Home » 2018 » July (page 40)

Monthly Archives: July 2018

„სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე“

„სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე“

ჩვენი მთავარი გზავნილია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, რომლის წარმატების ერთადერთი გზა გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა საგადასახადო რეჟიმი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა უნიკალურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადს ხუთჯერ შეუმცირებს. „როგორც დაგპირდით, საქართველოს ეკონომიკაში ჩვენ დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება ...

Read More »

გიორგი ჩოგოვაძე – 2018 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

გიორგი ჩოგოვაძე - 2018 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

პირველად, საქართველოს ისტორიაში 2018 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ივნისის თვეში, 21%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა წინა წლის ივნისთან შედარებით. საერთო საშუალო მაჩვენებელი 6 თვის მონაცემებით ასევე ძალიან წარმატებულია. მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ გარდა ტურისტების მიმართულებით რეკორდული წლისა, ასევე რეკორდული წელი გვექნება შემოსავლების კუთხით. პირველად, ...

Read More »

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ნაწილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ნაწილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის

2018 წლის იანვრიდან საქართველოში დაახლოებით, 3000-ზე მეტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ამ 3 ათასიდან, თუ რომელიმე ავტომობილს საჭე გადაუტანეს,  ისინი ტექნიკურ ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან. ამასთან, 2018 წლის პირველი იანვრიდან პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაგავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, საჭის გადატანის შემთხვევაში შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი სახელმწიფო ...

Read More »

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები გაიმართა

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები გაიმართა

სპორტკომპლექსში “ახალი თბილისი”, 2018 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელმაც გამარჯვებული სკოლები სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინა. „ოლიმპიადა 2018“-ის ფინალურ თამაშებში მონაწილეობას იღებდა 2002-2003-2004 წლებში დაბადებული 156 მოსწავლე (გოგონები, ვაჟები) მთელი საქართველოდან. გამარჯვებულები სპორტის 7 სახებაში: ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, გეზმრბენსა და მინიფეხბურთში გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელები ავტომატურად ხდებიან 2020 წლის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატები. სპორტული ...

Read More »

პრემიერმა ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

პრემიერმა ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის მოქმედი ჩემპიონის – Golden State Warriors-ის ცენტრს ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. პრემიერმა ზაზა ფაჩულიას საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე კარიერისთვის და საერთაშორისო სარბიელზე ქართული კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა ...

Read More »

საქართველომ იანვარ-აპრილში უცხოური ტურიზმიდან $800 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო

საქართველომ იანვარ-აპრილში უცხოური ტურიზმიდან $800 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო

საქართველომ 2018 წლის იანვარი-აპრილის მდგომარეობით უცხოური ტურიზმიდან 799 მილიონ დოლარის (ზრდა +28.4%) შემოსავალი მიიღო, რაც $177 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ტურიზმს ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში $551 მლნ დოლარია (ზრდა +26.7%), რაც $116 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.75 მილიარდ ...

Read More »

საქართველოში 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების აკრძალვისთვის ემზადებიან

საქართველოში 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების აკრძალვისთვის ემზადებიან

ძველი ავტომობილების, იგულისხმება 2005 წლამდე გამოშვებული მანქანები, იმპორტი მალე აიკრძალება, რისი მიზეზიც მათი არაეკოლოგიურობაა. მეზობელი ქვეყნების მსგავსად, „ევრო-5″-ის სტანდარტი საქართველოშიც ამოქმედდება. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს ახალი საკანონმდებლო ცვლილება დროულად მიაჩნიათ, თუმცა, მათი აზრით, აუცილებელია, სახელმწიფომ წაახალისოს მოსახლეობა, რათა მათ შეძლონ და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ავტოპარკის განახლებაში. დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, ძველი მანქანების შემოყვანა აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, შესაძლოა, ...

Read More »

AXIS ჭავჭავაძის 75 ნომერში  1430 კვმ მწვანე გაზონს მალე უნიკალური მცენარეები შეემატება

აქსისი როგორც დეველოპერული კომპანია ქმნის გარემოს და ზრუნავს მის განვითარებაზე. კომპანიისათვის მნიშვნელოვანია შეიტანოს სიცოცხლე იქ სადაც დეველოპმენტს ახორციელებს. გაზონი, ჭავჭავაძის 75-ში, რომელიც აქსისმა 1430კვმ უკვე დააგო 4 პარკოსანთა ჯგუფის მცენარისაგან შედგება „Festucarubra,“ „Festucaarundinacea,“ „Loliumwesterwoldicum,“ და „Loliumperenne“ – სწორედ ამიტომაციგი გამოირჩევა ჟანგბადის წარმოშობის კუთხით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული გაზონის 15 კვადრატული 1 საშუალო ხეს უდრის. მნიშვნელოვანია ჭავჭავაძის 75-ში არსებული მწვანე ...

Read More »

თბილისში მოქალაქემ მეზობლის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა

თბილისში, დიდ დიღომში კოპრუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დიმიტრი ტატიშვილმა საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებმა ცხელ დღეებში გაგრილება შეძლონ. ფოტოები ამავე უბანში მცხოვრებმა Facebook-ზე გაავრცელა.

Read More »

“საქართველოში უნიკალური საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა”

"საქართველოში უნიკალური საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა"

საქართველოში უნიკალური საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა და ეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100%-ს. ბახტაძის განცხადებით, საუბარია დაახლოებით 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირზე და მათ უკან მდგომ არაერთ ადამიანზე. “საქართველოში ამოქმედდა უნიკალური საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეებს 5-ჯერ შეუმცირდებათ ბრუნვის გადასახადი. ...

Read More »