Home » 2018 » August

Monthly Archives: August 2018

მობილურით სარგებლობის ტარიფები იზრდება — ვის შეეხება ცვლილებები

მობილურით სარგებლობის ტარიფები იზრდება — ვის შეეხება ცვლილებები

კორპორაციული კლიენტებისთვის მობილურით სარგებლობის ტარიფები იზრდება — ვის შეეხება ცვლილებები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაჩნია, რომ ჯეოსელი, მაგთი და ბილაინი აბონენტებისთვის სხვადასხვა ტარიფების შეთავაზებისას სუბსიდირებას ახდენენ. კომისიაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი საკითხის რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს. კომისიამ “არასამართლიანი” ტარიფების შესაცვლელად სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მიმართა და “გამოსწორება” დაავალა, რათა ბაზარზე არასამართლიანი ტარიფით არ ხდებოდეს პაკეტების შეთავაზება სხვადასხვა კორპორაციული ჯგუფისთვის. კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულების შემდეგ რიგ ...

Read More »

რიკოთზე ავტობანის მშენებლობას იაპონია 343 მილიონი დოლარით დააფინანსებს

რიკოთზე ავტობანის მშენებლობას იაპონია 343 მილიონი დოლარით დააფინანსებს

რიკოთის უღელტეხილზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობას იაპონია 343 მილიონი დოლარით დააფინანსებს. შესაბამის შეთანხმებას ხელი თბილისში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს მოეწერება ხელი. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ტარო კონო პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. „ვიზიტის ფარგლებში, ნოტების გაცვლის გზით, გაფორმდება შეთანხმება იაპონიის მთავრობასა და ...

Read More »

სააკაშვილმა რუხაძეს სასმართლო მოუგო

სააკაშვილმა რუხაძეს სასმართლო მოუგო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ლიბერთი ბანკის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს, ჰოლანდიაში სასამართლო დავა მოუგო. ამის შესახებ ინფოპრმაციას სოციალურ ქსელში თავად მიხელ სააკაშვილი ავრცელებს. ” ივანიშვილის მთავარმა ოლიგარქიულმა დასაყრდენმა რუხაძემ ,მთლიანად წააგო მისი სარჩელი ჩემს წინააღმდეგ ჰოლანდიურ სასამართლოში. აი, ასეთია განსხვავება ევროპულ სასამართლოსა და ბიძინას სასამართლოს შორის. ჰოლანდიელ მოსამართლეს დასჭირდა მხოლოდ ერთი სხდომა, რათა ყველაფერში გარკვეულიყო. სასამართლომ ის აღიარა საჯარო პოლიტიკაში ჩართულ პირად და უარყო ის ...

Read More »

ხელისუფლებამ 3 მილიარდი ლარი წყალს გაატანა

ხელისუფლებამ 3 მილიარდი ლარი წყალს გაატანა

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან “ქართული ოცნების”ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს: “ნაცმოძრაობის” მმართველობის 9 წლისგანმავლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ბუტაფორია იყო,რეალურად არაფერი კეთდებოდა და “ატკატების” სახით თანხები რამდენიმეადამიანის ჯიბეში მიდიოდაო. ამ ყველაფერზე გამოძიებაც დაიწყო, რამდენიმე კაციდაკითხეს კიდეც, მაგრამ სწორედ გამოძიება აღმოჩნდა “ბუტაფორია” _ არავინდაუკავებიათ, მაგრამ “ატკატების” თემა კარგად შეისწავლეს და ამ პროცესის სიამესაცმიხვდნენ. 2014 წელი სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პროექტების წელიწადად გამოაცხადა და რეგიონებში ...

Read More »

„არც კი დაფიქრდეთ, იმ წამსვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება“

„არც კი დაფიქრდეთ, იმ წამსვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება“

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას ურჩევს, ნარკოტიკით ინტოქსიკაციის, მათ შორის ზედოზირების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გამოიძახოს. „2014-2015 წლებში გავაუქმეთ ის ვალდებულება, რომ პირველი ზედოზირების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას ან სასწრაფო დახმარებას საპატრულო პოლიციისთვის გადაეცა ინფორმაცია. ზედოზირების შემთხვევაში მკურნალობას არც სადაზღვევო პაკეტები და არც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებდა, ეს რეგულაციაც გავაუქმეთ. არ მინდა, რომ ...

Read More »

მთაწმინდის ფერდობზე წარწერის „თბილისი“ განთავსება ისტორიულმა საბჭომ არამიზანშეწონილად მიიჩნია

მთაწმინდის ფერდობზე წარწერის „თბილისი“ განთავსება ისტორიულმა საბჭომ არამიზანშეწონილად მიიჩნია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერის „თბილისი“ განთავსების იდეა, მერიასთან არსებულმა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არამიზანშეწონილადმიიჩნია. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეთანხმება. „ეს იდეა პროექტ „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში იყო მოწოდებული. სხვათაშორის, ძალიან ბევრი წინადადება შემოდის. აქედან ზოგი საინტერესოა, ზოგიერთის განხორციელება კი შეუძლებელია. რაც შეეხება წარწერას, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ ჩვენ გვექნებოდა ისტორიულ ...

Read More »

ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მობილური ტელეფონის ნომრის განახლება დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით ხდება შესაძლებელი

ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მობილური ტელეფონის ნომრის განახლება დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით ხდება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, დღეიდან ყველა მსურველს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს. „სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე – 2 41 91 91. შემდეგ, ...

Read More »

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოს სამსახურში სხვა ფორმით რჩება. „როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში ...

Read More »

ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდერ ვინტერშტაინმა განაცხადა. „ევროკომისიამ გააფორმა საქართველოსთან მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ და მას 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რათა ქვეყანამ ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს და ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს“, – განაცხადა ვინტერშტაინმა. მისივე თქმით, მაკროფინანსური დახმარების გამოყოფა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

Read More »

თიბისი ბანკმა ახალციხეში ფერმერებისთვის აგროფორუმი გამართა

თიბისი ბანკმა ახალციხეში ფერმერებისთვის აგროფორუმი გამართა

თიბისი ბანკის აგროფორუმები რეგიონებში გრძელდება და  კახეთისა და შიდა ქართლის შემდეგ  უკვე სამცხე-ჯავახეთში გადაინაცვლა. ახალციხის ერთდღიან ფორუმზე აგროსექტორით დაინტრესებულ პირებს დარგის ექსპერტებმა მეცხოველეობის, რძის პროდუქციის წარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გაუზიარეს უახლესი ინფორმაცია. „რეგიონალური აგროფორუმების მიზანია ფერმერებისთვის უახლესი ინფორმაციის მიწოდება. ვცდილობთ, ყველა რეგიონი მოვიცვათ და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს მივცეთ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავი ...

Read More »