Home » 2018 » August » 09

Daily Archives: August 9, 2018

მიხეილ ბატიაშვილმა სტუდენტების საგრანტო დაფინასების საკითხი წარადგინა

მიხეილ ბატიაშვილმა სტუდენტების საგრანტო დაფინასების საკითხი წარადგინა

საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბაკალავრებისა და მაგისტრანტების საგრანტო დაფინანსების საკითხი წარადგინა, რაც ნიჭიერ სტუდენტებს სახელმწიფოს ხარჯზე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. 2018-2019 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა 25 323 750 ლარს შეადგენს, საიდანაც 12 723 750 ლარი პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, ხოლო 12 600 000 ლარი სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის დაიხარჯება. კატეგორიების მიხედვით თანხები შემდეგნაირად ...

Read More »

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას რუმინული ავიაკომპანია TAROM იწყებს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას რუმინული ავიაკომპანია TAROM იწყებს

მიმდინარე წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რუმინული ავიაკომპანია TAROM საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისები 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ფრენები ამ მიმართულებით Airbus A318-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ...

Read More »

სამეგრელოში თხილის საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა

სამეგრელოში თხილის საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში თხილის საშრობი და სასაწყობე ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც არსებული სიმძლავრით 600-ზე მეტი ფერმერის მომსახურებაზეა გათვლილი. საწარმოში 1000 ტონა თხილის გამოშრობა და 500 ტონა პროდუქციის დასაწყობებაა შესაძლებელი. „ახალი საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და “აგრიჯორჯია-ფერეროს“ თანადაფინანსებით დაფუძნდა. საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ...

Read More »

კლინკერის იმპორტზე ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი ქარხნები გაჩერდა   

კლინკერის იმპორტზე ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი ქარხნები გაჩერდა   

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების განცხადებით ბაზარზე ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება უარესობისკენ. მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელი იმპორტირებული ნედლეული – კლინკერი, საბაჟოზე განუსაზღვრელი ვადით არის გაჩერებული ხარისხის შემოწმების მიზეზით. ნედლეულის მოწოდების შეფერხების გამო უკვე გაჩერდა რამდენიმე ქარხანა. რამდენიმე დღის მარაგი აქვს კიდევ რამდენიმე ქარხანას, რომლის ამოწურვისთანავე ისინიც იძულებით გააჩერებენ წარმოებას. ერთ-ერთი მწარმოებლის „მაგნუმ გრუპის“ დირექტორის პაატა ნიკვაშვილის განცხადებით, მალე მისი ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია: ჩრდილოვანი ეკონომიკა ერთ-ერთი მწვავე გამოწვევაა და მხოლოდ ტაქსების რეგისტრაცია, ამას ვერ მოაგვარებს

ვახტანგ ჭარაია: ჩრდილოვანი ეკონომიკა ერთ-ერთი მწვავე გამოწვევაა და მხოლოდ ტაქსების რეგისტრაცია, ამას ვერ მოაგვარებსვახტანგ ჭარაია: ჩრდილოვანი ეკონომიკა ერთ-ერთი მწვავე გამოწვევაა და მხოლოდ ტაქსების რეგისტრაცია, ამას ვერ მოაგვარებს

საქართველოს ეკონომიკის ნახევარზე მეტი რომ ჩრდილშია, ამას ციფრებიც და სტატისტიკაც ადასტურებს.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან 64.9%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებლია. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ საკითხზე ხშირად საუბრობენ დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შავი ეკონომიკის შესახებ ყურადღება რამდენჯერმე გაამახვილა ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც. იმის ფონზე, რომ 1-ლი აგვისტოდან თბილისის მერიამ ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახადა, „კომერსანტი“ დაინტერესდა ...

Read More »

1978 წლის 5 აგვისტოს შემდეგ დაბადებულთათვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება

1978 წლის 5 აგვისტოს შემდეგ დაბადებულთათვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტის ძირითადი ნაწილი 6 აგვისტოს შევიდა ძალაში, თავად საპენსიო სისტემა კი, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. როგორც ცნობილია, 40 წლამდე დასაქმებულებისთვის სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება. კანონის მე-3 მუხლში ვკითხულობთ: „დასაქმებული, რომელსაც დოკუმენტის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და, რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან“. შესაბამისად, სისტემაში ჩართვა სავალდებულოა ...

Read More »

ბანკებმა 6 თვეში ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 111,1 მლნ ლარის მოგება მიიღეს

ბანკებმა 6 თვეში ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 111,1 მლნ ლარის მოგება მიიღეს

2018 წლის მეორე კვარტალში კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ოპერაციებიდან 47,6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 15,8 მლნ ლარით ნაკლებია. კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში მათ ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მთლიანად 111 154 056 ლარის შემოსავალი მიიღეს, სადანაც 63 515 675 ლარი იყო პირველ კვარტალში, 47 638 381 ლარი კი მეორე კვარტალში. კომერციული ბანკების TOP-5 ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან ...

Read More »

საქართველოში ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი Samsung-ია, Apple მესამე ადგილზეა

საქართველოში ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი Samsung-ია, Apple მესამე ადგილზეა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიურ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი Samsung-ია. ანგარიშის მიხედვით, Samsung-ის მობილური ტელეფონი საქართველოში 1 594 795 მომხმარებელს აქვს, რაც მთლიანი რაოდენობის 30.88%-ია. პოპულარობით მეორე ადგილზეა Microsoft/Nokia, რომელთა რაოდენობა 976 250-ს შეადგენს, რაც მთლიანო ოდენობის 18.9%-ია. Apple-ის წარმოებული მობილური ტელეფონებით, კომისიის მონაცემებით, 580 149 მომხმარებელი სარგებლობს (11.23%). სხვა მწარმოებელთა გადანაწილება კი შემდეგნაირია: HUAWEI 452 377 (8.76%), Lenovo 232 939 (4.51 %), ...

Read More »

2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები მგზავრების რეკორდულ რაოდენობას 2 719 920 მოემსახურა

2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები მგზავრების რეკორდულ რაოდენობას 2 719 920 მოემსახურა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 719 920 მგზავრს მოემსახურა, რაც 28 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2 130 469 მგზავრი). როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს, ივლისის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 429 088 მგზავრს მოემსახურა, ...

Read More »

რა პროექტი განხორციელდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე

რა პროექტი განხორციელდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე

კომპანია „ანაგი“ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად „კიას“ ცენტრია მოწყობილი, მრავალფუნქციური კომპლექსის „ორანჟერია“-ს მოწყობას გეგმავს. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების პირობები მერიასთან უკვე შეთანხმებულია, თუმცა პროექტი და მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის. „მრავალფუნქციური კომპლექსი წარმოადგენს საგამოფენო და საკონცერტო ცენტრს და თავისი არქიტექტურულ-სივრცითი გადაწყვეტით წარმოადგენს ქალაქისათვის მსგავსი არეალების დაპროექტების ნოვაციურ მიდგომას. კომპლექსი აღმაშენებლის ხეივნის მხრიდან მთლიანად „ხსნის და ...

Read More »