Home » 2018 » September » 23

Daily Archives: September 23, 2018

სამხრეთ აფრიკაში მარიხუანას მოხმარება-კულტივაცია ლეგალური გახდა

სამხრეთ აფრიკაში მარიხუანას მოხმარება-კულტივაცია ლეგალური გახდა

სამხრეთ აფრიკაში, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანაფის პირად სივრცეში მოხმარება და პირადი მოხმარებისთვის კულტივაცია ლეგალური გახდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის მტავრობა ამ გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგი იყო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის მთავრობას 24 თვიანი პერიოდი მისცა კანონმდებლობის შესაცვლელად. ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში აფრიკის კონტინენტზე ზიმბაბვე გახდა მეორე ქვეყანა, ლესოთოს შემდეგ, სადაც სამედიცინო მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. internationalhighlife.com სანდრო პირველი

Read More »

სააკაშვილი: კრიპტოვალუტა მიბმულია მარიხუანაზე

სააკაშვილი: კრიპტოვალუტა მიბმულია მარიხუანაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ რუსული ბლოკჩეინ კომპანია Финолог-ის ბრენდის დესპანი გახდა აცხადებს, რომ კრიპტოვალუტა მიბმულია მარიხუანაზე. “რა გააკეთა ივანიშვილმა მარიხუანაზე – აღმოაჩინა რომ ბიტკოინების ქარხანა, რომლის გამოც მოსახლეობას დენი გაუძვირდა შემოსავალს აღარ წერს, მაგრამ ახლა თანამედროვე კრიპტოვალუტა მიბმულია მარიხუანაზე. იფიქრა რა მაგარი რაღაცააო და დათვალა და თქვა რომ თუ ნოემბრამდე ვერ დავთესე 2019-მდე შემოსავალი ჩამივარდება. თქვა ...

Read More »

საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში, 8 თვეში 52 მილიონი ლარი შევიდა

საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში, 8 თვეში 52 მილიონი ლარი შევიდა

2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს. 52 მილიონიდან 21 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა, ხოლო 31 მილიონი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში. გამოცემის თანახმად, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ჯარიმებიდან შემოსავალი 15 მილიონი ნაკლები, 37 მილიონი ლარი იყო. 2018 წლის 8 თვის მონაცემები მაღალია 2010-2012 წლებისა (საშუალოდ ...

Read More »

„მარიხუანას კულტივაციის კანონი შეჩერებულია და იმედია, მომავალში არ იქნება მიღებული“

„მარიხუანას კულტივაციის კანონი შეჩერებულია და იმედია, მომავალში არ იქნება მიღებული“

მარიხუანას კულტივაციის კანონი შეჩერებულია და იმედია, მომავალში არ იქნება მიღებული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ნარკოტიკი, მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისთვის. „ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავერთიანდეთ რწმენით, სიყვარულით, სასოებით, სიკეთით. სიკეთე უნდა ვაკეთოთ და დაგვიბრუნდება. ამ ბოლო დროს თქვენ იცით მღელვარება იყო ჩვენს ერში კანონის გამო, რომელიც ეხება მარიხუანას. უნდა ვიცოდეთ, ...

Read More »

კანაფის შემფასებლის ვაკანსია, რომელიც საათში 50 დოლარით ანაზღაურდება

კანაფის შემფასებლის ვაკანსია, რომელიც საათში 50 დოლარით ანაზღაურდება

კანადა ერთადერთი ქვეყანაა დიდი შვიდიანის ქვეყნებიდან, სადაც მარიხუანას კულტივაცია ოფიციალურად დაკანონდა. კანადური კომპანია “Toronto Company”, რომელმაც რეალიზაციაზე ლიცენზია მოიპოვა, კანაფის შემფასებელს ეძებს. ვაკანტურ ადგილზე იმ ადამიანებს იწვევენ, ვინც კანაფის ხარისხში კარგად ერკვევა და არც მისი შეფასება გაუჭირდება. ვაკანტურ ადგლზე 19 და მეტი ასაკის მქონე პირებს შეეძლებათ დასაქმება. საკონსულტაციო კომპანია “დელოიტი” პროგნოზს აკეთებს, რომ რამდენიმე წელიწადში ეს სექტორი 150 000-ზე მეტ ...

Read More »

21 მილიონიანი ინვესტიცია და 700 ახალი სამუშაო ადგილი – თბილისში 7 ახალი „მაკდონალდსი“ იხსნება

21 მილიონიანი ინვესტიცია და 700 ახალი სამუშაო ადგილი - თბილისში 7 ახალი „მაკდონალდსი“ იხსნება

როგორც „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დირექტორმა თემურ ჭყონიამ აცხადებს, უახლოეს მომავალში თბილისში 7 ახალი „მაკდონალდსი“ გაიხსნება. მოლაპარაკებები მერიასთან  ტერიტორიების გამოყოფასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია. „ახლა მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს და იდეაში დადებითად გადაწყდება მხარეებს შორის შეთანხმება. საუბარია „მაკდონალდსის“ 7 ახალ ფილიალზე და თითოეული მათგანის ღირებულება 3 მლნ ლარია. ე.ი. ჯამში ვგეგმავთ 21 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას. იმის გათვალისწინებით, რომ ...

Read More »

„საქართველო უნდა გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების მიმართულებით ცენტრი“

„საქართველო უნდა გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების მიმართულებით ცენტრი“

მომავალი ნამდვილად ეკუთვნის მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული მეცნიერებაში, კვლევებში, ინოვაციების განვითარებაში, ტექნოლოგიების განვითარებაში- ეს არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ს საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, სიმბოლურია, რომ ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი ...

Read More »

დავით ჭიჭინაძე: კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების

დავით ჭიჭინაძე: კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ხისტი პოზიცია ჰქონდა და ამბობდა, რომ მისი პრემიერობისას ამ კანონის მიღება არ მოხდებოდა. „რუსთავი 2“-თან საუბარში დავით ჭიჭინაძემ ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა, სადაც მარიხუანას შესახებ იყო საუბარი. „ამ შეხვედრაზე საუბარი იყო დეკრიმინალიზაციასა და ლიბერალიზაციაზე. ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ყოველთვის ჰქონდა ხისტი პოზიცია. ის ამას მხარს არ უჭერდა და ...

Read More »