Home » 2018 » October » 02

Daily Archives: October 2, 2018

„ეს ჩემი პირველი მოგებაა“ – კრიპტოვალუტით ნაყიდი პირველი ხაჭაპური და AISI COIN-ები გათამაშების გამარჯვებულებს

„ეს ჩემი პირველი მოგებაა“ - კრიპტოვალუტით ნაყიდი პირველი ხაჭაპური და AISI COIN-ები გათამაშების გამარჯვებულებს

რესტორან „საბატონი“-ში ქართული კოინის გადახდის საშუალებად მიღების შესახებ ორი მემორანდუმი გაფორმდა რესტორან „საბატონი“-ში დღეს პირველი ხაჭაპური გაიჭრა, რომლის ღირებულების გადახდაც  ქართული კრიპტოვალუტით – „აისი კოინით“ განხორციელდა. ამის გაკეთება კი ანდროიდის ტელეფონით და QR კოდის საშუალებით მოხერხდა. პირველი გადახდის დემონსტრირება საჯაროდ „ლუნა გრუპის“ დამფუძნებელმა, გიორგი შერვაშიძემ მოახდინა. „საკმაოდ მარტივი პროცედურაა. ამისთვის ადამიანს ორი რამ სჭირდება – ანდროიდის ტელეფონი და აისი კოინების ...

Read More »

დღეს ბოდორნაჰესი საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო

დღეს ბოდორნაჰესი საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში,  წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. დღეს, 2 ოქტომბერს ახალი ჰიდროელექტროსადგური, ბოდორნაჰესი ექსპლუატაციაში შევიდა და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო. ბოდორნაჰესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ, GGU-ს აღმასრულებელ დირექტორთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ...

Read More »

ნათია თურნავა: კიდევ უფრო აქტიურად დავუჭერთ მხარს მცირე ჰესების განვითარებას

ნათია თურნავა: კიდევ უფრო აქტიურად დავუჭერთ მხარს მცირე ჰესების განვითარებას

ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ძალიან იზრდება მოხმარება ენერგეტიკულ სექტორში და ეკონომიკის სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს მცირე ჰესების განვითარებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ბოდორნაჰესის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ კომპანია GWP-ს წარმომადგენლებს მიულოცა ახალი პროექტის წარმატებით განხორციელება, მან ასევე პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა ...

Read More »

„თიბისი ბანკი“ – ოქუაშვილის მიერ დასახელებული კომპანია არის ქართული შპს, ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია წესრიგში აქვს და რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში

„თიბისი ბანკი“ - ოქუაშვილის მიერ დასახელებული კომპანია არის ქართული შპს, ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია წესრიგში აქვს და რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში

„თიბისი ბანკში“ ზაზა ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს. ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსმა ეკა ეგუტიამ განაცხადა, რომ ოქუაშვილის მიერ დასახელებული ტრანზაქცია სამუშაო საათებში განხორციელდა და კომპანიის მენეჯმენტზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. „ეს კომპანია არის ქართული შპს, ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია წესრიგში აქვს, სათანადოდ რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში. არავითარი საეჭვო არ აღინიშნებოდა ამ კომპანიის დოკუმენტაციაში. მსგავსი ტრანზაქციები ყოველდღე ხორციელდება ჩვენს მსხვილ ფილიალებში. გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მსგავს ...

Read More »

ტაქსის მძღოლებს ავტომობილის უსასყიდლოდ გადაღებვის სანაცვლოდ, საკუთარ მანქანებზე 2 წლის განმავლობაში შესაბამისი კომპანიის რეკლამის განთავსებას შესთავაზებენ

ტაქსის მძღოლებს ავტომობილის უსასყიდლოდ გადაღებვის სანაცვლოდ, საკუთარ მანქანებზე 2 წლის განმავლობაში შესაბამისი კომპანიის რეკლამის განთავსებას შესთავაზებენ

ტაქსის მძღოლებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ავტომობილის უსასყიდლოდ გადაღებვის ვაუჩერის მიღების სანაცვლოდ, საკუთარ მანქანებზე 2 წლის განმავლობაში აღნიშნული კომპანიის რეკლამის განთავსებას შესთავაზებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, ტაქსის მძღოლების გადასაწყვეტია, აღნიშნული სერვისით ისარგებლებენ თუ არა. მისივე თქმით, კომპანია ტენდერის საშუალებით, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გამოვლინდება. „გამოვლინდება ერთი კომპანია, რომელიც ვალდებული იქნება, გააკეთოს ტაქსის მძღოლებთან ავტომანქანის შეღებვის შეთავაზება. მძღოლებისთვის ...

Read More »

„ეკონომიკური თავისუფლების აქტში“ ცვლილებები შედის

„ეკონომიკური თავისუფლების აქტში“ ცვლილებები შედის

იმ შემთხვევაში, თუ ფული განათლების რეფორმას მოხმარდება, მთავრობას უფლება ექნება ბიუჯეტის დაგეგმვის ფისკალურ წესებს გვერდი აუაროს. შესაბამისი ცვლილებები ეკონომიკური თავისუფლების აქტში“ შედის. პროექტი საკანონმდებლო ორგანოში, 2019 წლის ბიუჯეტთან ერთად შევიდა. კანონპროექტის მიხედვით, ორგანულ კანონში დროებით რეგულაცია შემოდის, რომლის თანახმადაც, მთავრობას შეეძლება კანონით დადგენილი ზღვრები არ დაიცვას იმ შემთხვევაში, თუ განათლების სისტემის დაგეგმილი რეფორმისთვის საჭირო იქნება დამატებითი დაფინანსება. ამ უფლების გამოყენება ...

Read More »

სადაზღვევო კომპანიები და დაზღვევის ბროკერები სადაზღვევო ინდუსტრიის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

სადაზღვევო კომპანიები და დაზღვევის ბროკერები სადაზღვევო ინდუსტრიის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

სადაზღვევო კომპანიები და დაზღვევის ბროკერები სადაზღვევო ინდუსტრიის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ 2 ოქტომბერს 12სთ-ზე სასტუმრო „იოტას“ საკონფერენციო დარბაზში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და ბროკერების გაერთიანებული კავშირის „დაზღვევის კავშირის“ პრეზენტაცია გაიმართა. „დაზღვევის კავშირი“ სადაზღვევო სექტორის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით სადაზღვევო სექტორის ზრდის და განვითარების ხელშეწყობაა. კავშირი იმოქმედებს, როგორც დარგის განვითარების ხელშემწყობი, დამოუკიდებელი ორგანო ...

Read More »

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან 170 მილიონი ლარი გამოიყო

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან 170 მილიონი ლარი გამოიყო

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ახალ სისტემასთან დაკავშირებული ხარჯები უკვე ასახულია. დოკუმენტის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის 170 მილიონი ლარი გამოიყოფა. აქედან 80 მილიონი ლარი 2018 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული, რადგან სისტემის ამოქმედება თავდაპირველად სწორედ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში იგეგმებოდა. „დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომლის ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება საპენსიო ასაკში, აგრეთვე არსებული სოციალური სისტემის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება“, – ...

Read More »

შემოსავლების სამსახურში ადასტურებენ, რომ “ოჯთ”-ს საგადასახადო დავალიანება მართლაც 52 მილიონს შეადგენს

შემოსავლების სამსახურში ადასტურებენ, რომ "ოჯთ"-ს საგადასახადო დავალიანება მართლაც 52 მილიონს შეადგენს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ყველა ინფორმაცია, რომელიც გავრცელებულია ფინანსთა სამინისტროს სახელით და ეხება კომპანია „ოჯთ”-ს საგადასახადო დავალიანებას, სრული სიმართლეა და დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, კომპანიამ განაგრძო ახალი მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დაგროვება და გაზარდა იგი 52,830,844 მილიონამდე, მათ შორის ძირი თანხა 26,4 მილიონიდან გაზარდა 40 მილიონამდე. ...

Read More »

დონალდ ტრამპი: ლუდი ცხოვრებაში არ დამილევია

დონალდ ტრამპი: ლუდი ცხოვრებაში არ დამილევია

როგორც Fox News-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ლუდი არასდროს დაულევია. ამის შესახებ ტრამპა პრესკონპერენციაზე განაცხადა. ტრამპის განცხადებით, ის რომ სვამდეს, მსოფლიოში ყველაზე საშინელი იქნებოდა. „შემიძლია ვთქვა, რომ ლუდი ცხოვრებაში არ დამილევია. ეს ჩემი ერთ-ერთი კარგი ჩვევაა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ვსვამდე? მსოფლიოში ყველაზე ცუდი ვიქნებოდი. მე არასდროს დამილევია”- განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. მისივე თქმით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ძმა ალკოჰოლზე ...

Read More »