Home » 2018 » August » 22

Daily Archives: August 22, 2018

UEFA გურამ კაშიას ლგბტ პირების მხარდაჭერისთვის დააჯილდოებს

UEFA გურამ კაშიას ლგბტ პირების მხარდაჭერისთვის დააჯილდოებს

უეფა გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოვებს. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უეფას ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს. “ლგბტ საზოგადოების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის, გურამ კაშია #EqualGame-ის პირველ ჯილდოს მიიღებს”, – წერია უეფას განცხადებაში. UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე გურამ კაშიას სტატიაც მიუძღვნეს. სტატიაში ნათქვამია, რომ გურამ კაშიას ჯილდო ლგბტ თემის საჯაროდ მხარდაჭერის გამო გადაეცა. ეს მოიცავდა როგორც ...

Read More »

ბანკებმა 7 თვე წმინდა მოგების 10.5%-იანი კლებით დაასრულეს

ბანკებმა 7 თვე წმინდა მოგების 10.5%-იანი კლებით დაასრულეს

საბანკო სექტორმა 7 თვე წმინდა მოგების 10.5%-იანი კლებით დაასრულა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტორის კონსოლიდერებული წმინდა მოგება 464.45 მლნ ლარია, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54.7 მილიონით ნაკლები. მხოლოდ ივლისში ბანკებმა 54 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. წლიურ ჭრილში კლება 24%-ს (17.2 მლნ) აღემატება. გადასახადების გადახდამდე მოგება 67 მლნ ლარი იყო.   წყარო: gbc.ge

Read More »

“არჩევნების გაყალბებამ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს”

არჩევნების გაყალბებამ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის შეფასებით, არჩევნების გაყალბება გლობალური პრობლემა გახდა, რამაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. „ძალაუფლების უზურპაცია, არჩევნების გაყალბება გლობალური პრობლემა გახდა კაცობრიობისათვის, ისევე როგორც ტერორიზმი, ატომური იარაღი, ისევე როგორც გლობალური დათბობა. ეს არის სერიოზული თემა, რამაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. ვისაც ეს არ სჯერა არაბულ პროცესებს გადახედოს“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. მისი თქმით, ქვეყანაში არჩევნების ...

Read More »

ვინ არის “ტროას ცხენი” ევროკავშირისთვის – პუტინს მერკელთან შეხვედრაზე “ხელებში კოზირი” ეჭირა

ვინ არის "ტროას ცხენი" ევროკავშირისთვის - პუტინს მერკელთან შეხვედრაზე "ხელებში კოზირი" ეჭირა

როგორც გერმანული გამოცემა Salzburger Nachrichten-ი წერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბერლინში ანგელა მერკელთან მოლაპარაკებაზე “ხელებში კოზირით” ჩავიდა. როგორც გამოცემა წერს, შეხვედრაზე იმსჯელეს რუსეთის ფედერაცისს გეოპოლიიკურ წარმატებებსა და ევროპაში პრორუსული ალიანსის შესაძლო გამოჩენაზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიაში პირველად ჩავიდა 2016 წლის შემდეგ. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინს ზურგს უმაგრებს რამდენიმე გეოპოლიტიკური წარმატებული ნაბიჯი. პირველ რიგში, რუსეთს აქვს გავლენა ჩინეთზე, ...

Read More »

სესხის გაცემისას ბანკი დაეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს და ფიზიკური პირების საკრედიტო ისტორიას

სესხის გაცემისას ბანკი დაეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს და ფიზიკური პირების საკრედიტო ისტორიას

იმ მომხმარებლებს, რომლებიც კომერციულ ბანკებთან სასესხო ხელშეკრულების დარღვევის გამო „კრედიტ-ინფოს“ შავ სიაში მოხვდნენ და კრედიტებზე წვდომა შეეზღუდათ 1 სექტემბრიდან „ნეგატიური სტატუსი“ გაუუქმდებათ. როგორ აფასებენ კომერციული ბანკები საკანონმდებლო ცვლილებას და შეარბილებენ თუ არა „შავ სიაში“ მყოფი მოვალეებისთვის დაკრედიტების პოლიტიკას? ამ საკითხზე „კომერსანტმა“ კითხვით კომერციულ ბანკებს მიმართა. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის ინფორმაციით, საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო არ უქმდება. ის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ...

Read More »

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ხელფასად 6250 ლარი, მეხანძრე-მაშველის ყოველთვიურ სარგოდ კი – 750-დან 1200 ლარამდე განისაზღვრა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ხელფასად 6250 ლარი, მეხანძრე-მაშველის ყოველთვიურ სარგოდ კი - 750-დან 1200 ლარამდე განისაზღვრა

საქართველოს მთავრობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა ფულადი სარგოსა (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო) და ფულად სარგოზე დანამატის ოდენობებისა და გაცემის წესი დაამტკიცა. განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს 2018 წლის 9 აგვისტოდან შევიდა ძალაში და 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან წარმოშობილ ყველა სამართლებრივ ურთიერთობაზე მოქმედებს. მთავრობის განკარგულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 4560 თანამშრომელს ეხება. როგორც განკარგულების დანართშია აღნიშული, ...

Read More »

2019 წლის ბოლოს თბილისში ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებენ

2019 წლის ბოლოს თბილისში ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებენ

2019 წლის ბოლოსთვის თბილისში ძველი, ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებენ, –  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, წლის ბოლოს თბილისში 90 ერთეული მანი-ს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსი შემოვა. „პარალელურად, მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეული 8-მეტრიანი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესყიდვის პროცესი და როგორც დავპირდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის 550 ერთეული ავტობუსი იქნება შემოყვანილი“, – ...

Read More »

კახეთში წელს 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან

კახეთში წელს 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან

მიმდინარე წელს კახეთში 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „რთველი – 2018“-ის საკოორდინაციო შტაბში 11 კომპანია უკვე დარეგისტრირდა, რომელიც მოსახლეობისგან ყურძენს შეისყიდის. რთველი კახეთში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროდანმიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყება. ამასთან, სტიქიისაგან დაზარალებული ქისტაურისა და ახაშენის მოსახლეობა მესამე დღეა დაზიანებული ყურძნის მოსავალს ახმეტის ღვინის ქარხანაში აბარებს.  რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, ქარხანამ მოსახლეობისგან უკვე მიიღო და გადაამუშავა 500 ...

Read More »

ერდოღანის პირდაპირი მმართველობა საქართველოს განათლების სისტემაში

ერდოღანის პირდაპირი მმართველობა საქართველოს განათლების სისტემაში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთი წლით ავტორიზაციის შეჩერების ფაქტმა, კიდევ ერთხელ გააჩინა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. ანალიტიკოსების ნაწილი უბრალო დამთხვევად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოში დაიხურა უკვე მესამე სასწავლო დაწესებულება, რომელიც ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცის ნაწილად მიიჩნევა და რომელიც თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების მიერ ტერორისტად და მტრად შერაცხული, ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის – ...

Read More »

აშშ-მა ასობით მილიონი დოლარის რუსული აქტივები დაბლოკა

აშშ-მა ასობით მილიონი დოლარის რუსული აქტივები დაბლოკა

როგორც Ria.ru წერს, ვაშინგოტნმა ასობით მილიონი დოლარის რუსული აქტივები დაბლოკა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე სიგალ მანდელკერი იუწყება. დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით, საბანკო კომიტეტს რუსეთზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით წარედგინა განსახილველად. ასევე, აშშ-მა კიბერსანქციები დაუწესა რუსულ კომპანიას და ორ რუსეთის მოქალაქეს. სანქციები მოქალაქეებთაგან შეეხო ანტონ ნაგიბინს, დაბადებული 1985 წელს და მარინა ცარევას, დაბადებული 1973 წელს. მათ მიმართ სანქციების დაწესების მოტივი იყო ...

Read More »