Home » 2018 » September » 18

Daily Archives: September 18, 2018

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე თანამდებობიდან გადადგა. აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში ალექსიძის გადადგომის მიზეზებს არ აკონკრეტებენ და განმარტავენ, რომ მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ქეთი ალექსიძე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელის პოსტს 2010 წლიდან იკავებდა.

Read More »

აფხაზეთში არძინბას გამოსახულებით პირველი ქაღალდის ფული გამოუშვეს

აფხაზეთში არძინბას გამოსახულებით პირველი ქაღალდის ფული გამოუშვეს

აფხაზეთში გამოუშვეს პირველი ქაღალდის ფული დე ფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით. ეს არის აფხაზური ვალუტა – 500 აპსარი. უკანა ფონზე აფხაზი მებრძოლები ჩანან, ხელში აფხაზური დროშით. აქ ნახავთ შვიდ ვარსკვლავსაც, რომელიც „სახელმწიფო“ სიმბოლიკაზეა დატანილი. ბანკნოტის დამზადება საქართველოსთან „გამარჯვების“ 25 წლისთავს ეძღვნება. ბანკნოტზე ასევე გამოსახულია აფხაზეთის „სახელმწიფო გერბი“ და რუქა. ასევე, სილუეტი სოხუმის არქიტექტურული კომპლექსის, სიმბოლური ციხე-კოშკის ფონზე. ბანკნოტი მხატვრებმა, ბატალ ...

Read More »

თამარ ჟვანიას ხელფასი აგვისტოში 20 ათას ლარს მიუახლოვდა

თამარ ჟვანიას ხელფასი აგვისტოში 20 ათას ლარს მიუახლოვდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელფასი მიმდინარე წლის აგვისტოში 19 550 ლარი იყო. ამის შესახებ On.ge-მ ინფორმაცია ცესკოდან მიიღო. 2018 წლის აგვისტოში ჟვანიას თანამდებობრივი სარგო დაუბეგრავად 17 000 ლარი იყო, ამავდროულად, მიიღო დანამატი 2 550 ლარის ოდენობით. ჟვანიამ გასული წლის აგვისტოშიც, როცა საარჩევნო პერიოდი იყო, მიიღო გაზრდილი თანამდებობრივი სარგო და დანამატი, თუმცა დაუბეგრავად ამ თანხის მოცულობა 12 774 ლარი იყო. ცესკოში On.ge-ს ...

Read More »

ზუგდიდი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები უფასოდ იმგზავრებენ

ზუგდიდი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები უფასოდ იმგზავრებენ

ზუგდიდის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. აღნიშნული პროექტი მერიის საპილოტე პროექტია, რომლისთვისაც ამ ეტაპზე 20 000 ლარია გამოყოფილი. პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის სპეციალური ბარათები შესაბამისo დაწესებულებების მიერ მოწოდებული სიების მიხედვით დამზადდა. სპეციალური ბარათები მძღოლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარედგინოს. აღნიშნული ინიციატივა ლაშა გოგიას წინასაარჩევნო ...

Read More »

მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობა ისევ 500 ლარით დაჯარიმდება – კანონპროექტი

მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობა ისევ 500 ლარით დაჯარიმდება - კანონპროექტი

მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა. აღნიშნული პროექტი რამდენიმე კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის -ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით ფლობა, ასევე გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, ისევ 500 ლარით დაჯარიმას გამოიწვევს. ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების [ანუ მცირე ოდენობით ...

Read More »

კომპანია „სვეტს“ უახლოეს დღეებში შესაძლოა მშენებლობის ნებართვები გაუუქმდეს

კომპანია „სვეტს“ უახლოეს დღეებში შესაძლოა მშენებლობის ნებართვები გაუუქმდეს

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თემურ ბოლოთაშვილის განცხადებით, თუ კომპანია „სვეტი“ უახლოეს დღეებში მერიის მიერ, 2 თვის წინ მოთხოვნილ დოკუმენტაციას არ წარმოადგენს, მშენებლობის ნებართვები გაუუქმდება. როგორც ბოლოთაშვილმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 21 სექტემბერს გადის პირობის შესრულების ვადა პროექტის შეთანხმების და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის კუთხით, ხოლო ოქტომბრის დასაწყისში გადის მშენებლობის ნებართვის პირობის შესრულების ვადა. „როგორც მოგეხსენებათ, „სვეტის“ მიერ ...

Read More »

კვირიკაშვილის პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ

კვირიკაშვილის პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ

კვირიკაშვილის პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ “ძალიან დიდი ბოდიში, პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ. პოლიტიკაში აღარ ვარ და არ ვაკეთებ კომენტარებს.”, – ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს. კვირიკაშვილმა, კითხვაზე იყო თუ არა გამოკითხვაზე დაბარებული შსს-ში, არ უპასუხა. კვირიკაშვილი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებულ მიღებას დაესწრო. მიღება კონფერენციასთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენელთა ორგანიზებით 17-19 ...

Read More »

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამ მუნიციპალიტეტს მოიცავს. ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.  გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ  ანსამბლები „შემოქმედი“, „შვიდკაცა“ და „ბასიანი“, ადგილობირივ ტრიო “შალვა ჩემო” და მგალობელთა გუნდი, სალოტბარო სკოლის ჯგუფები ოზურგეთიდან, მესტიიდან და ონიდან. ...

Read More »

მუნიციპალური პარკინგის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმა გაიზრდება

მუნიციპალური პარკინგის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმა გაიზრდება

თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, მუნიციპალური პარკირების ადგილების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს. როგორც კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წინა სხდომაზე გაცემული დავალების შესაბამისად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონდამრღვევების დაჯარიმება დაიწყო, თუმცა, ვინაიდან ჯარიმის ოდენობა დაბალია, მუნიციპალური პარკინგის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები გრძელდება. „ქალაქში, სამწუხაროდ, არის ქუჩები, სადაც მუნიციპალური პარკირების ადგილები დაკავებული აქვთ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის ...

Read More »

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრი“-„ვარკეთილის“ და საბურთალოს ხაზებს ახალი შემადგენლობა დაემატება

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრი“-„ვარკეთილის“ და საბურთალოს ხაზებს ახალი შემადგენლობა დაემატება

„ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილის“ ხაზზე მეტროს ახალი, სამი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, საბურთალოს ხაზს კი, ერთი სამვაგონიანი შემადგენლობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მეტროში მოცდის პერიოდი სამ წუთამდე შემცირდება. “ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, ჩვენ მეტროში ვაპირებთ გარკვეული ცვლილებების შეტანას, რადგან ძალიან ბევრი მგზავრი გადაყავს დღეს მეტროს და პიკის საათებში ადამიანებს უწევდათ 5-6 ...

Read More »