Home » 2018 » September » 04

Daily Archives: September 4, 2018

ანასტატუს – აზიური ფაროსანას შესაძლო ბუნებრივი მტერი საქართველოში

ანასტატუს – აზიური ფაროსანას შესაძლო ბუნებრივი მტერი საქართველოში

ანასტატუს – ასე ჰქვია მწერს, რომელიც საქართველოშია გავრცელებული და შესაძლოა, აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად განვიხილოთ. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ. მეცნიერებს ვარაუდის საფუძველს გასული წლიდან მიმდინარე დაკვირვებების შედეგები აძლევს. კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აზიური ფაროსანას დაპარაზიტებული კვერცხები გასული წლის ივლისში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ისინი ანასტატუსის სახეობას განეკუთნებოდნენ, რაც მოგვიანებით შვეიცარიელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს. როგორ მოქმედებს პარაზიტი აზიურ ფაროსანაზე? როგორც ...

Read More »

“C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიება პრევენციული ხასიათისაა”

"C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიება პრევენციული ხასიათისაა"

„მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, ყველას მოვუწოდებ ჩაერთონ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, რადგან ვისაც ეს ინფექცია აქვს და ახლა არ აწუხებს, რამდენიმე წელიწადში დარჩებიან ამ დაავადებასთან პირისპირ “ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  დავით სერგეენკომ მოსახლეობას C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და იმ სიახლეების შესახებ ისაუბრა, რაც ბენეფიციარებს ფინანსურ თუ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. ...

Read More »

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

იაპონიამ გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივოს, – ამის შესახებ დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტარო კონომ განაცხადა. მინისტრის შეფასებით, სავიზო რეჟიმის გამარტივება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას. იაპონიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მრავალჯერადი ვიზების შემოღება იგეგმება. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ტარო კონო დღეს ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ შეთახნმება გაფორმდა, ...

Read More »

ქართული საბავშვო თოჯინების თეატრი ფრანკფურტში ,,თიბისი ბანკის” მხარდაჭერით წარსდგა

ქართული საბავშვო თოჯინების თეატრი ფრანკფურტში ,,თიბისი ბანკის" მხარდაჭერით წარსდგა

2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ბაზრობას წარმოადგენს, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ამასთან დაკავშირებით, ბაზრობის ფარგლებში გამართულ თეატრალურ ფესტივალ „მდინარის ნაპირზე“ („River Bank“) წელს, თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქართული საბავშვო თოჯინების ოპერის თეატრი „მცირე პწკალა“ წარმოდგენა „მუსიკალური ცისარტყელით“ იყო მიწვეული. „მუსიკალური ცისარტყელა“,  მუსიკალურ-შემეცნებითი საოპერო წარმოდგენა არის, რომელიც სხვადასხვა სახის თოჯინური ეტიუდებისგან შემდება. პროექტი „მცირე პწკალა“  ...

Read More »

საკითხები, რომლებიც 30 სექტემბრიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას დაემატება

საკითხები, რომლებიც 30 სექტემბრიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას დაემატება

30 სექტემბრიდან მართვის მოწმობის ტესტებს ეკომართვის საგამოცდო ბილეთები დაემატება. საუბარია ჯამში 51 დამატებით ბილეთზე. შესაბამისი ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე გამოსცა. ბრძანებას თან ერთვის დანართები, რომელშიც ეკომართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ცვლილება „თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა. იხ.  ახალი ბილეთები  იხ.  სწორი პასუხები

Read More »

პირველი არასუბსიდირებული რთველი – ყურძნის შესყიდვა 80 კომპანიას სურს

პირველი არასუბსიდირებული რთველი – ყურძნის შესყიდვა 80 კომპანიას სურს

დივერსიფიცირებული ბაზრები, გაზრდილი ღვინის ექსპორტი და საწარმოების რაოდენობა, – ლევან დავითაშვილისთვის ეს ის ძირითადი წინაპირობაა, რომელიც რთველის წარმატებულად და ორგანიზებულად ჩატარებას შეუწყობს ხელს. გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დარწმუნებულია, რომ 10 წლიანი სუბსიდიის შემდეგ პირველი არასუბსიდირებული რთველი, წარმატებულად ჩაივლის. “მეწარმეები და მევენახეები თავად შეთანხმდებიან ფასზე ყურძნის ხარისხისა და კონდიციიდან გამომდინარე”, – განაცხადა დავითაშვილმა რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს ...

Read More »

საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვაზე ტარიფი განახევრდა

საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვაზე ტარიფი განახევრდა

საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვაზე ტარიფი განახევრდა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზაშიც“ ადასტურებენ. გადაწყვეტილება 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. საუბარია გადაზიდვებზე ფოთი-ერევნისმიმართულებით. 15 სექტემბრიდან საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ავტომობილებით ექსპორტ-იმპორტი იკრძალება. გადაწყვეტილების მიზეზად ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გადატვირთულობა სახელდება, რაც ტურისტების მიმოსვლას აფერხებს.

Read More »

კორუფცია C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში – პროგრამით გამოძიება დაინტერესდა და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა

კორუფცია C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში - პროგრამით გამოძიება დაინტერესდა და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა

C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით გამოძიება დაინტერესდა და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. საქმე ეხება დაავადების სამკურნალოდ საქართველოსთვის გამოყოფილ გაუხარჯავ, ვადაგასულ და ძვირადღირებულ პრეპარატებს. ჯანდაცვის სამინისტროში ვადაგასული წამლების აღსარიცხად შემოსავლების სამსახურთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც შევიდა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით“, – განუცხადეს „ნიუპოსტს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ...

Read More »

,,სვანეთი ჰიდრო” მესტიის მეორე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოაწყობს

,,სვანეთი ჰიდრო” მესტიის მეორე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოაწყობს

,,სვანეთი ჰიდრო” მესტიის მეორე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოაწყობს კომპანია ,,სვანეთი ჰიდრომ” მესტიის მეორე საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკის თანამედროვე სივრცედ მოწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო. სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდეგ მოხდება სივრცის შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა, წიგნადი ფონდის გაახლება და ბიბლიოთეკარის გადამზადება, რისთვისაც კომპანიამ 50 000 ლარზე მეტი გამოყო. “პროექტის ფარგლებში სვანეთის მეორე საჯარო სკოლაში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მოვაწყობთ ბიბლიოთეკას, ...

Read More »

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

იაპონიამ გადაწყვიტა გაამარტივოს სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა. „ჩვენ ფუნდამენტურ ღირებულებებს ვიზიარებთ, როგორიც არის თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. გასულ წელს საქართველო და იაპონია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს აღნიშნავდნენ. მოხარული და კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობებით. მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა ...

Read More »