Home » 2018 » October » 04

Daily Archives: October 4, 2018

პროკურატურა: ბურჭულაძის მეუღლეს ფონდმა ,,იავნანამ”, ავიაბილეთებისთვის 254000 ლარამდე გადაუხადა და დაუფინანსა 83 000 ლარის სხვა ხარჯი

პროკურატურა: ბურჭულაძის მეუღლეს ფონდმა ,,იავნანამ", ავიაბილეთებისთვის 254000 ლარამდე გადაუხადა და დაუფინანსა 83 000 ლარის სხვა ხარჯი

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფონდ „იავნანას“ ანგარიშიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებულია ავიაბილეთების ღირებულება – დაახლოებით 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი და სხვა ხარჯი – დაახლოებით 83 000 ლარი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში, საკითხზე კომენტირებისას განუცხადეს, ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. „საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად, ...

Read More »

დიდი გარიგება: IDS Borjomi-ი შესაძლოა Nestle-მ ან Coca-Cola-მ იყიდოს

დიდი გარიგება: IDS Borjomi-ი შესაძლოა Nestle-მ ან Coca-Cola-მ იყიდოს

IDS Borjomi-ი შესაძლოა  Nestle-მ ან  Coca-Cola-მ იყიდოს. აღნიშნულ გარიგებას „კომერსანტთან“ ადასტურებს coca-cola bottlers Georgia-ს პრეზიდენტი თემურ ჭყონიაც. ბიზნესმენი  დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა, განმარტავს, რომ ეს საკითხი მისი ინფორმაციით განხილვაშია. რუსული გამოცემა „Коммерсантъ“-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ  „ალფა გრუპი“, რომელსაც ეკუთვნის მინერალური წყალი „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi,  მოლაპარაკებებს  აწარმოებს შვეიცარულ კომპანია Nestle-სთან კომპანიის შესაძლო გაყიდვის თაობაზე. თუმცა, ეს ...

Read More »

დიდი გადატრიალების მოლოდინი სომხეთში – ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრობიდან შესაძლოა პრეზიდენტის სავარძელში გადაინაცვლოს

დიდი გადატრიალების მოლოდინი სომხეთში - ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრობიდან შესაძლოა პრეზიდენტის სავარძელში გადაინაცვლოს

სომხეთის პრეზიდეტი სერჟ სარქისიანი შესაძლოა დათმობაზე წავიდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, რასაც მეზობელ სომხეთში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები ითხოვენ. ფაშიანიანი ამ გზით თავისი ძალაუფლების განმტიცებას შეძლებს და თუკი ფაშინიანმა საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბა და პრეზიდენტი ამ პარლამენტმა აირჩია, შესაძლოა მან პრემიერ-მინისტრის პოსტი აღარ ისურვოს და სომხეთის პრეზიდენტი გახდეს, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსს” პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა. როგორც ...

Read More »

მაია მიმინოშვილის შემცვლელად სოფო გორგოძე, თამარ სანიკიძის შემცვლელად კი – გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა

მაია მიმინოშვილის შემცვლელად სოფო გორგოძე, თამარ სანიკიძის შემცვლელად კი - გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი – გიორგი ვაშაკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი – ბერიკა შუკაკიძე, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი – ზვიად გაბისონია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი – სოფო გორგოძე გახდა. გადაწყვეტილების შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “გიორგი ვაშაკიძეს გააჩნია 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო, კერძო, საჯარო ორგანიზაციებში მენეჯერულ ...

Read More »

მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაგნეს, რისთვისაც ნობელის პრემია გადაეცათ

მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაგნეს, რისთვისაც ნობელის პრემია გადაეცათ

2018 წელს მედიცინაში ნობელის პრემია ორ მეცნიერს – ამერიკელ ჯეიმს ელისონს და იაპონელ ტასუკუ ჰონზუს გადასცეს. მათ ონკოლოგიური დაავადებების ახალი თერაპია შეიმუშავეს. მეცნიერები დააჯილდოვეს ისეთი პრეპარატების გამოგონებისთვის, რომლებიც ხელს უშლის სიმსივნურ უჯრედებს წინააღმდეგობა გაუწიოს იმუნურ სისტემას. რისთვის გაიცა პრემია? წელს ნობელის პრემია გაიცა საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორების გამოგონებისთვის. ეს არის პრეპარატები, რომლებიც იმუნიტეტს სწრაფად ანადგურებინებს სიმსივნეს. ქიმიოთერაპია და მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპია ან პირდაპირ ...

Read More »

ბიზნესი მთავრობის რეფორმებს მიყვება

ბიზნესი მთავრობის რეფორმებს მიყვება

 ქვეყნის ეკონომიკის მთავარ გამოწვევად „საქართველოს ბანკის“  მმართველი კახა კიკნაველიძე სასამართლო რეფორმას  ხედავს. დასავლური პრაქტიკის  შემოტანა პრემიერმა ჯერ მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაანონსა, მოგვიანებით კი  ბიზნესს  გააცნო, ასოციაციასთან შეხვედრაზე. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დახურულ რეჟიმში გადასვლამდე,  მამუკა ბახტაძემ კერძო სექტორთან მუდმივ კოორდინაციაზე განაცხადა. აღნიშნა, რომ  მთავრობა ცვლილებებს ბიზნესწრეებთან კონსულტაციების გარეშე  არ ატარებს. დღეს სექტორს  2 ინიციტივა გააცნო, 20 დეკემბერს დაგეგმილი ხელმოწერა  პარიზში, საქართველოში ...

Read More »

რაჭაში წელს ყურძნის საუკეთესო მოსავალია

რაჭაში წელს ყურძნის საუკეთესო მოსავალია

რაჭის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია. 3 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 1080 ტონა ყურძენი მუჯურეთული და ალექსანდროულია დაკრეფილი და ჩაბარებული. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, რთველის პროცესი რაჭაში შეუფერხებლად მიმდინარეობს. „რაჭის რეგიონში წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საუკეთესო მოსავალია. ხარისხთან ერთად, გაზრდილია მოსავლის რაოდენობაც. ბოლო წლებში რეგიონში ახალი ვენახები გაშენდა და წელს, გასულ წლებთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულ მოსავალს ველოდებით რაჭაში. ...

Read More »

ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო

ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო

ბათუმში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით, პირველ ეტაპზე გაიცემა 1 500 ნებართვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თურქული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს გადასცეს დამატებითი ნებართვები. მომსახურების ოფისები ადგილზე ნებართვების გასაცემად შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ ...

Read More »

რა გავლენა ექნება თურქეთის კრიზისს საქართველოზე? – კობა გვენეტაძის პასუხი

რა გავლენა ექნება თურქეთის კრიზისს საქართველოზე? - კობა გვენეტაძის პასუხი

„თუ თურქეთში სიტუაცია არ გაუარესდება, საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ველოდებით“ , – ასე აფასებს თურქეთში მიმდინარე კრიზისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე Global Finance-თან მიცემულ ინტერვიუში. გვენეტაძე ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – სწორედ თურქეთზე მოდის იმპორტის 17% და ექსპორტის 8%. ამასთან, თურქეთს დიდი წილი უკავია, როგორც ტურისტულ შემოსავლებში, ასევე ფულად გზავნილებში. „ეკონომიკური სიტუაცია თურქეთში შეამცირებს საქართველოში, ...

Read More »

თურქეთში ინფლაციის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია

თურქეთში ინფლაციის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია

თურქეთში ინფლაციის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.  წლიურმა ინფლაციამ თითქმის 25%-ს მიაღწია. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ეს ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა თვესთან შეადრებით ინფლაციამ 6,3% შეადგინა. ქვეყანაში ინფლაციის დონის ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება. თურქული ლირა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 40%-ით გაუფასურდა. ლირის კურსის ვარდნას თურქულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებასა და პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე კონტროლის გამკაცრებას ...

Read More »