Home » 2018 » September

Monthly Archives: September 2018

ბიზნესომბუდსმენი: მივმართავთ შრომის ინსპექციასრეესტრში რეგისტრაციის მდგომარეობის შემოწმება და სანქცირება გონივრული ვადით გადადოს

ბიზნესომბუდსმენი: მივმართავთ შრომის ინსპექციასრეესტრში რეგისტრაციის მდგომარეობის შემოწმება და სანქცირება გონივრული ვადით გადადოს

„მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ მეწარმეები არ იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულები“ – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვადის გასვლის შესახებ საუბრისას. ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. ...

Read More »

“ოჯთ”-ის ქონება აუქციონზე გაიყიდება

"ოჯთ"-ის ქონება აუქციონზე გაიყიდება

კომპანია ,,ოჯთ“-ის აქტივები საბიუჯეტო დავალიანების დასაფარად, აუქციონზე გაიყიდება- ამის შესახებ შემოსავლების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით, უწყებამ საქალაქო სასამართლოს მარტში მიმართა და მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოგვიანებით, გადაწყვეტილება ,,ოჯითიმ“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საქმე წააგო და შემოსავლების სამსახურმა კომპანიის ქონების რეალიზაციის უფლება მიიღო. შემოსავლების სამსახურის განცხადება: შპს „ოჯთ“-მ, როგორც გადასახადის გადამხდელმა, დაარღვია გადასახადების სრულად ...

Read More »

კახა კალაძე – მხარს ვუჭერ ზურაბ ჯაფარიძის საინტერესო იდეას

კახა კალაძე - მხარს ვუჭერ ზურაბ ჯაფარიძის საინტერესო იდეას

მხარს ვუჭერ ზურაბ ჯაფარიძის, “ჯაფარას” საინტერესო იდეას, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ცესკოში შეტანილ სარჩელს, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება მოხდა. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, 27 სექტემბერს თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან, რაც შესაძლოა, კანონიდან გადაცდომა – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყოს. ...

Read More »

2018 წლის II კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 368.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2018 წლის II კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 368.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 368.5 მლნ აშშ დოლარი (901.4 მლნ ლარი, მეორე კვარტალის მშპ-ს 8.9%) შეადგინა.  მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება, რომლის უარყოფითი სალდო 2018 წლის მეორე კვარტალში წლიურად 20.6%-ით გაიზარდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი) შეადგინა. მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 28.2%-ით, ...

Read More »

გრუ, ფე-ეს-ბე, ეს-ვე-ერი – როგორ მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში

გრუ, ფე-ეს-ბე, ეს-ვე-ერი - როგორ მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში

აქტიური პოლიტიკური პროცესების დროს, არჩევნებია ეს თუ რაიმე დიდი პოლიტიკური აქცია, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიტიკოსები ყველაზე დიდ საფრთხობელად მუდმივად იყენებენ ერთმანეთის რუსეთის აგენტობაში დადანაშაულებას. ასეა ახლაც, რაღაც ნაწილი გრიგოლ ვაშაძეს მიიჩნევს რუსეთის აგენტად, ნაწილი – სალომე ზურაბიშვილს. თუმცა საინტერესოა, რომ თუკი “ნაციონალური მოძრაობის” დროს შოუების დადგმით ხდებოდა რუსეთის ჯაშუშობისთვის ბრალდებული პირების გამოვლენა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უკვე 6 წელია, ...

Read More »

“სადაც არ უნდა გათხარო ყველგან შეგიძლია გათხარო” – ზურაბიშვილი „აიისა”-ს პრეზერვატივზე

კომპანიამ „აიისა” , რომელიც ბოლო დროს პრეზერვატივებზე სკანდალური წარწერებით და სურათებით გახდა ცნობილი, პრეზერვატივის მორიგი ხმაურიანი შფუთვა გამოუშვა. ახალი დიზაინის პრეზერვატივზე დატანილია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ფოტო, მისივე ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამით: სადაც არ უნდა გათხარო ყველგან შეგიძლია გათხარო. წყარო: Cyc.ge

Read More »

სკოლის გამოსაშვები გამოცდები 8-დან შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს

სკოლის გამოსაშვები გამოცდები 8-დან შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს

სკოლის გამოსაშვები გამოცდები (CAT) შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ჯაშის თქმით, შესაძლოა, გამოიყენონ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც გამოცდები ოთხ ძირითად საგანში ბარდება – მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ერთ არჩევით საგანში. „მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა გადაწყვეტილება, რომ 2020 წლისთვის რადიკალურად შეიცვლება საატესტატო სისტემა. რაც შეეხება საგამოცდო ტესტების გართულებას 2019 ...

Read More »

საერთაშორისო კომპანიებსისათვის საქართველოში ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მზადდება

საერთაშორისო კომპანიებსისათვის საქართველოში ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მზადდება

“მომავალი წლის პირველი იანვრიდან ვახორციელებთ, შეიძლება ითქვას, ისტორიული მნიშვნელობის რეფორმას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მისცემს საერთაშორისო კომპანიებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში გახსნიან ოფისებს და საქართველოდან დაიწყებენ ჩვენს რეგიონში საერთაშორისო ბიზნესის კეთებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ და სხვა ინიციატივებზე დეტალურად თბილისში დაბრუნების ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – მივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

მამუკა ბახტაძე - მივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

მივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა. გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს, აქტიურად გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. “თუმცა, ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობებს აწყდება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ...

Read More »

ქართული ბარათებით უცხოურ საიტებზე აზარტული თამაშები შეუძლებელი იქნება

ქართული ბარათებით უცხოურ საიტებზე აზარტული თამაშები შეუძლებელი იქნება

ქართული ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდების განხორციელება, შესაძლოა, აიკრძალოს. ამ მიმართულებით ცვლილებები “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში იგეგმება, რომელიც პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში წარედგინება. ცვლილებების თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს) აეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. საგადახდო ...

Read More »