Home » 2018 » October » 09

Daily Archives: October 9, 2018

შვეიცარიაში მსოფლიოში პირველი ბლოკჩეინ-ბანკი იხსნება

შვეიცარიაში მსოფლიოში პირველი ბლოკჩეინ-ბანკი იხსნება

დღეს დილით, აზიური სავაჭრო სესიის დროს, ციფრული ვალუტების კურსი გაიზარდა იმ ინფორმაციის ფონზე, რომ ძალიან მალე მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტების საინვესტიციო ბანკი გაიხსნება, რომელიც სრულად დაეფუძნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიას. BItfinex-ის ბირჟაზე 1 ბითკოინის ფასი ამჟამად 6.644 აშშ დოლარს აღწევს, რაც ბოლო 24 საათში 1%-იან ზრდას ნიშნავს.  2,4%-ით გაძვირდა რიგით მეორე უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტა ეთერიუმი და მისმა ღირებულებამ ამავე ბირჟაზე 226 აშშ ...

Read More »

სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ

სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველა ბრალდებულსა და ყველა მსჯავრდებულს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველა პატიმარს ყველა დაწესებულებაში უფლება ექნება, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს და საკანში შეიტანოს მაცივარი, რომელიც გარკვეული ზომის იქნება. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებების შედეგად, ცვლილებები შევიდა საქართველოს თხუთმეტივე სასჯელაღსრულების დაწესებულების ...

Read More »

ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე რუკის დამზადება და გაყიდვა შესაძლოა დაისაჯოს

ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე რუკის დამზადება და გაყიდვა შესაძლოა დაისაჯოს

საქართველოს იმდაგვარი რუკის დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს. „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ინიცირებისთვის მზად არის და განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. პროექტი დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა მოამზადეს. პროექტის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი საქართველოს რუკის ნაბეჭდი ...

Read More »

აუდიტის სამსახური ბანკი „ქართუს” მიერ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთს შეისწავლის

აუდიტის სამსახური ბანკი „ქართუს" მიერ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთს შეისწავლის

მმართველი პარტიის მხარდაჭერილი, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ბანკი „ქართუდან“ მილიონი ლარის ოდენობის სესხის აღების საკითხს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის. უფრო კონკრეტულად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, უწყება დაინტერესდება, რამდენ პროცენტში აიღო ზურაბიშვილმა სესხი და თუკი საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი იქნება, „ეს უკვე შემოწირულებად ითვლება და დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს“. „რასაკვირველია, აუდიტის სამსახური ვერ შეისწავლის, რამდენად ...

Read More »

მძიმე სამუშაო პირობები თუ არასათანადო ანაზღაურება – რატომ განიცდის “ნიკორა” კადრების დეფიციტს

მძიმე სამუშაო პირობები თუ არასათანადო ანაზღაურება - რატომ განიცდის "ნიკორა" კადრების დეფიციტს

„კადრების  მუდმივი დეფიციტი გვაქვს. ახალგაზრდები მოდიან და რამდენიმე თვეში მიდიან,“ –  ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა განუცხადა. უფრო კონკრეტულად კი საკითხი ქვეყანაში საზოგადოების განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დასაქმების მიმართ ინტერესს ეხებოდა. „ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი დიდი დამსაქმებლები ვართ. „ნიკორაში“ ჯამში 4 500 თანამშრომელი მუშაობს. თანამშრომლების აყვანა გვსურდა, თუმცა ძალიან გაგვიჭირდა. იცით, აქ კვალიფიციურ კადრებზე საუბარი არც არის, რადგან „ნიკორას“ ...

Read More »

ბორჯომში ახალი სტადიონი ქუჩის კალათბურთის ტურნირით გაიხსნა

ბორჯომში ახალი სტადიონი ქუჩის კალათბურთის ტურნირით გაიხსნა

6 ოქტომბერს, ბორჯომში, ახალ სტადიონზე (მის: თორის ქ.39; „ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორია) მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ ეგიდით ქუჩის კალათბურთის ტურნირი „ბორჯომის“ თასი –  3×3 კალათბურთი ჩატარდა. „სპორტი „ბორჯომის“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. შარშან, პროექტის #ბორჯომისპორტისგულშემატკივარი ფარგლებში,  „Mercy Corps”-თან ერთად და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ბორჯომელებს გავუხსენით თანამედროვე სტადიონი. სტადიონზე მსგავსი ტიპის მასშტაბური ღონისძიება აქამდე არ ჩატარებულა, შესაბამისად, ამ ...

Read More »

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოდის

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოდის

Glovo,მიტანის სერვისის აპლიკაცია,რომელიც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალებას საათზე ნაკლებ დროში იძლევა, თბილისში შემოდის. Glovoბარსელონაში წამოწყებული სტარტაპია, რომელმაც ფუნქციონირება 2015წელს დაიწყო და მას შემდეგ საზღვრები 67 ქალაქითა (მათშორის, მადრიდი, კაირო, სტამბოლი, საუ-პაულუ) და 20 ქვეყნით გააფართოვა და 3 კონტინენტი(ევროპა, აფრიკა და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა) მოიცვა. მისი გამოყენებით მსოფლიოში 70 მილიონზე მეტი შეკვეთაამიტანილი, მომსახურების საშუალო დრო კი 45 ...

Read More »

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოდის

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოდის

Glovo – მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალებას საათზე ნაკლებ დროში იძლევა, თბილისში შემოდის Glovo ბარსელონაში წამოწყებული სტარტაპია, რომელმაც ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ საზღვრები 67 ქალაქითა (მათშორის, მადრიდი, კაირო, სტამბოლი, საუ-პაულუ) და 20 ქვეყნით გააფართოვა და 3 კონტინენტი (ევროპა, აფრიკა და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა) მოიცვა. მისი გამოყენებით მსოფლიოში 70 მილიონზე მეტი ...

Read More »

ბუცხრიკიძე: ოქუაშვილისგან განსხვავებით სატელეფონო ზარებს არ ვიწერ

ბუცხრიკიძე: “ოქუაშვილისგან განსხვავებით სატელეფონო ზარებს არ ვიწერ”

“უქუაშვილისგან  განსხვავებით, მე არასდროს  ვაწარმოებ ბიზნეს შეხვედრების და სატელეფონო ზარების ჩაწერას. ტრანზაქციას  არ უძღოდა წინ, ყიფიანთან  ჩემი სატელეფონო კომუნიკაცია” , – “თიბისის” გენერალურმა დირექტორმა  ვახტანგ ბიცხრიკიძემ  “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ბრალდებებს უპასუხა. მან 21-22 აპრილის ტრანზაქციის საბუთები წარმოადგინა, იმის დასტურად, რომ, ანგარიში გახსნილია და  მომსახურება  გაწეულია პროცედურის სრული დაცვით. აღნიშნა, რომ ფარცხალაძეს არ იცნობს, გვახარია ბიზნესომბუდსმენის სტატუსით გაიცნო, ყიფიანს იცნობს, თუმცა ...

Read More »

ჯაფარიძე: ენმ-ს პოლიტსაბჭოს არაერთი წევრი გვთხოვდა მოსაწევს, თითქმის რეგულარულად

ჯაფარიძე: ენმ-ს პოლიტსაბჭოს არაერთი წევრი გვთხოვდა მოსაწევს, თითქმის რეგულარულად

“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობას” კანაფის თემით სურს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და “საპატრიარქოსთან ჩახუტება”. “ენმ-ამ საარჩევნო დროშად აქცია კანაფის თემა. იდეებისგან სრულიად დაცლილმა და დაღმართზე ტემპ-აკრეფილმა პარტიამ გადაწყვიტა ამ თემით მოახდინოს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და საპატრიარქოსთან ჩახუტება. ‘კონსტიტუციაში ჩაიწეროს’, ‘კანაფის რესპუბლიკა’, ‘დემოგრაფია’ თვალსა და ხელს შუა გადაიქცნენ კოლექტიურ სოფო კილაძეებად ჰოდა, ვინც ამ ფარისეველ ...

Read More »