა, საქართველო ტოტალურ გაძვირებას გადაურჩა

ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბარელი ერთბაშად 5 დოლარით გაიაფდა, რაც სრულიად საპირისპირო მომენტია იმ პროგნოზის ფონზე, რომ “შავი ოქროს” ღირებულებ 100 დოლარს მიაღწევდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 20 დეკემბრამდე კლების ტენდენცია გაგრძელდება. შესაბამისად, ადგილობრივი ბაზარი ტოტალურ გაძვირებს გადაურჩა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა შეუქცევადი მატების ტენდენცია, ბოლო ორი დღეა, შეწყვიტა და ბარელის ფასი მოულოდნელად 5 დოლარით დაეცა. არის ...

Read More »

სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა

სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც სალომე ზურაბიშვილის შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით. სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ – სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის შტაბის განცხადებაში

Read More »