Home » 2018 » August » 24

Daily Archives: August 24, 2018

ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 23 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 74,73 (- 0,05)  დოლარი/ბარელზე.  ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 67,83 (- 0,03)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

კვლევის მიხედვით, თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი “ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, ავლაბრის მოედანთან, მელიქიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზეა

კვლევის მიხედვით, თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი “ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, ავლაბრის მოედანთან, მელიქიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზეა

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას აჭარბებს. ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების მნიშვნელობების და ჰაერის ხარისხის შესაბამისი ინდექსების მიხედვით, აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბების მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა, მეტროსადგურ“ ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, ავლაბრის მოედანთან, მელიქიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, ხაშურში, რუსთავსა და თელავში ასევე დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის, როგორც დაბალი ინდექსი, ასევე ზოგიერთ წერტილში ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევებიც. ...

Read More »

შორეული NATO და ევროკავშირი – მერკელის გახსნილი გზავნილები

შორეული NATO და ევროკავშირი - მერკელის გახსნილი გზავნილები

საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტი დასრულდა. საქართველოში ეს ვიზიტი ყველაზე მეტად იმით დაამახსოვრდებათ, რომ გერმანიის კანცლერმა პირველად მოიხსენია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულტერიტორიებად. „ეს არის ოკუპაცია და ეს არის ჩემი პასუხიც. ეს რეგიონები არის ოკუპირებული, დაკავებულია ტერიტორიის 20%, ამასთან ერთად, ეს რჩება ძალიან უხეშ დიდი უსამართლობად”, – განაცხადა კანცლერმა ქართველი სტუდენტის კითხვის პასუხად, რატომ არ ხმარობს მერკელი სიტყვა ოკუპაციას. მერკელმა საქართველოში 200 ...

Read More »

მოსახლეობა სამედიცინო სერვისებით ვეღარ სარგებლობს

მოსახლეობა სამედიცინო სერვისებით ვეღარ სარგებლობს

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების სერვისებით მოსარგებლე ბენეფიციარების რიცხვი 15%-საც ვერ აჭარბებს. გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, მოქალაქეების უმეტესობას ჯანდაცვის სერვისზე თანადაფინანსების პირობებშიც კი არ მიუწვდება ხელი. რამდენიმე სხვა მიზეზთან ერთად ბენეფიციართა პასიურობა სწორედ სამედიცინო სერვისების მაღალი ფასით არის გამოწვეული. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება მუდმივად უძვირდება. ამიტომაც ადამიანები ხშირ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს გაურბიან. მიუხედავად საყოველთაო ...

Read More »

„ომის განმეორება არ გვსურს, თუმცა, თუ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, თავდაცვის უფლება გვაქვს“

„ომის განმეორება არ გვსურს, თუმცა, თუ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, თავდაცვის უფლება გვაქვს“

„ნებისმიერი სახელმწიფო, ძლიერიც კი, შეწუხებული იქნება იმით, რომ მის საზღვრებთან ასეთი სახის წვრთნები იმართება” – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი „ტასთან” ინტერვიუში საქართველოში ჩატარებული ნატო-ს წვრთნების შესახებ. „ჩვენ ომი გადავიტანეთ და არ გვსურს, რომ ეს განმეორდეს. არ გვსურს, რომ ჩვენმა ხალხმა და ქართველებმაც ისევ გაიარონ ეს რთული პროცესები, თუმცა, თუ ჩვენ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, ჩვენ გვაქვს თავდაცვის უფლება”, ...

Read More »

“საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით”

ანგელა მერკელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით

საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის ჩვენ სამუშაო კვოტებს შევქმნით, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მერკელის განცხადებით, კვოტები გარკვეული სპეციალობებისთვის შეიქმნება, რომლის დეფიციტიც გერმანულ ბაზარზეა. „ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი ...

Read More »

1 875 ლარი ქორწინებისას და შვილის შეძენისას – რა სოციალური გარანტიებით ისარგებლებენ მეხანძრე-მაშველები

1 875 ლარი ქორწინებისას და შვილის შეძენისას - რა სოციალური გარანტიებით ისარგებლებენ მეხანძრე-მაშველები

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის“ ახალი წესი დამტკიცდა. დოკუმენტის თანახმად, უწყებაში დასაქმებულებზე განისაზღვრა ერთჯერადი ფულადი დახმარებები შვილის შეძენისას, დაქორწინებისას და ოჯახის წევრის გარდაცვალებისას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ბრძანებით, დაქორწინებისას მეხანძრე-მაშველის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 1875 ლარის ოდენობით, შვილის შეძენისას ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არასრულწლოვნის შვილად აყვანისას – 1875 ლარის ...

Read More »

„საქართველოს რუსეთის ფაქტორის გამო, ძალიან ცუდად მოუწია განვითარება”

„საქართველოს რუსეთის ფაქტორის გამო, ძალიან ცუდად მოუწია განვითარება"

ჰუმანიტარული სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალიან კატასტროფულია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მითხრა, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტის კითხვის პასუხად. სტუდენტმა ანგელა მერკელს ჰკითხა, როგორ შეაფასებდა პროცესებს, რომელიც ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მიმდინარეობს და თუ თვლის, რომ აღნიშნული რეგიონები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. „როგორც ვთქვი, ეს არის უსამართლობა. მე პრემიერ-მინისტრმა მითხრა, რომ ჰუმანიტარული სიტუაცია ამ რეგიონებში ...

Read More »

„ქართული ლუდის კომპანიამ“ RC Q-ს წარმოება დაიწყო

„ქართული ლუდის კომპანიამ“ RC Q-ს წარმოება დაიწყო

ქართული ლუდის კომპანიამ“ RC Q-ს წარმოება დაიწყო და ბაზარზე ფორთოხლისა და ლაიმის გამაგრილებელი სასმელი გამოიტანა. RC Q-ს შეძენა 0.5 ლიტრიან და 2.0 ლიტრიანი შეფუთვებითაა შესაძლებელი. „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, რომ RC Cola-ს მრავალფეროვანი სახეობები წარმოადგენენ მომხმარებლის ინდივიდუალური ცხოვრების სტილს, ხალისიანი და ენერგიით სავსე ფერებით. RC Q ძირითადად მრავალფეროვან, მულტი-კულტურულ ახალგაზრდობაზე გათვლილი გამაგრილებელი სასმელია. „ჩვენ მომხმარებელს ახალი RC Cola შევთავაზეთ, ეს ...

Read More »

„საქართველოში სოციალური მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია, დემოკრატია კი აღიარებადია მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში”

„საქართველოში სოციალური მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია, დემოკრატია კი აღიარებადია მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში"

საქართველო არის ძალიან სწორ გზაზე, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა კითხვის პასუხად, რამდენად მზად არის, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, რომ მომავალში მივიღოთ დემოკრატიული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. „რა თქმა უნდა, მე მზად ვარ. ფაქტი, რომ აქ ვიმყოფები, არის ცალსახა ნიშანი, რომ მინდა მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს სრულიად ...

Read More »