Home » 2018 » August » 12

Daily Archives: August 12, 2018

აღიარებს თუ არა ბელარუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს – რუსეთი ბელარუსის ნავთობპროდუქტებისა და გაზის უწყვეტ მომარაგებას წყვეტს

აღიარებს თუ არა ბელარუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - რუსეთი ბელარუსის ნავთობპროდუქტებისა და გაზის უწყვეტ მომარაგებას წყვეტს

რუსეთი ოქტომბრიდან ბელარუსს ნავთობპროდუქტებისა და გაზის უწყვეტ მომარაგებას შეწყვეტს როგორც ipress-ი წერს, ამგვარ ღონისძიებებს ხელისუფლება ბიუჯეტის შესავსებად ატარებს. მოწოდების განახლებისთვის აუცილებელია ნავთობპროდუქციის მიწოდების კომპენსაცია. რუსეთი ოქტომბრიდან ბელარუსს ნავთობპროდუქტებისა და გაზის უწყვეტ მომარაგებას შეწყვეტს. ამის შესახებ ნათქვამია “Belneftekhim”, თავმჯდომარის მოადგილის ანდრეი რიბაკოვის, განმარტებით წერილში ცვლილებების ოქმის ორმხრივი სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებაში, რომელიც ღეუტერს-მა შეისწავლა. “რუსული მხარის ინიციატივით, ის შეუწყვეტს ბელარუსს ნავთობისა და გაზის ...

Read More »

10 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი საგარეო ვალი აქვს

10 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი საგარეო ვალი აქვს

სახელმწიფო ვალის ტვირთის სიდიდე იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენია ვალი პროცენტულად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ. ამასთან, რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, მას შეუძლია უფრო მეტ ვალს მოემსახუროს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2017 წლის აპრილის მონაცემებით, 2016 წლის 31 დეკემბერს ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი იაპონიას ჰქონდა – მშპ-ის 239%, რაც დოლარებში 11 ტრილიონია. მეორე ადგილზეა საბერძნეთი – მშპ-ის მიმართ 181%-ით, 335 მილიარდი დოლარი. მსოფლიოს 10 ...

Read More »

“მინდა ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და სახლიდან ფეხით ვივლი”

"მინდა ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და სახლიდან ფეხით ვივლი"

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში აღარ უნდა იყოს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტს ათონელის სასახლე(ორბელიანის სასახლე) უფრო შეეფერება. „ის სასახლე, რომელიც არსებობს, გვინდა, არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის უკვე სახელმწიფოს სიმბოლო. ამიტომ, იქ უნდა შევიდეს ან პრემიერი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან გახდეს უცხოელებთან საერთო ...

Read More »

ქალაქები მსოფლიოში, სადაც ავტომანქანით გადაადგილება აკრძალულია

ქალაქები მსოფლიოში, სადაც ავტომანქანით გადაადგილება აკრძალულია

მსოფლიოში, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არსებობს ისეთი ქალაქები, სადაც ავტომანქანით გადაადგილება აკრძალულია. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქალაქებს, სადაც მანქანით შესვლა არ არის დაშვებული. ჰიტჰორნი, ჰოლანდია ამ სოფელს მეორენაირად „ჰოლანდიურ ვენეციას“ უწოდებენ. აქ სახლებს შორის ხის ხიდებია გადებული, რომლებიც საკმაოდ კუზიანია, რათა მის ქვეშ ნავები გაეტიოს. ჰიტჰორნში აღნიშნული სატრანსპორტო სისტემა ბუნებრივი პირობებით ჩამოყალიბდა. აქ დიდი რაოდენობით ტორფი ყოფილა, მის აღმოჩენის შემდეგ კი ...

Read More »

კორპორაცია „მონსანტო“ სიმსივნით დაავადებულ ფერმერს 290 მილიონ დოლარს გადაუხდის

კორპორაცია „მონსანტო“ სიმსივნით დაავადებულ ფერმერს 290 მილიონ დოლარს გადაუხდის

აშშ-ში, კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიოტექნოლოგიების კორპორაცია „მონსანტოს“ სიმსივნით დაავადებული ფერმერისთვის კომპენსაციის სახით 290 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. როგორც ირკვევა, „მონსანტოს“ მიერ წარმოებული ერთ-ერთი ჰერბიციდი საშიშ ნივთიერება გლიფოსატს შეიცავდა, თუმცა პაკეტზე გამაფრთხილებელი ინფორმაცია არ ყოფილა. ამერიკელი ფერმერი აღნიშნულ ნივთიერებას წლების განმავლობაში იყენებდა საკუთარ ფერმაში, რამაც მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. სამედიცინო დასკვნის თანახმად, ამ შემთხვევაში ავთვისებიანი ლიმფომის გამომწვევი მიზეზი სწორედ გლიფოსატია. ...

Read More »

საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა ლევან ვასაძემაც მიიღოს მონაწილეობა

საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა ლევან ვასაძემაც მიიღოს მონაწილეობა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პრეზიდენტობის კანდიდატობას ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სთავაზობს. რაც შეეხება ფაქტს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად პარტიამ უკვე კახა კუკავა წარადგინა, კუკავა აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის ნაწილია. „რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილ განაცხადს, ეს არის კანონის მოთხოვნა, რათა ბლანკები აიღო და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. აუცილებელია ასეთი განაცხადის შეტანა. ეს იურიდიული პროცედურაა. საბოლოო გადაწყვეტილებას ...

Read More »

„რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს”

„რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს"

თურქული ლირა მიმდინარე წელს 40%-ით გაუფასურდა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს. „თურქეთი მზად არის, მსგავსი სისტემის შემოღებისთვის ევროპის იმ ქვეყნებთანაც, რომლებსაც „დოლარის ზეწოლისგან გათავისუფლება სურთ“, – აცხადებს ერდოღანი. თურქული ვალუტის ვარდნა აშშ-ის მიერ თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაორმაგებამ გამოიწვია. ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაძაბულობა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავების შემდეგ გამწვავდა, რომელსაც გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ...

Read More »

„ნებისმიერი ქართველისთვის თავისი დიდგორი გრძელდება, ეს არის ბრძოლა ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის”

"არასერიოზული იქნება, ჩემგან გაიგოთ, რომ ანაბრების დაბრუნების რესურსი არსებობს"

დავით აღმაშენებელმა  ქართველ ერს ისეთი გამარჯვება მოუტანა, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დიდგორში განაცხადა, სადაც დიდგორობის   დღესასწაული აღინიშნება. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავით აღმაშენებელმა აჩვენა, რომ როდესაც შენს მხარეს არის ჭეშმარიტება და სიმართლე, არ არსებობს ძალა, რომელიც დაგამარცხებს. „დავით აღმაშენებელმა ქართველ ერს ისეთი გამარჯვება მოუტანა, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა. მან ჩვენ გვაჩვენა, რომ როდესაც შენს ...

Read More »

3 მედიკამენტი, რომელთა შეძენას ორშაბათიდან ნახევარ ფასად შეძლებთ

3 მედიკამენტი, რომელთა შეძენას ორშაბათიდან ნახევარ ფასად შეძლებთ

მედიკამენტების – “მედფორმინის”, “გლიმეპრიდისა” და “გლიკლაზიდი” შეძენას მოსახლეობა ორშაბათიდან ნახევარ ფასად შეძლებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც სერგეენკომ განმარტა, აღნიშნული პრეპარატებით ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები სარგებლობენ. მინისტრის ინფორმაციით, შარშან დაიწყო პროექტი, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ფარავდა ძირითად ქრონიკული დაავადებებს, რაც არ არის საკმარისი. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, აღნიშნულ მედიკამენტზე მოსახლეობა წელიწადში 10 მილიონს ...

Read More »

სააკაშვილი: 10 წლის წინ ამხელა არმია დაგვესხა თავს და ვალუტის კურსი 1.64 შევინარჩუნე

სააკაშვილი: 10 წლის წინ ამხელა არმია დაგვესხა თავს და ვალუტის კურსი 1.64 შევინარჩუნე

“ლარის კურსმა ისევ დაიწყო მკვეთრად ვარდნა და მთავრობა ისევ სრულ უუნარობაშია, თუმცა საქართველოს არა ჰყავს მთავრობა. საქართველოს ჰყავს ხარბი ოლიგარქი, რომელმაც საბანკო მონოპოლიით გაანადგურა ქართული ოჯახების ბიუჯეტი და ფულს აკეთებს ვალუტის კურსზე თამაშით.” – მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვალუტის კურსის ვარდნას ეხმაურება. “ამ დღეებში სრულდება აგვისტოს ომის 10 წლისთავი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამხელა არმია დაგვესხა თავს, ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს ...

Read More »