Home » 2018 » August » 06

Daily Archives: August 6, 2018

„დღეს, როცა ალკოჰოლი ლეგალიზებულია, რა გარანტია გვაქვს, რომ ავტობუსის მძღოლს არ აქვს ერთი ბოთლი არაყი დალეული?“

„დღეს, როცა ალკოჰოლი ლეგალიზებულია, რა გარანტია გვაქვს, რომ ავტობუსის მძღოლს არ აქვს ერთი ბოთლი არაყი დალეული?“

საზოგადოების დიდმა ნაწილმა უარყოფითად მიიღო მარიხუანას პრაქტიკული ლეგალიზაციისთვის გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები. მმართველ გუნდში ვითარების გამოსწორებას იმით ფიქრობენ, რომ ასაკის ან პროფესიის მიხედვით დაწესდეს შეზღუდვები მარიხუანას მოხმარებაზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პერიოდულად საზოგადოებას აოგნებს, თუ რატომ ამოჭრა ცალკეულმა ქირურგმა პაციენტს ერთი ორგანოს ნაცვლად მეორე. რატომღაც აქამდე ადამიანები ამას ექიმების უცოდინრობით ხსნიდნენ, თუმცა უკვე აშკარაა, რომ წარუმატებელი ოპერაციები მთლად მედიკოსთა უცოდინრობას ...

Read More »

საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 383.7 მილიონი ლარია

საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 383.7 მილიონი ლარია

ივნისში ვადაგადაცილებული სესხები 26 მილიონი ლარით შემცირდა და 383 მილიონ 700 ათას ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6% იყო, ხოლო ვადაგადაცილებული სესხების 48% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ამასთან, სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3% პუნქტით შემცირდა და 54.5%-ს გაუტოლდა.

Read More »

“ირანიდან შემოსული იაფფასიანი სამშენებლო მასალები პრობლემას უქმნის ადგილობრივ ფირმებს”

"ირანიდან შემოსული იაფფასიანი სამშენებლო მასალები პრობლემას უქმნის ადგილობრივ ფირმებს"

“ირანიდან შემოსული იაფფასიანი სამშენებლო მასალები პრობლემას უქმნის საქართველოში მწარმოებელ მასალების ფირმებს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ, “პალიტრანიუსთან” განაცხადა. “ეკონომიკის დაბალი ტემპი მშენებლობის ბრალი არ არის. მშენებლობის წილი ეკონომიკაში 9%-მდეა. მას, როგორც ასეთი, გავლენის მოხდენა ეკონომიკის ზრდაზე არ შეუძლია. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ მშენებლობა სწორედ ის დარგია, რომელსაც ბევრ დარგზე აქვს გასვლა, არის სხვა დარგებში დოვლათის მომხმარებელი და სწორედ ...

Read More »

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა

ACES Europe – ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოდან, რომელმაც აღნიშნულ ორგანიზაციაში განაცხადი გააკეთა. სპეციალური კომისია ინსპექტირების მიზნით საქართველოს ივლისის თვეში ეწვია. ACES Europe-ის კომისიამ, რომელმაც ფედერაციის პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუპატელი ხელძღვანელობდა, ბათუმში ვიზიტის დროს სპორტული ობიექტები დაათვალიერეს და ადგილზე შეაფასეს არსებული მდგომარება. ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი ...

Read More »

საქართველოს საკუთარი წარმოების სახანძრო ტექნიკა ექნება

საქართველოს საკუთარი წარმოების სახანძრო ტექნიკა ექნება

„დელტამ“ სახანძრო-სამაშველო მანქანების წარმოება დაიწყო. საქართველოში წარმოებული სახანძრო-სამაშველო ტექნიკის პირველი სამი ნიმუში 2018 წლის ბოლომდე გამოჩნდება. ტექნიკას, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სახანძრო ტექნიკის და აღჭურვილობის მწარმოებელ ავსტრიულ გიგანტ „როზენბაუერთან“ თანამშრომლობით აწყობს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ექნება საკუთარი წარმოების სახანძრო ავტოტექნიკა. დამკვეთი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია პრესსამსახურის უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა პირველ არხს განუცხადა, საგანგებო ...

Read More »

თიბისის ერთგული ბარათი ახალ საზაფხულო აქციას იწყებს

თიბისის ერთგული ბარათი ახალ საზაფხულო აქციას იწყებს

თიბისი ერთგული ბარათი ახალ საზაფხულო აქციას იწყებს. 1 აგვისტოდან  მომხმარებლები, რომლებიც ერთგული ბარათით პარტნიორ ობიექტებში აჭარის ტერიტორიაზე ისარგებლებენ, 5-ჯერ მეტ ერთგულ ქულას დააგროვებენ. ქულები გროვდება როგორც პარტნიორ ობიექტებში შენაძენის გაკეთებით, ასევე თიბისის ტერმინალით სარგებლობისას. აქცია მოქმედებს მხოლოდ ერთგული და პრაიმ ბარათით გადახდის შემთხვევაში. ერთი დაგროვებული ქულა უტოლდება ერთ ლარს. აქციის ფარგლებში მაქსიმუმ 200 ქულის დაგროვება არის შესაძლებელი. ერთგული თიბისის ლოიალობის  პროგრამაა, რომელშიც, თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათის ფლობისას, მომხმარებელს პარტნიორ ობიექტებში შენაძენის დროს ქულების დაგროვების საშუალება ეძლევა. ერთგულის საკრედიტო ბარათით კი მომხმარებელს შეუძლია  მომენტალურად განავადოს შენაძენი ერთგულის პარტნიორ ყველა ობიექტში, დამატებითი პროცედურების გარეშე. ბარათის აღება შესაძლებელი სახლიდან გაუსვლელად ერთგულის ვებ-გვერდზე: https://ertguli.ge/GetCard  ან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

Read More »

“საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება”

"საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება"

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის კონფლიქტი, რომელშიც რუსეთიც ჩაერთო, შეიძლებოდა არც მოხდარიყო. „ეს კონფლიქტი გარდაუვალი არ ყოფილა“, – განაცხადა მედვედევმა.   წყარო: 1tv.ge

Read More »

საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შეთანხმება გაფორმდა

პეკინში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის „მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკების შედეგად, ქართულმა მხარემ შეძლო ჩინურ მხარესთან შეთანხმების მიღწევა და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, შედეგად, მხარეებმა მოახდინეს შეთანხმების ტექსტის პარაფირება და გაფორმდა შესაბამისი ოქმი. „ოქმის შესაბამისად, მხარეები დროულად გაატარებენ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს შეთანხმების შესაძლო მოკლე ვადაში ხელმოწერის მიზნით. ...

Read More »

საპენსიო რეფორმით, მთავრობის გარდა, ყველა უკმაყოფილოა

საპენსიო რეფორმით, მთავრობის გარდა, ყველა უკმაყოფილოა

“არ გაიზრდება ხელფასები და დაიწყება კონვერტებით ფულის გაცემა” დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მომზდება დასკვნით ფაზაში შედის. მთავრობამ საინფორმაციო კამპანიის დაწყება რამდენიმე დღეში დააანონსა. საპენსიო რეფორმით განსაზღვრული 2%-იანი შენატანი მცირე და საშუალო ბიზნესს ტვირთად დააწვება – ასეთია ბიზნესომბუდსმენის პოზიცია, ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ არც მსხვილი ბიზნესი გაიღებს დამატებით თანხებს და შესაძლოა, სამსახურებში ოპტიმიზაცია დაიწყოს. საპენსიო რეფორმის საინფორმაციო კამპანიაზე მუშაობა მთავრობამ უკვე დაიწყო ...

Read More »

ძველი სახანძრო მანქანები საქართველოში აწყობილი მანქანებით ჩანაცვლდება

ძველი სახანძრო მანქანები საქართველოში აწყობილი მანქანებით ჩანაცვლდება

„ზილის“ ტიპის ძველი სახანძრო მანქანები საქართველოში აწყობილი მანქანებით ჩანაცვლდება. საცდელი მანქანების აწყობა სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სექტემბრიდან დაიწყება. უკვე შემუშავებულია პროტოტიპი, რომლის საინჟინრო გათვლებს ამჟამად ავსტრიული კომპანია „როზენბაუერი“ აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა, პროტოტიპის შექმნაში „დელტასა“ და „როზენბაუერის“ წარმომადგენლების გარდა, მეხანძრე-მაშველებიც მონაწილეობდნენ. „შექმნილია ჯგუფი, რომელშიც არიან ჩვენი მეხანძრე-მაშველები, რომელთაც გარკვეული გამოცდილება აქვთ ...

Read More »