Home » 2018 » August » 10

Daily Archives: August 10, 2018

გიორგი ცუცქირიძე – ლარის გაუფასურება სეზონურ ფაქტორებს და საგარეო ვალის მომსახურებას უკავშირდება

გიორგი ცუცქირიძე - ლარის გაუფასურება სეზონურ ფაქტორებს და საგარეო ვალის მომსახურებას უკავშირდება

დღის განმავლობაში Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ–ს დოლარი 2,50-2,57 ლარის ფარგლებში ივაჭრებოდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარის გაუფასურებას დოლარის მიმართ კომერციულმა ბანკებმაც მყისიერად უპასუხეს. ამ დროისთვის   ლარის ყველაზე დაბალი კურსი საქართველოს ბანკს აქვს,სადაც 1 აშშ დოლარის გაყიდვა 2.5200 ლარადაა შესაძალებელი, ყიდვა – 2.6200.  ხოლო, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5339 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ ...

Read More »

რუსეთმა სომხეთი დაკარგა?

რუსეთმა სომხეთი დაკარგა?

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთს მოუწოდა, სომხეთში შექმნილ ახალ ვითარებას შეეგუონ. „დღეს ახალი სიტუაციაა ქვეყანაში. ყველა, მათ შორის რუსი პარტნიორები, უნდა შეეგუონ ამას. ყველაფერი ნორმალურადაა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. აღნიშნული კომენტარი ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა. 1-ელ აგვისტოს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთში განვითარებული მოვლენები მოსკოვში შეშფოთებას იწვევს. მისივე თქმით, ის მოვლენები, რომლებსაც ადგილი ...

Read More »

“ლირას და რუბლის გაუფასურებამ შეაშინა ინვესტორები საქართველოში და დაიწყეს ლარის მასიური გაყიდვა”

"ლირას და რუბლის გაუფასურებამ შეაშინა ინვესტორები საქართველოში და დაიწყეს ლარის მასიური გაყიდვა"

გასული კვირა ეროვნული ვალუტისთვის არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. ლარმა ეტაპობრივად გაუფასურება ჯერ კიდევ 5 აგვისტოს დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი თავის მაქსიმალურ ნიშნულს სწორედ დღეს მიუახლოვდა. დღეს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 6 პუნქტით გაუფასურდა და ახლა 1 აშშ დოლარი 2.54 ლარი ღირს. ლარის გაუფასურებაზე ძირითადი გავლენა საგარეო ეკონომიკურმა ფაქტორებმა: რუსული რუბლისა და თურქული ლირას გაუფასურებამ იქონია. სწორედ ამ გარემოებებზე ამახვილებს ...

Read More »

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. ვაკანსია საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე გამოქვეყნდა. განაცხადების მიღება 29 აგვისტომდე გაგრძელდება. გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 000-დან 15 000 ლარამდეა. საპენსიო სააგენტო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე. დირექტორობის კანდიდატს ფინანსურ ინსტიტუტში ...

Read More »

კლუბმა „ბასიანმა“ მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა

კლუბმა „ბასიანმა“ მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა

კლუბმა „ბასიანმა“ მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა, – გადაწყვეტილების შესახებ კლუბის განცხადებაშია ნათქვამი. „ბასიანის“ ადმინისტრაციის განმარტებით, გადაწყვეტილება გულწრფელ საზოგადოებრივ პროტესტს უკავშირდება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საკლუბო სცენას და რეივ-კულტურას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დატვირთვა უსამართლო და რეპრესიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს არამხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოს უახლოესი წარსულიდან. 12-13 მაისის მოვლენებმა ნათლად გვანახა, რომ სახელმწიფო სისტემაც კი უძლურია საერთო ...

Read More »

კასპიის აკვატორია გადანაწილებულია – გახდება თუ არა ის კიდევ ერთი კონფლიქტის ცხელი კერა

კასპიის აკვატორია გადანაწილებულია - გახდება თუ არა ის კიდევ ერთი კონფლიქტის ცხელი კერა

ყაზახეთში კასპიის აკვატორიის გადანაწილების კონვენციას მოეწერება ხელი კვირის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი კოლეგები, აზერბაიჯანის ირანისა და თურქმენეთის პრეზიდენტები ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ. შეხვედრა ქალაქ აქტავაში, კასპიის ზღვის მიმდებარედ გაიმართება. შეხვედრის მიმართ მოლოდინი დიდია, რადგან 22 წლიანი მსჯელობის შედეგად, ხელი უნდა მოეწეროს კონვენციას, რომელიც კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს. თუ ამ კონვენციის გაფორმებაში გაკვირვებას არ იწვევს ის, რომ ...

Read More »

მესტია „არტარეა ფესტივალის“ ფარგლებში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის „ჯიმ შვანთე“ მუსიკალურ პრემიერას უმასპინძლებს

მესტია „არტარეა ფესტივალის“ ფარგლებში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის „ჯიმ შვანთე“ მუსიკალურ პრემიერას უმასპინძლებს

„არტარეა ფესტივალი“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 11 აგვისტოს  მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის – „ჯიმ შვანთე“ (1930) მუსიკალური პრემიერა შედგება. პროექტი ქართული კინოკლასიკისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზს წარმოადგენს, რომლის როგორც კომპოზიტორი, ასევე შემსრულებელი გოგი ძოძუაშვილია. მესტიაში ფილმის ჩვენება კოშკების ფონზე, ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის თანხლებით შედგება. პარალელური ღონისძიების სახით სვანეთის მუზეუმში მიხეილ კალატოზიშვილის მულტიმედია გამოფენა გაიმართება. „არტარეა ფესტივალმა“ სტარტი 23 ...

Read More »

თიბისი ბანკი და ჩინეთის განვითარების ბანკი პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

თიბისი ბანკი და ჩინეთის განვითარების ბანკი პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

13 აგვისტოს, 10:45 საათზე, თიბისი ბანკის სათაო ოფისში თიბისი ბანკი და ჩინეთის განვითარების ბანკი 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა ქართულ კომპანიას გამოუყო.

Read More »

გოგა ონიანმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

გოგა ონიანმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

გოგა ონიანმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ონიანმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით რამდენიმე კვირის წინ მიმართა. ადვოკატი შეწყალებას მათ შორის სახალხო დამცველის დასკვნის საფუძველზეც ითხოვს. ომბუდსმენის დასკვნის თანახმად, ონიანის საქმე შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტია, ვინაიდან დანაშაულში მონაწილე პირებიდან, მხოლოდ გოგა ონიანი გასამართლდა. ამასთან, როგორც ცნობილია, ონიანს სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის მიხედვითაც მას სასჯელი შეუმცირდა და შეფარდებული ...

Read More »

რვა საათზე მეტხანს ძილი შესაძლოა, სიკვდილიანობის რისკს ზრდიდეს – ახალი კვლევა

რვა საათზე მეტხანს ძილი შესაძლოა, სიკვდილიანობის რისკს ზრდიდეს - ახალი კვლევა

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ საკმარისი ოდენობის ძილი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოა. თუმცა, როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, მეტისმეტი ძილი დაკავშირებულია გულის პრობლემებისა და სიკვდილიანობის მაღალ რისკთან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი ძილი პირდაპირ მოგკლავთ, მაგრამ თუ ძალიან დიდხანს გძინავთ საწოლში, შესაძლოა, ეს ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანი ან სიმპტომი იყოს. ასევე შესაძლებელია, გაუარესდეს არსებული პრობლემა. მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, გადაჭარბებულ ძილთან მიმართებაში მეტი ყურადღება გვმართებს. ...

Read More »