Home » 2018 » August » 29

Daily Archives: August 29, 2018

მიხეილ დუნდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა

მიხეილ დუნდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა

მიხეილ დუნდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.  მან გიორგი თაბუაშვილი შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას commersant.ge ავრცელებს მიმდინარე წლის 1 მაისიდან დღემდე დუნდუა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  იყო და პარალელულად სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი  თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მიხეილ დუნდუას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას: 12.07. 2018 წ. ...

Read More »

ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩას ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭება

ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩას ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭება

29 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის საკრებულოს მიერ ერთ-ერთი ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ვიდრე შერჩეულ ქუჩაზე ჩატარდება სრული აღრიცხვა და ნომრების მინიჭება, განთავსდეს სადემონსტრაციო-საინფორმაციო დაფა, როგორც ეს ქართველ გმირს შეეფერება. აღნიშნული ინიციატივით, მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე მყოფ ქალაქ ბათუმის მერს, ლაშა ...

Read More »

„რუსთავი 2“-ის წილის მფლობელი დეპუტატის შვილი გახდა

„რუსთავი 2“-ის წილის მფლობელი დეპუტატის შვილი გახდა

ტელეკომპანია „რუსთავის 2“ -ის წილის მფლობელი, საქართველოს პარლამენტის წევრის შვილი გახდა. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ნიკოლოზ ნაყოფია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას შვილია, „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 50%-ის მესაკუთრე გახდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ამჯერად ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ში 22%-იან წილს ფლობს ლევან ყარამანიშვილი, 18%-ს გიორგი ყარამანიშვილი, საკონტროლო პაკეტის – 51%-ის წილის მფლობელი კი შპს „ტელეკომპანია საქართველოა“. თავის მხრივ, ...

Read More »

როგორი იქნება ახალი iPhone, რომელიც სექტემბერში გამოჩნდება ბაზარზე

როგორი იქნება ახალი iPhone, რომელიც სექტემბერში გამოჩნდება ბაზარზე

Bloomberg: Apple-ის ახალი ფლაგმანური მოდელი 6,5 დუიმიანი ეკრანით იქნება აღჭურვილი, რაც მას ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სმარტფონს გახდის. საერთო ჯამში, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი 3 ახალ iPhone-ს წარადგენს. სააგენტოს ცნობით, მოწყობილობები დიზაინით iPhone X-ის მსგავსი იქნება, მათ მხოლოდ ზომა განასხვავებს. სმარტფონები OLED-ეკრანებით იქნება აღჭურვილი. მათი უკანა პანელი კი მინით იქნება დაფარული და მასზე განთავსდება ორმაგი კამერა. ახალ მოდელებში აქცენტი ტელეფონების მუშაობის ...

Read More »

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი ელექტროენერგიას მიიღებს

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი ელექტროენერგიას მიიღებს

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი  კი  ელექტროენერგიას მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ კვირას მიიღო. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისებას ამ რეგიონში „მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ ...

Read More »

ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან – ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის

ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან - ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის

პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 100%-დან 50%-მდე მცირ­დე­ბა. იც­ვლე­ბა ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ სეს­ხებ­ზე ჯა­რი­მე­ბი­სა და სა­უ­რა­ვე­ბის ოდე­ნო­ბაც. სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პი­რო­ბის დარ­ღვე­ვის გამო, მსეს­ხებ­ლის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს და ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ის ოდე­ნო­ბა, დღე­ზე სეს­ხის ნარ­ჩე­ნი ძი­რი­თა­დი თან­ხის 0.27%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. რას გუ­ლის­ხმობს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია და რა იც­ვლე­ბა ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სექ­ტემ­ბრი­დან – ...

Read More »

ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 232,8 მლნ ლარს შეადგენს

ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 232,8 მლნ ლარს შეადგენს

2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ–მოძრავი ქონების მოცულობა 232 829 987 ლარს შეადგენს. დასაკუთრებული ქონებიდან 90,9% კომერციულ ბანკებზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 211 833 608 ლარი შეადგინა. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. ...

Read More »

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა”

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განუცხადა. გვენეტაძის თქმით, როგორც ადრე, ამჯერადაც სავალუტო ფონდის პოზიციაა, რომ ზოგადად, ეკონომიკის შოკებისადმი მდგრადობისთვის მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნება აუცილებელია. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა. მისიამ მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკის ბოლო მოვლენები, შეაფასა რეფორმები. დღეს დილით უკვე ვებგვერდზე განთავსდა პრესრელიზი, ...

Read More »

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რის გამოც მასზე ყოველთვის აისახება რეგიონის ეკონომიკური მიმდინარეობები

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რის გამოც მასზე ყოველთვის აისახება რეგიონის ეკონომიკური მიმდინარეობები

საქართველოში ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსია, რაც ნიშნავს, რომ  მასზე ყოველთვის აისახება რეგიონის ეკონომიკური მიმდინარეობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განუცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, „თუ ასეთი ასახვა არ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ  პრობლემები დაგროვდება და მერე ერთბაშად გამოვლინდება“. „მცურავი გაცვლითი კურსი არის ზუსტად ის მექანიზმი, რომელიც თავიდან აგვარიდებს დიდ მერყეობებს. ამასთან, ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც დღეს ეკონომიკაში გვაქვს, ნამდვილად კარგია. ...

Read More »

“ლართან დაკავშირებული მერყეობები პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს – ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მყარი და ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს”

"ლართან დაკავშირებული მერყეობები პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს - ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მყარი და ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს"

ის მერყეობები, რომელიც პერიოდულად ლართან დაკავშირებით ხდება ბაზარზე, არანაირად პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მინისტრმა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაფასა და მას წარმატებული უწოდა. „გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. მათ პრაქტიკულად ეკონომიკური ზრდის კუთხით საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდეს 4,8%-დან 5,5%-მდე. ეს ძალიან დიდი მიღწევაა იმ ...

Read More »