Home » 2018 » August » 02

Daily Archives: August 2, 2018

80 ქულიანი დევი ონიანი – აბიტურიენტი, რომელმაც ზოგად უნარებში ყველას აჯობა

80 ქულიანი დევი ონიანი – აბიტურიენტი, რომელმაც ზოგად უნარებში ყველას აჯობა

2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე უმაღლესი 80 ქულა 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დევი ონიანმა დაიმსახურა. EDU.ARIS.GE–მ ზოგადი უნარების ნამდვილი „დევი“ იპოვა და გაარკვია, რომ ის სამედიცინო მიმართულებაზე აბარებს და ექიმობას გეგმავს. შედეგების შესახებ სოფელში, დასასვენებლად მყოფმა შეიტყო და მაღალ ქულას უკვე მეგობრების წრეში აღნიშნავს. როგორც დევიმ EDU.ARIS.GE-ის უთხრა,ზოგად უნარებში მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში ემზადებოდა. ამბობს, რომ მათემატიკა ყოველთვის უყვარდა. „თავიდანვე რომ გავაკეთე უნარების ...

Read More »

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყეს

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყეს

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყეს. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, ტაქტიკურ მანევრებში 2 500 ჯარისკაცი და 600 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკაა ჩართული. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას იღებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითები და მოტომსროლელი დანაყოფი. სწავლების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო და სხვა დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების შემუშავებას დაეთმობა. სწავლების დასკვნით ეტაპზე საბრძოლო სროლები ტანკებით, ნაღმმტყორცნებით, თვითმავალი საარტილერიო დანადგარებითა და ...

Read More »

ჭიათურაში მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა ოქტომბერში გაიხსნება

ჭიათურაში მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა ოქტომბერში გაიხსნება

ჭიათურაში მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა 3 ოქტომბერს გაიხსნება, ამის შესახებ გადაცემაში “საქმის კურსი“ “ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ეს იქნება გერმანული, უახლესი ტექნოლოგიის ქარხანა, რომელშიც გათვალისინებულია შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა, სამუშაო ინსტრუქციებს კი თავად გერმანული მხარისგან მიიღებენ. “ეს ქარხანა ბევრ რამეს შეცვლის, როგორც საწარმოო-ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური კუთხით. ქარხანაში იქნება დახურული ციკლი და დაბინძურებული წყალი მდინარე ყვირილაში ...

Read More »

ავსტრალიაში „სელფის პოლიცია“ შეიქმნება

ავსტრალიაში „სელფის პოლიცია“ შეიქმნება

ავსტრალიაში „სელფის პოლიცია“ შეიქმნება. ავსტრალიის ხელისუფლება პოლიციის შემადგენლობაში ახალი ქვედანაყოფის – „სელფის პოლიციის“ შექმნას გეგმავს. „სელფის პოლიციის“ დანიშნულება იქნება ისეთი სიტუაციების აღკვეთა, როდესაც ბუნების ხედების ფონზე საკუთარი თავის გადაღება ტურისტებს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ქვედანაყოფის თანამშრომლები მორიგეობას ფოტოს გადაღების მსურველებს შორის ყველაზე პოპულარულ ადგილებში აწარმოებენ და მათ საფრთხის შესახებ გააფრთხილებენ. ერთ-ერთი ასეთი პოპულარული ობიექტი სამეფო ეროვნულ პარკში არსებული კლდეა, რომელიც ...

Read More »

ლენტეხში შეთანხმება მიღწეულია – ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა ტერიტორიას ტოვებს

ლენტეხში შეთანხმება მიღწეულია – ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა ტერიტორიას ტოვებს

ლენტეხის მოსახლეობამ, ათდღიანი პროტესტის შედეგად, ხელედულა ჰესის მშენებელი კომპანია აიძულა ტერიტორიიდან ტექნიკა გაეყვანა. სპეციალური ტექნიკა ლენტეხი–ცაგერის გზას ამ წუთებში ტოვებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ კომპანიისგან პირობა მიიღეს, რომ ტექნიკა ორი დღის განმავლობაში სრულად დატოვებს ტერიტორიას. ხელედულა ჰესის მოწინააღმდეგეები ახლა უკვე პროექტის გაუქმებას ითხოვენ და ამ საკითხზე მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან აპირებენ. ჯერ კიდევ 27 ივლისს, როცა ადგილობრივებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩიქოვანი ...

Read More »

Georgian Railway Tickets-ით მატარებელში სასურველ ადგილს დაჯავშნით

Georgian Railway Tickets-ით მატარებელში სასურველ ადგილს დაჯავშნით

ბილეთის შეძენის ყველაზე მარტივი გზა და მატარებელში სასურველი ადგილის შერჩევის ერთადერთი მეთოდი. Georgian Railway Tickets – ასე ჰქვია საქართველოს რკინიგზის აპლიკაციას, რომლის მეშვეობით მატარებლის ბილეთი ყველაზე მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ. გამგზავრებამდე გამცილებლებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და QR კოდი უნდა წარუდგინოთ. App-ს ბილეთების დაბრუნების ფუნქციაც აქვს. რამდენიმე ენოვანი აპლიკაცია IOS, ANDROID და WINDOWS პლატფორმებზე არის მორგებული. გადმოტვირთე აპლიკაცია Georgian Railway Tickets და ...

Read More »

Huawei-მ გაყიდული სმარტფონებით Apple-ს გადაუსწრო

Huawei-მ გაყიდული სმარტფონებით Apple-ს გადაუსწრო

ჩინურმა კომპანია Huawei-მ მეორე კვარტალში გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გაუსწრო  International Data Corporation-ის მონაცემებით,  ჩინურმა კომპანია Huawei-მ მეორე კვარტალში გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გაუსწრო და მეორე პოზიციაზე გადაინაცვალა. ანგარიშის მიხედვით, 71.5 მილიონი გაყიდული სმარტფონით პირველ ადგილზეა Samsung-ი, რომლის წილი ბაზარზე 20.9%-ია. Huawei-ს 54.2 მილიონი სმარტფონი გაიყიდა და ბაზრის 15.8% დაიკავა. რაც შეეხება Apple-ს, აპრილ-ივნისში 41.3 მილიონი სმარტფონი გაყიდა. 2018 წლის ...

Read More »

როგორ იფლანგება ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი მილიონები

როგორ იფლანგება ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი მილიონები

ბიუჯეტიდან, კანონთან შეუსაბამოდ, ხელფასებზე დახარჯულია 135,250 ლარი, ფონდის ხელძღვანელის ყოველთვიური სარგო კი 6,250 ლარს შეადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის 2015, 2016 წლებსა და 2017 წლის 9 თვეში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმ დარღვევების შესახებ, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე, ფეხბურთის განვითარებისთვის გადარიცხული და დახარჯული საბიუჯეტო ...

Read More »

,,თიბისი ბანკის” მოგება 22%-ით გაიზარდა

,,თიბისი ბანკის" მოგება 22%-ით გაიზარდა

,,თიბისი ბანკის”  წმინდა მოგებამ მიმდინარე  წლის მეორე კვარტლის ბოლოს 182 მლნ ლარი შეადგინა, რაც 22%-ით მეტია გასული წლის ივნისის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 149 მლნ ლარი იყო.  გაზრდილია მოგების მაჩვენებელი დარეზერვებამდე და მან 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 293 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 199 მილიონი იყო. 2017 წლის ივნისის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდამდე ...

Read More »

რა შემთხვევაში დააყადაღებს აღმასრულებელი სხვისი ვალის გამო თქვენს ქონებას

რა შემთხვევაში დააყადაღებს აღმასრულებელი სხვისი ვალის გამო თქვენს ქონებას

მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ვალდებულების იძულებით აღსრულებამდე შესაძლებელია მოხდეს მის კუთვნილ მოძრავ და უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება. ამის შესახებ დეტალებს  ვებგვერდი myadvokat.ge -ი  განმარტავს. იურისტების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ პირი ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც მოვალეს აქვს იურიდიული მისამართი მოვალის შეუსრულებელი ვალდებულების გამო, შესაძლებელია მოხდეს მისი მოძრავი ნივთების დაყადაღება. თუ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადების პროცესში მოქალაქე განაცხადებს პრეტენზიას აღმასრულებელთან. ამ შემთხვევაში ...

Read More »