Home » 2018 » September » 24

Daily Archives: September 24, 2018

გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა

გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა

საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო. მისი თქმით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ცნობისთვის: პრემიერის რანგში გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარეც გახლდათ. ...

Read More »

კვლევის თანახმად, პირველი შვილები უმცროს და-ძმებზე ჭკვიანები არიან

კვლევის თანახმად, პირველი შვილები უმცროს და-ძმებზე ჭკვიანები არიან

შეიძლება ხშირად გიხუმრიათ, რომ თქვენს უმცროს და-ძმაზე უფრო ჭკვიანი ხართ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უფროსი ხართ და თქვენ არც ცდებით. ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ უფროს შვილებს უმცროს დედმამიშვილებზე უფრო მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ, რადგან მშობლებისგან მეტ მენტალურ სტიმულაციას იღებენ. კვლევის შედეგის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, როგორც წესი, მშობლებისგან ერთნაირ ემოციურ მხარდაჭერას იღებენ , მშობლები ...

Read More »

მინისტრის განცხადების მიუხედავად, წელს რთველზე 40 მილიონიანი სუბსიდირება გაიცა

მინისტრის განცხადების მიუხედავად, წელს რთველზე 40 მილიონიანი სუბსიდირება გაიცა

სახელმწიფომ რთველისთვის 2017 წლის მსგავსად წელსაც 40 მილიონი ლარი გამოყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულმა კომპანია სს „აკურამ“ სექტემბრის დასაწყისში რთველისთვის 10 მილიონის მომსახურების შემდეგ დამატებით 30 მილიონის მომსახურების შეძენის ნებართვა ითხოვა. მოთხოვნა შესყიდვების სააგენტომ უკვე დააკმაყოფილა. კომპანიას 2018 წლის რთველისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება ევალება. ინფორმაციას on.ge ავრცელებს. 40 მილიონი ლარის მომსახურების შეძენაზე ნებართვის მიღებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან ...

Read More »

როჯერ ვერი – შესაძლოა საქართველო ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის ჰაბად იქცეს

როჯერ ვერი – შესაძლოა საქართველო ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტის ჰაბადაც იქცეს

კრიპტო ვალუტები, ციფრული მაინინგი და ბლოკჩეინი – მაინინგის მსოფლიო სამიტზე საქართველოში 1000-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა კრიპტო ვალუტები, ციფრული მაინინგი და ბლოკჩეინი, როგორც მომავლის ტექნოლოგიური გასაღები. ამ თემებზე დისკუსიისთვის თბილისში, ბოლო 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს ყველა წამყვანი კრპიტო სპეციალისტი, მაინერი და პროგრამისტი ე.წ. სოფტვეარ დეველოპერი შეიკრიბა. ჩინეთის და ამერიკის შემდეგ, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა მაინერთა, ანუ ვირტუალური ფულის გამომმუშავებელთა რაოდენობით. სწორედ ამიტომ, საქართველო ...

Read More »

“ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი “ჩერო გმირები” უკვე ხელმისაწვდომია

"ქართული ლუდის კომპანიის" ახალი, საბავშვო პროდუქტი "ჩერო გმირები" უკვე ხელმისაწვდომია

მორიგი სიახლე  სს “ქართული ლუდის კომპანიისგან – “დღეიდან ბაზარზე ახალი  საბავშვო პროდუქტი “ჩერო გმირები” გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ზედაზენი” ავრცელებს. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ბავშვებში “ჩერო” საკმაოდ პოპულარული წვენია და  შესაბამისად “გმირები” მათ ნატურალური წვენებისადმი სიყვარულს კიდევ უფრო გაზრდის. “სურვილი გვქონდა შეგვექმნა პირველი ქართველი სუპერ გმირები, რომლებიც ერთდროულად განასახიერებდნენ როგორც ხილებს, ასევე ვიტამიენებს და მათ დადებით თვისებებს. სურვილი რეალობად ვაქციეთ ...

Read More »

კიდევ ერთი თაღლითური სქემა – როგორ სძალავენ ფულს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში

კიდევ ერთი თაღლითური სქემა - როგორ სძალავენ ფულს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში

კომპიუტერული თაღლითობა საქართველოში სულ უფრო გავრცელებული დანაშაული ხდება  “სასწრაფოდ მჭირდება 100 ლარი და შეგიძლია მასესხო? ჩემს იუზერს მოგწერ და გთხოვ, “აჭარაბეთის” ანგარიშზე ჩამირიცხე”, – თუ მსგავს შეტყობინებას სოციალურ ქსელში მეგობრისგან მიიღებთ, გირჩევთ, ინფორმაცია მასთან გადაამოწმოთ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ კიბერთაღლითები, რომლებიც “ფეისბუკის” მომხმარებლების პირად გვერდზე შეღწევით მათ მეგობრებს მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიან. თაღლითური სქემა შეტყობინების ...

Read More »

„არასწორია, რომ თითქოსდა კიკორია არ იზიარებდა ბანკებისადმი გამკაცრებულ რეგულაციებს“

„არასწორია, რომ თითქოსდა კიკორია არ იზიარებდა ბანკებისადმი გამკაცრებულ რეგულაციებს“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტს წასვლამდე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის. კობა გვენეტაძე არ იზიარებს საფინანსო სექტორში გამოთქმულ აზრს, რომ წარსულში კომერციული ბანკის წამყვანი ბანკირი ახლა სებ-ის გამკაცრებულ  რეგულაციებს არ იწონებს. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მურთაზის სებ-ის გუნდში მისვლა მოხდა სწორედ მაშინ, როცა  ძალიან ბევრი რეფორმა იგეგმებოდა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მას ამ რეფორმების განხორციელებაში. „არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები იმ აზრს, ...

Read More »

რომან გოცირიძე: საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი – მექრთამეობის და კორუფციის

რომან გოცირიძე: საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი - მექრთამეობის და კორუფციის

ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები აჩვენებს ერთ რამეს, რომ საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი – მექრთამეობის და კორუფციის, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, რომან გოცირიძემგანაცხადა. დეპუტატი გამოეხმაურა სუს-ის მიერ გამოვლენილი სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტს და ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის დაკავებას. “ზოგადად, საქართველოში არსებობს სისტემური კორუფცია და ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა. ყველაფერი იწყება თავიდან, ანუ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები ფაქტობრივად, ხელს აფარებენ დამნაშავეებს და სელექტიურად ხდება ...

Read More »

საერთაშორისო დღეს – „დღე ავტომობილის გარეშე“  კამპანია  „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ შეუერთდა

საერთაშორისო დღეს „დღე ავტომობილის გარეშე“  კამპანია  „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“   შეუერთდა

სამოქალაქო კვირეული „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო გარემო“, რომელმაც სტარტი  თბილისში, 17 სექტემბერს აიღო  დასრულდა. კამპანიის ორგანიზატორები იყვნენ  არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტი. საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სამოქალაქო კვირეული, დედაქალაქის გარდა, 10 რეგიონს მოიცავდა,  მათ შორის,  კახეთი, რაჭა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა–მთიანეთი, სამცხე–ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა.  აღნიშნულ ...

Read More »

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა

“ოზურგეთში გაიხსნა უნიკალური ფოლკლორის ცენტრი, რომელიც იქნება დასავლეთ საქართველოში ფოლკლორის განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა. ცენტრში განთავსებულია საკონცერტო დარბაზი საგამოფენო სივრცეები, აღჭურვილია ხმის ჩამწერი სტუდიებით, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოში ჩავატაროთ საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალები“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა. მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს. ოზურგეთში რეაბილიტირებული ...

Read More »