Home » 2018 » September » 12

Daily Archives: September 12, 2018

ოქტომბრიდან, სტუდენტების ნაწილი შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ

ოქტომბრიდან, სტუდენტების ნაწილი შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ

პარლამენტის განათლების კომიტეტმა “ახალგაზრდა ადვოკატების” საკანონმდებლო წინადადებას სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე მხარი დაუჭირა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები,  მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) – ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული ...

Read More »

„ორშაბათიდან მთელი ენერგიით და ენთუზიაზმით, 100%-ით ჩავერთე ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობაში“

„ორშაბათიდან მთელი ენერგიით და ენთუზიაზმით, 100%-ით ჩავერთე ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობაში“

“ჩემი შვებულება არ იყო აღებული დასვენების მიზნით, ეს იყო იძულებითი შვებულება” ჩემი შვებულება არ იყო აღებული დასვენების მიზნით, ეს იყო იძულებითი შვებულება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, მას წინა სამსახურში ბევრი საქმე დარჩა გადასაბარებელი. გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, გარკვეული დრო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროცედურებისთვისაც დასჭირდა. „ვწუხვარ, რომ ...

Read More »

„ის სიტუაცია, რომელიც განათლების სამინისტროში დამხვდა, არ მაკმაყოფილებდა“

„ის სიტუაცია, რომელიც განათლების სამინისტროში დამხვდა, არ მაკმაყოფილებდა“

“აუდიტის დასკვნამ უნდა გვაჩვნოს რა დარღვევები იყო, თუმცა ახლავე გეუბნებით, რომ სისტემურ დარღვევებს ახლავე ვხედავთ” პირობა დავდეთ, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი სექტემბრის ბოლოს უნდა დავამთავროთ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აუდიტის დასკვნა გამოავლენს გრიფირების პროცესში არსებულ დარღვევებს, თუმცა სისტემური ხასიათის დარღვევები უკვე შესამჩნევია. „პირობა დავდეთ, რომ ...

Read More »

HUAWEI P20 Pro – ინოვაციური და ტექნიკურად ყველაზე განვითარებული სმარტფონი მსოფლიოში

HUAWEI P20 Pro - ინოვაციური და ტექნიკურად ყველაზე განვითარებული სმარტფონი მსოფლიოში

ევროპის ფოტოსა და ხმის ასოციაციამ (EISA) 2018-2019 წლის საუკეთესო სმარტფონად HUAWEI P20 Pro დაასახელა. ნომინაციაში გამარჯვება სმარტფონს დახვეწილმა დიზაინმა, გამძლე ელემენტმა, უსწრაფესი დატენვის ფუნქციამ და რა თქმა უნდა, საუკეთესო კამერამ მოუტანა. EISA-მ ლეიკასთან ერთად შემუშავებული, სამი კამერის მქონე HUAWEI P20 Pro შეაფასა როგორც ინოვაციური და ტექნიკურად ყველაზე განვითარებული სმარტფონი მსოფლიოში, რომელიც მომხმარებლების საუკეთესო პარტნიორია ნებისმიერ სიტუაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წელს ...

Read More »

სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება

სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება

სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს სააგენტო განსაზღვრავს ლიცენზიის საფასურს და კონკურსის პირობებს. „მსგავსი რეგულაციებისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული სააგენტო, რომლის ფარგლებშიც მოხდება როგორც კონკრეტული სალიცენზიო პირობების დადგენა, ასევე სხვადასხვა სახის საქმიანობებზე იქნება სხვადასხვა ლიცენზიები. ეს შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ეს იქნება მკაცრად რეგულირებადი ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – კანაფის წარმოება მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას

ლევან დავითაშვილი - კანაფის წარმოება მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას

კანაფის წარმოება მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას და ის ყველა ქვეყანაში იწარმოება მკაცრად რეგლამენტირებულ პირობებში, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ლეგალურად დაშვებულია ასეთი კულტურის წარმოება, ეს ხდება სპეციალური პირობების შესაბამისად და კონტროლი ამაზე არსებობს საკმაოდ მკაცრი. „მისი წარმოება, ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას. შესაბამისად, ის ყველა ქვეყანაში იწარმოება მკაცრად ...

Read More »

რას ითვალისწინებს კანაფის მოყვანა-წარმოების კანონპროექტი

რას ითვალისწინებს კანაფის მოყვანა-წარმოების კანონპროექტი

შსს-ს ინფორმაციით, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოების თაობაზე კანონპროექტი ლიცენზიის სხვადასხვა სახეებს ითვალისწინებს, რაც გამორიცხავს მთლიანი საწარმოო ჯაჭვის რომელიმე კომპანიის მიერ მონოპოლიზაციას. შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიხუანას მოხმარებისა და კულტივაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მკაცრად იქნება განსაზღვრული პოტენციური ლიცენზიანტი იურიდიული პირის მიერ დასაკმაყოფილებელი უსაფრთხოების და სხვა პირობები. „ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში ...

Read More »

პარლამენტის კომიტეტმა დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტის კომიტეტმა დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 12 აგვისტოს – დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილი, “შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება. ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმაც წარუდგინა, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ამის ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: არ გამოვრციხავ მარიხუანა საექსპორტო პოზიციებზე ერთ-ერთი წამყვანი გახდეს

ივანე მაჭავარიანი: არ გამოვრციხავ მარიხუანა საექსპორტო პოზიციებზე ერთ-ერთი წამყვანი გახდეს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მარიხუანას ექსპორტი მომგებიანი იქნება. მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, მარიხუანა საექსპორტო პოზიციებზე ერთ-ერთი წამყვანი გახდეს. „ამას დრო უნდა, ეს ბაზარი ძალიან მზარიდია, თვითონ სამედიცინო მიზნებისთვის უფრო და უფრო მეტად მოიხმარება, ხდება აბსოლუტურად ახალი პროდუქტების შექმნა ფარმაცევტიკაში, კოსმეტოლოგიაში ა.შ , შესაბამისად ბევრ რამეს განაპირობებს ტექნოლოგიები და ამ სფეროში მიმდინარე რევოლუცია რომ დავარქვათ. მე მგონი ძალიან დიდი ...

Read More »

„მარიხუანით თრობისას ავტოტრანსპორტის ტარება სისხლის სამართლით დასჯადი ხდება“

„მარიხუანით თრობისას ავტოტრანსპორტის ტარება სისხლის სამართლით დასჯადი ხდება“

მარიხუანის ლეგალიზება და მისი მოხმარება – დღეს მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხი იქნა განხილული, სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც კანონში შედის მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშრებით: “მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუციოლებელი მოხდეს შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება მარიხუანას მოხმარების. ამ ნაწილში ჩვენ მტავრობის დავალებით გავატარეთ ...

Read More »