Home » 2018 » September » 06

Daily Archives: September 6, 2018

დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე გიორგი წოწკოლაური იქნება

დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე გიორგი წოწკოლაური იქნება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ გიორგი წოწკოლაური ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ დანიშვნის შესახებ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ არის. გიორგი წოწკოლაური პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს.  ამ თანამდებობაზე გიორგი წოწკოლაურმა მიხეილ დუნდუა შეცვალა, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა. გიორგიწოწკოლაური კი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

Read More »

საქართველოში სომხეთიდან და ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა

საქართველოში სომხეთიდან და ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა

საქართველოში სომხეთიდან და ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა მცირდება. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. ივნისი-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სომხეთის 417 019 მოქალაქე ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22.7 ათასით ნაკლებია. სომხეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის კლება აპრილში დაიწყო. ზაფხულის პერიოდში ირანიდან 98 702 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2017 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 16.7 ათასით ნაკლებია. ვიზიტორთა კლება ივნისიდან დაიწყო, აგვისტოში ...

Read More »

საქართველოს რეგიონების სკოლებში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება

საქართველოს რეგიონების სკოლებში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება

საქართველოს მასშტაბით 69 საჯარო სკოლაში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, 69 სკოლიდან 50 სხვადასხვა რეგიონს ეკუთვნის. „69 საჯარო სკოლაში მოხდება უკაბელო ინტერნეტის მონტაჟი. აქედან განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 50 სკოლა წარმოდგენილია სხვადასხვა რეგიონში. სწავლების პროცესში უკაბელო ინტერნეტთან წვდომა როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ გაციფრულება და ინტერნეტიზაცია იქნება ჩვენი ...

Read More »

ტრამპი: ირანის, როგორც ქვეყნის მომავალი ეჭვქვეშ დგას

ტრამპი: ირანის, როგორც ქვეყნის მომავალი ეჭვქვეშ დგას

ქვეყნის შიგნით საჯარო უკმაყოფილების ფონზე, ირანის, როგორც ქვეყნის მომავალი ეჭვქვეშ დგას, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ირანში სრული არეულობაა და ირანის ხელისუფლება ახლა მხოლოდ იმაზე ზრუნავს თუ როგორ გადარჩეს როგორც ქვეყანა. როდესაც მე ხელისუფლებაში მოვედი საკითხი იდგა ისე თუ როდის დაიპყრობდა ირანი ახლო აღმოსავლეთს. ახლა კი საკითხი მათ გადარჩენაზე დგას. წელიწადნახევრისთვის ეს ძალიან ...

Read More »

,,საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა – თუ ზომები არ იქნა მიღებული, ფასების ზრდა უკონტროლო გახდება”

,,საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმუზეა - თუ ზომები არ იქნა მიღებული, ფასების ზრდა უკონტროლო გახდება"

ეკონომიკის ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე საწვავის ფასების მუდმივად მზარდ ტრენდს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მერაბ ჯანიაშვილის პოსტს უცვლელად:  ,,ბენზინი კიდევ გაძვირდა, 1 ლიტრში 2,67 ლარს ვიხდი, არნახულად ძვირია საქართველოს პირობებში. როგორც მახსოვს ჩვენთან ასეთი ძვირი ნავთობი არასდროს ყოფილა, 2008 წელსაც კი, როცა 1 ბარელის ფასი 150 დოლარზე იყო ასული (ახლა 80-ის ფარგლებშია). კვირიკაშვილი პირველ რიგში ...

Read More »

მამუკა ბახტაძე ქართველ ბიზნესმენებს მიმართავს, დღგ-ს დაბრუნების პროცესში აქტიურად ჩაერთონ

მამუკა ბახტაძე ქართველ ბიზნესმენებს მიმართავს, დღგ-ს დაბრუნების პროცესში აქტიურად ჩაერთონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მეწარმეებსა და ქართულ კომპანიებს მოუწოდებს, დღგ-ს დაბრუნების პროცესში აქტიურად ჩაერთონ. როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღგ-ს დაბრუნება მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და კერძო სექტორისთვის დღეის მდგომარეობით 280 მილიონი ლარია დაბრუნებული. „ჩვენ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დავიწყეთ  ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, ძალიან მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით, ეს გახლავთ დღგ-ს დაბრუნების სისტემა. დღევანდელი დღის მდგომარეობით თითქმის 280 მილიონი ...

Read More »

ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია მომავალ კვირაში გაიმართება

ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია მომავალ კვირაში გაიმართება

ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია მომავალ კვირაში გაიმართება,  – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოქმედი საბაჟო კოდექსი ვერ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. „პარლამენტში გამოსვლისას დავპირდი საზოგადოებას, რომ საქართველოში გვექნება ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი. იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომ არსებული საბაჟო კოდექსი ვერ პასუხობს გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენ გაქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე. მომავალ კვირას ...

Read More »

თიბისი ბანკი ADB -მ საქართველოში წამყვან პარტნიორ ბანკად დასახელდა ვაჭრობის ფინანსირების სფეროში

თიბისი ბანკი ADB -მ საქართველოში წამყვან პარტნიორ ბანკად დასახელდა ვაჭრობის ფინანსირების სფეროში

აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მეოთხედ დაასახელა წამყვან პარტნიორ ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სინგაპურში გაიმართა და მას 15 ქვეყნის ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების  200-მდე წარმომადგენელი დაესწრო. აზიის განვითარების ბანკმა 23 საუკეთესო პარტნიორი ბანკი გამოავლინა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს. “ბოლო 12 თვის განმავლობაში განსაკუთრებული ფინანსური მაჩვენებლები გვაქვს, რასაც რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი ბანკების დახმარების გარეშე ...

Read More »

ბოლო თვეებში ხალხის მდგომარეობა, გამოსწორების ნაცვლად, დამძიმდა

ბოლო თვეებში ხალხის მდგომარეობა, გამოსწორების ნაცვლად, დამძიმდა

საქართველოში ცხოვრების დონე არათუ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდეც უარესდება გარდა იმისა, რომ ხალხი დანაზოგს ვერ აკეთებს, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ელემენტარული საშუალებაც არ აქვს, რომ ყოველდღიურ ხარჯს გაუმკლავდეს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, სამთავრობო ცვლილებებმა ჯერჯერობით ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით, ასეთი მძიმე შემოდგომა ქვეყანაში ბოლო წლებში არ ყოფილა. თავის დროზე, კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად სწორედ სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა და ჭარბვალიანობა დასახელდა. შეიძლება ...

Read More »

EMUI 9.0 მომხმარებელს HUAWEI Mate 20 სერიაში შეუდარებელ გამოცდილებას ჰპირდება 

EMUI 9.0 მომხმარებელს HUAWEI Mate 20 სერიაში შეუდარებელ გამოცდილებას ჰპირდება 

IFA 2018-ზე, კომპანია HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდმა (CBG),   Android Pie-ზე დაფუძნებული   ოპერატიული სისტემა  EMUI 9.0 წარადგინა. მნიშვნელოვანია, რომ EMUI 9.0 ერთ-ერთი პირველი პერსონალიზირებული სისტემაა, რომელსაც გააჩნია ინტუიციური ინტერფეისი და მრავალფეროვანი ფუნქციები, იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის მოთხოვნებიც კი. შეგახსენებთ, რომ რიგით მეათე გამოფენა-გაყიდვა IFA 2018-ს ბერლინმა უმასპინძლა, სადაც ერთ სივრცეში თავი მოიყარა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდების ინოვაციურმა ნაწარმმა. დიდი ...

Read More »