Home » 2018 » October » 05

Daily Archives: October 5, 2018

ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა

ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა

ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი დაიკარგა, მასზე ძებნაა გამოცხადებული. 64 წლის მენ ჰუნვეის უკვე ერთი კვირაა, ვერ უკავშირდებიან. ის 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა. ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მეუღლემ გაავრცელა, რომელიც საფრანგეთში, ლიონში ცხოვრობს. სწორედ ლიონში მდებარეობს ინტერპოლის შტაბბინა.

Read More »

თემურ ჭყონია საქართველოში ბრიტანული Costa Coffee–ს წარმოებას იწყებს

თემურ ჭყონია საქართველოში ბრიტანული Costa Coffee–ს წარმოებას იწყებს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოში ბრიტანული Costa Coffee–ს წარმოებას იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ ჭყონიამ ექსკლუზიურად განუცხადა. მისი ინფორმაციით, წარმოება ახალ ქარხანაში, დაახლოებით 2020 წლისთვის მოხდება. როგორც ჭყონია განმარტავს, განიხილება ორი მიმართულება. მათ შორის, Costa Coffee–ს ბრენდის ყავის ქილებში ჩამოსხმა და ამავე ბრენდის კაფეების მოწყობა. რა რაოდენობის ინვესტიცია განხორციელდება უცნობია, ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეს პროექტი ჯერ მონახაზის დონეზეა და ინვესტიციის ოდენობა მოგვიანებით ...

Read More »

სახელმწიფო უწყებებიდან ხალხს ათავისუფლებენ, ხელფასებს კი იზრდიან

სახელმწიფო უწყებებიდან ხალხს ათავისუფლებენ, ხელფასებს კი იზრდიან

1513 დასაქმებული სამსახურის გარეშე და 60 150 მილიონი ლარით გაზრდილი სახელფასო ფონდი სახელმწიფოსგან – ასეთია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს ფინანსთა სამინისტრომ უკვე წარუდგინა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, სრულიად გაუგებარია, როდესაც ერთი მხრივ, მუდმივად ოპტიმიზაციაზე მიდის საუბარი, მეორე მხრივ კი, მუდმივად იზრდება სახელფასო ხარჯი. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, სახელფასო ხარჯი იზრდება მაშინ, როცა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. ...

Read More »

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,5%–ია დაზღვეული

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,5%–ია დაზღვეული

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,5%–ია დაზღვეული – აღნიშნულ სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ბევრად მაღალია – კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის 14.9% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. 2018 წლის I კვარტლის ბოლოს სულ რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას; 2018 ...

Read More »

თბილისს m² -ის კიდევ ერთი ენერგოეფექტური და სრულად ადაპტირებული კომპლექსი შეემატა

თბილისს m² -ის კიდევ ერთი ენერგოეფექტური და სრულად ადაპტირებული კომპლექსი შეემატა

m²-მა ახალი საცხოვრებელი კომპლექსის, m² იპოდრომთან 2 -ის მშენებლობის დაწყების შესახებ 2015 წლის ივლისში განაცხადა და სამშენებლო სამუშაოებიც ამავე წელს დაიწყო. ნაცვლად 2018 წლის ოქტომბრისა, კომპანიამ 800-მდე ოჯახისთვის სარემონტო სამუშაოების დაგეგმილზე ადრე, ეტაპობრივად ჩაბარება 23 აგვისტოს დაიწყო, 4 ოქტომბერს კი, საცხოვრებელი კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა. კომპლექსი m² იპოდრომთან 2 გ. კარტოზიას 10 ნომერში მდებარეობს. პროექტს გამოარჩევს მისი მოსახერხებელი და მიმზიდველი მდებარეობა. ...

Read More »

Toyota 2,4 მილიონ უკვე გაყიდულ ავტომობილს უკან იბრუნებს – მათში ქარხნული წუნი აღმოჩნდა

Toyota 2,4 მილიონ უკვე გაყიდულ ავტომობილს უკან იბრუნებს - მათში ქარხნული წუნი აღმოჩნდა

იაპონური ავტოკონცერნი Toyota, რომელიც მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ავტომწარმოებელია, მომხმარებელს ბოდიშს უხდის და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან 2,4 მილიონ ჰიბრიდულ ავტომობილს უკან იბრუნებს, ძრავების პრობლემის გამო. ინფორმაცია ამის შესახებ Toyota-ს პრეს-სამსახურმა გაავრცელა. საქმე ეხება სხვადასხვა მოდელისა და კლასის ავტომობილებს, მათ შორის არის ძალიან პოპულარული Prius მოდელი. ქარხნული წუნით გაყიდული ავტომობილების უმეტესობა იაპონიის (130 მილიონი ავტომობილი), აშშ-ის (830 მილიონი ავტომობილი) და ევროპის ...

Read More »

2018 წლის I კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 7,57 მილიონი ლარი შეადგინა

2018 წლის I კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 7,57 მილიონი ლარი – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის I კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას; 2018 წლის I კვარტლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 164,39 ...

Read More »

რა ხარვეზები აღმოაჩნდა აიფონის ახალ მოდელებს

რა ხარვეზები აღმოაჩნდა აიფონის ახალ მოდელებს

12 სექტემბერს Apple-მა აიფონების სამი ახალი მოდელი წარადგინა. ტელეფონები უკვე იყიდება, თუმცა ბევრი მომხმარებელი ჩივის სხვადასხვა პრობლემაზე, რომელიც XS-ის და XS Max-ის გამოყენებისას შეექმნათ. iPhone X-ზე უარესი მობილური და ინტერნეტ კავშირი აქვს iPhone XS-ის და iPhone XS Max-ის მომხმარებლები ცუდი მობილური კავშირისა და სუსტი Wi-Fi-ის გამო ჩივიან, თუმცა ჩატარებული ტესტების თანახმად, ლაპარაკი იყო ინტერნეტის სიჩქარის ზრდასა და უფრო სტაბილურ სიგნალზე. მალევე მას შემდეგ რაც ტელეფონების გაყდვა დაიწყო პრობლემების ...

Read More »

ბორჯომში ქუჩის კალათბურთის ტურნირი „ბორჯომის“ თასი – კალათბურთი 3×3 ჩატარდება

ბორჯომში ქუჩის კალათბურთის ტურნირი „ბორჯომის“ თასი - კალათბურთი 3x3 ჩატარდება

6 ოქტომბერს, ბორჯომში, ახალ სტადიონზე (მის: თორის ქ.39; „ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორია) მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ პროექტით #ბორჯომისპორტისგულშემატკივარი  ქუჩის კალათბურთის ტურნირს „ბორჯომის“ თასი –  3×3 კალათბურთი უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდა. ჩემპიონატი 12:00 საათიდან დაიწყება და მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს, ვისაც ...

Read More »

255 297 000 ევრო აზიის განვითარების ბანკისგან – 35 ხიდი და 20 გვირაბი რიკოთი-ზესტაფონის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთზე

255 297 000 ევრო აზიის განვითარების ბანკისგან - 35 ხიდი და 20 გვირაბი რიკოთი-ზესტაფონის ერთ-ერთი ურთულეს მონაკვეთზე

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა. შეთანხმება ითვალისწინებს 255,297,000 ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობის ...

Read More »