Home » 2018 » August » 18

Daily Archives: August 18, 2018

ალიბეგაშვილი: ბოლოს მივაღწიეთ, რომ “ამბასადორზე” წარწერა ქართულ ენაზეც გაეკეთებინათ

ალიბეგაშვილი: ბოლოს მივაღწიეთ, რომ "ამბასადორზე" წარწერა ქართულ ენაზეც გაეკეთებინათ

დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არის ობიექტები, სადაც ბიზნესორგანიზაციები ან სხვა ტიპის დაწესებულებებია, თუმცა მასზე ქართულენოვანი აბრა არ არის გაკეთებული. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ენის სახელმწიფო დეპატამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ ქაოტური ვითარებაა. „კი ბატონო, ნამდვილად ავალდებულებს ყველას, რომ ქვეყანაში აბრები აუცილებლად იყოს გაკეთებული ქართულ ენაზეც. მაგრამ, იმდენად ქაოტური ვითარებაა, რომ ერთ და ორ თვეში ...

Read More »

თბილისელი ისტორიკოსი, რომელიც სოხუმში ლექციებს კითხულობს: აფხაზებს სურთ, რომ ურთიერთობები რაღაცნაირად მოვაწესრიგოთ

თბილისელი ისტორიკოსი, რომელიც სოხუმში ლექციებს კითხულობს: აფხაზებს სურთ, რომ ურთიერთობები რაღაცნაირად მოვაწესრიგოთ

„სოხუმში ქართველების მიმართ ინტერესი თითქმის არ არის, 2008 წლის შემდეგ საერთოდ შემცირდა ინტერესი… აფხაზი ახალგაზრდები არიან ყველაზე უფრო დიდი დამცველები აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეის,“ – აცხადებს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. „რეზონანსი“: თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა სერგეი შამბას ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და დროა დიალოგი დაიწყოს. თქვენ სოხუმში ჩადიხართ ხოლმე და ალბათ უფრო ...

Read More »

თემურ ჭყონია: ამ ქვეყანაში სავალდებულო რაც არაა, ის არ სრულდება

თემურ ჭყონია: ამ ქვეყანაში სავალდებულო რაც არაა, ის არ სრულდება

თემურ ჭყონია საპენსიო ფონდის მმართველების კომპეტენციით ინტერესდება „ამ ქვეყანაში სავალდებულო რაც არაა, ის არ სრულდება“, – ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია კერძოდ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას. მისი თქმით, დღეს ყველა კითხვას სვამს იმასთან დაკავშირებით, შემცირდება თუ არა კომპანიებში ხელფასები, მას შემდეგ, რაც 2+2+2 სისტემა ამოქმედდება, თუმცა მთავარ კითხვებზე პასუხები ამ დრომდე არავის მიუღია. “მე პირადად, მაინტერესებს როგორ და ვის მიერ ...

Read More »

ვინ არიან აფხაზები და საიდან მოვიდნენ ისინი

ვინ არიან აფხაზები და საიდან მოვიდნენ ისინი

„ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ სასჯელს ვიხდით“ გოდება იერემიასი 5,7 მას შემდეგ, რაც კავკასიის ხალხები კრემლის შვილობილებად მოვინათლეთ, მზერა ჩრდილოეთისაკენ გაგვექცა და ერთმანეთი დავივიწყეთ. დღეს ჩვენი ხელმეორედ გაცნობა რუსული იარაღის ჟღარუნით ხდება. კავკასიური სიჯიუტით ვცდილობთ აფხაზები ერთმანეთის დაჯაბნას, ნაცვლად გაერთიანებისა და ერთ მუშტად შეკვრისა, როგორც ეს ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ…. საქართველოს მეფის დაძახილზე მთელი კავკასია ფეხზე დგებოდა; ...

Read More »

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაილუქა

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაილუქა

სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ დაილუქა. შენობიდან სტუმრების გაყვანა გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაისურაძემ განაცხადა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, სასტუმრომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა, რის გამოც უწყებამ სასამართლოს მიმართა, სადაც სასტუმრომ სასამართლოს ორივე ინსტანციაში წააგო. “ვიდრე სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ მოწესრიგდება, სასტუმრო ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს, სასტუმროს მხრიდან არ მოხდა იმ ვალდებულებების ...

Read More »

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წელს 2 189 797 ლარის პრემია გასცა, რაც პრემიებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს 569 797 ლარით აჭარბებს”

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წელს 2 189 797 ლარის პრემია გასცა, რაც პრემიებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს 569 797 ლარით აჭარბებს"

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2017 წელს 2 189 797 ლარის პრემია გასცა, რაც პრემიებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს 569 797 ლარით აჭარბებს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დამტკიცებული ბიუჯეტით 1 620 000 ლარის პრემია უნდა გაეცა, თუმცა სამსახურმა 2 189 797 ლარი გასცა. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტაჟის მიხედვით დანამატს, სამსახურს ...

Read More »

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერი გახდა

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერი გახდა

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერია. საპროვაიდერო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსსა“ და სადაზღვევო კომპანია „არდის“ შორის გაფორმდა, 2018 წლის აგვისტოდან „არდის“ დაზღვეულები „ნიუ ჰოსპიტალსში“ სადაზღვევო პირობებით ისარგებლებენ. კომპანია „არდის” დაზღვეულებს შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართონ „ნიუ ჰოსპიტალსს“ და სერვისის მისაღებად გამოიყენონ დაზღვევის პოლისი. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 150 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის ...

Read More »

აგვისტოს ბოლოდან ბათუმს ახალი ავტობუსები მოემსახურება

აგვისტოს ბოლოდან ბათუმს ახალი ავტობუსები მოემსახურება

ბათუმს აგვისტოს ბოლოდან “ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსები ეყოლება. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, საწყის ეტაპზე ქალაქს 15 ერთეული ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი მოემსახურება, წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 35-მდე გაიზრდება. ახალი ავტობუსები ბათუმს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ეყოლება, რაც ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს. “ევრობანკმა” საქართველოს 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, ხოლო E5P-მ 1.5 მილიონი ...

Read More »