Home » 2018 » August » 13

Daily Archives: August 13, 2018

საქართველოს პოლიტიკური ვექტორის მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას, დიდი გამოცდა ელის

საქართველოს პოლიტიკურ ვექტორის მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას, დიდი გამოცდა ელის

აშშ-ს პროტექციონისტული ღონისძიებებიან  გამომდინარე,  დაწყებული სავაჭრო ომი, დიდი ალბათობით მსოფლიო ეკონომიკის შენელებას გამოიწვევს. შესაბამისად  ეკონომიკაში გაჩნდება  ახალი გაურკვევლობები, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას, გაძვირებული პროდუქცია  კი პირველ რიგში დაზარალებს მომხმარებელს,რომელთა რიგებში თითოეული ჩვენთაგანი მოიაზრება. დავიწოთ იქედან, რომ აშშ- ს მხრიდან „ირანის ატომური „ ხელშეკრულებიდან გამოსვლა,სერიოზულ ზიანს მიაყენებს ევროპულ კომპანიებს. სიტუაცია საკმაოდ  სერიოზულია,რამდენად დაემორჩილება ევროპული ბიზნესი დაეთანხმოს ამერიკის დიქტატს ამ საკითხებში ...

Read More »

დონალდ ტრამპი დღეს მოაწერს ხელს ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის კანონს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი

დონალდ ტრამპი დღეს მოაწერს ხელს ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის კანონს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ხელს მოაწერს ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი. დოკუმენტი 2019 წელს შეერთებული შტატების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად 716 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი კანონს, ნიუ-იორკში ფორტ დრამის ბაზაზე მოაწერს ხელს. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი სენატმა აგვისტოს დასაწყისში დაამტკიცა. დოკუმენტში საუბარია ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაზე. ასევე ის ...

Read More »

“ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რაღაც რეგულაციები აუცილებლად შემოსაღებია, თორემ მძიმე შედეგს მივიღებთ”

"ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რაღაც რეგულაციები აუცილებლად შემოსაღებია, თორემ მძიმე შედეგს მივიღებთ"

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მარიხუანას მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას აცხადებს, რომ პარლამენტმა გარკვეული რეგულაციები ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა მიიღოს. „რეფორმები ამ მიმართულებით განსახორციელებლია, რაზეც დაწყებულია მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩარჩოებში უნდა მოექცეს ყველაფერი და არ უნდა იყოს ის, რაც მაგალითად, საკონსტიტუციომ გამოიტანა. რაღაც რეგულაციები აუცილებლად შემოსაღებია, თორემ მძიმე შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა კალაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ...

Read More »

რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს

რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს

რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. შავი ზღვის სანაპირო ქალაქ რიზეში, მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მზად არის, მსგავსი სისტემის შემოღებისთვის ევროპის იმ ქვეყნებთანაც, რომლებსაც „დოლარის ზეწოლისგან გათავისუფლება სურთ.“ თურქული ლირა მიმდინარე წელს 40%-ით გაუფასურდა. თურქული ვალუტის ვარდნა აშშ-ის მიერ თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ...

Read More »

13 აგვისტოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა იწყება

13 აგვისტოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა იწყება

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1800 წვევამდელს გაიწვევენ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 1395-ს, შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 1370-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 200-ს. საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამასთან ცნობილია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში საკანონმდებლო ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც წვევამდელებს ჯარის სანაცვლოდ სახანძრო მაშველებად სამსახურს შესთავაზებენ. საგანგებო ვითარებაში ახალგაზრდებს ქვეყნის სამსახურში ყოფნისგან მღვდელმსახურის საბუთი ვეღარ დაიცავს. ...

Read More »

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა ქართულ კომპანიას გამოუყო. აღნიშნული თანხა ზოგად კორპორაციულ მიზნებს მოხმარდება და თიბისი ბანკს საქართველოს ბაზარზე ფინანსური ოპერაციების გაფართოებაში შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტში და ჩინეთთან  სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ მომხმარებლებს. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო ...

Read More »

Tripadvisor-ზე დარეგისტრირებული განთავსების საშუალებების რაოდენობით თბილისი რეგიონის დედაქალაქებს შორის მეორე ადგილზეა

Tripadvisor-ზე დარეგისტრირებული განთავსების საშუალებების რაოდენობით თბილისი რეგიონის დედაქალაქებს შორის მეორე ადგილზეა

თბილისში Tripadvisor-ზე დარეგისტრირებული განთავსების საშუალებათა რაოდენობა 1618 განთავსების ობიექტია დარეგისტრირებული. ამ მაჩვენებლით თბილისი მეორე ადგილზეა საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის. პირველი ადგილზე მოსკოვია დარეგისტრირებული 2843 ობიექტით. PMCG-ის მონაცემებით, Tripadvisor-ზე დარეგისტრირებული აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის დედაქალაქების განთავსების საშუალებათა რაოდენობა ასეთია: ბაქო – 456, ერევანი – 436, ანკარა – 364. Tripadvisor-ზე საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის, ყველაზე მეტი ...

Read More »

რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი აშშ-ის სამხედრო ხომალდი Carney-ი შავ ზღვაში შევიდა

რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი აშშ-ის სამხედრო ხომალდი Carney-ი შავ ზღვაში შევიდა

რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი აშშ-ის სამხედრო ხომალდი, Carney-ი შავ ზღვაში შევიდა. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის ინფორმაციით, ხომალდის მისია შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე რეგიონის მოკავშირეებისა და პარტნიორების ფლოტებს შორის თავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ნაღმოსანი Carney-ი აშშ-ის მე-6 ფლოტის შემადგენლობაში შედის და Arleigh Burke-ს ტიპის მე-14 ხომალდია. სამხედრო გემის სიგრძე 154 მეტრია. ნაღმოსანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „იჯისითაა“ აღჭურვილი და მასზე „ტომაჰავკის“ რაკეტებია განთავსებული. არარეგიონული ქვეყნის სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში ...

Read More »

ამერიკელები ლებრონ ჯეიმსის ქვეყნის განათლების მინისტრად დანიშნვას ითხოვენ

ამერიკელები ლებრონ ჯეიმსის ქვეყნის განათლების მინისტრად დანიშნვას ითხოვენ

როგორც Bleacher Report-ი წერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ-პეტიციას იმაზე, რომ ლეიკერსის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ქვეყნის განათლების მინისტრად დაინიშნოს. პეტიცია აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გაეგზავნა. “ლებრონ ჯეიმსი მაგალითია ბავშვებისთვის მთელს ქვეყანაში. მან აჩვენა, რომ ადარდებს ამერიკის ახალგაზრდა თაობის ბედი. მას ესმის საზოგადოებრივი განათლების მნიშვნელობა და ძალა. ამგვარი განათლება ეხმარება ბავშვებს საკუთარი რეალური პოტენციალის რეალიზაციაში”, – წერია ...

Read More »

ივლისში საგარეო ვალის მოცულობა შემცირდა

ივლისში საგარეო ვალის მოცულობა შემცირდა

ქვეყნის საგარეო ვალდებულებები წლიურ ჭრილში ზრდის ტრენდით ხასიათდება, თუმცა ივლისში ივნისთან შედარებით საგარეო ვალი 18 მლნ დოლარით შემცირდა და  2018 წლის 31 ივლისის მონაცემებით, 5,168 მლრდ დოლარით განისაზღვრა. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 268 მლნ დოლარით არის გაზრდილი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 3,7 მლრდ დოლარი მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ...

Read More »