Home » 2018 » August » 27

Daily Archives: August 27, 2018

რუსეთში ექსპორტის და ფინანსური ოპერაციების შეზღუდვა იწყება – სანქციების პირველი ეტაპი

რუსეთში ექსპორტის და ფინანსური ოპერაციების შეზღუდვა იწყება - სანქციების პირველი ეტაპი

სოლსბერიში მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ექს-პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ნერვულ-პარალიტიკური გაზით მოწამვლის საპასუხოდ აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში შევიდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა დოკუმენტი სანქციების შესახებ რეესტრში წინა კვირას გაატარა, თუმცა ის ძალაში დღეს, 27 აგვისტოს შევიდა. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორ პაკეტადაა გაყოფილი. პირველი, რომელიც დღეს შევიდა ძალაში, გულისხმობს რუსეთში ექსპორტის და ფინანსური ოპერაციების შეზღუდვას. ექსპორტის შეზღუდვაში, პირველ რიგში, ...

Read More »

“თურქეთში მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება საქართველოზეც დადებითად აისახება”

"თურქეთში მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება საქართველოზეც დადებითად აისახება"

ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი სახელმწიფოს საიმედოობის მაჩვენებელია, ის ინვესტორებს აძლევს ინფორმაციას, რამდენად სარისკოა კონკრეტულ ქვეყანაში ფინანსების ჩადება ან ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის ფულის სესხება, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, მერაბ ჯანიაშვილმა Fitch-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივით „BB“-დონეზე შენარჩუნებასთან დაკავშირებით განაცხადა. მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ამჯერად, რეიტინგი უცვლელი დარჩა, მაგრამ მისი გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ შემცირდება ან განეიტრალდება ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკები, მათ შორის, თურქეთში განვითარებული ნეგატიური ...

Read More »

საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაიწყეს და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი

საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაიწყეს და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი

სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, გური მენაბდიშვილის ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ამის შესახებ მენაბდიშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩემი ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ის კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია სუფთა იყოს. მისი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ის ფსიქოტროპული ნივთიერებები, ...

Read More »

სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მცირდება – ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმების ოდენობა იცვლება

სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მცირდება - ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმების ოდენობა იცვლება

1-ელი სექტემბრიდან სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, „მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს“. „იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ...

Read More »

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავეს

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ანაკლიაში, თბილისსა და აჭარაში არაერთი ღონისძიება გაატარა. მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ...

Read More »